სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა

27 ივლისი 2021


Ge/Az

იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მისცა, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ამასთან, პრემიერის დავალებით, მოკლე ვადებში განხორციელდება სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს.

როგორც ცნობილია, ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული 4 სახეობის ვაქცინის ჯამში 2 მილიონი დოზა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს და მოქალაქეებს აცრის შესაძლებლობა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპითაც შეეძლოთ. საბჭოს სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დაფიქსირდა ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 13 800 აცრა; ხოლო დღეს დაგეგმილია 14 300 აცრა.

საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა იწვევს კლინიკური სექტორის გადატვირთვას, შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ხორციელდება, როგორც დამატებითი საწოლების მობილიზება, ისე ტარდება შესაბამისი ღონისძიებები არსებული საწოლფონდის განტვირთვის მიზნით. ამასთანავე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაგრძობს კლინიკური სასტუმროებისა და ოთახების დამატებით მობილიზებას, რათა ეფექტურად გაგრძელდეს კოვიდინფიცირებულთა იზოლაციის პროცესი და გაწყდეს ვირუსის გადაცემის ჯაჭვი.

საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ მთავრობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და დგამს შესაბამის ნაბიჯებს, ვითარების ეფექტური მართვისთვის.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, ზედმიწევნით დაიცვან მოქმედი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე - ღია სივრცეებში, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 407 689 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 376 088 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 731 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 64 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 1763 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 5185 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

İmmunizasiya prosesinin maneəsiz və daha da sürətli templə aparılması məqsədilə bu həftənin sonuna qədər kütləvi peyvənd mərkəzləri hazırlanmalıdır – İdarələrarası Koordinasiya Şurasının bu gün Hökumət Administrasiyasında keçirilən iclasında İrakli Ğaribaşvili müvafiq qurumlara qeyd olunan tapşırığı verdi.

Eyni zamanda Baş nazirin tapşırığı ilə qısa müddətdə peyvəndlərin vətəndaşlar üçün əlçatanlığının, o cümlədən coğrafi baxımdan maksimal dərəcədə artırılması üçün müvafiq tədbirlər görüləcək.

Məlum olduğu kimi ölkədə ÜST tərəfindən təsdiqlənmiş 4 növ peyvəndin cəmi 2 milyon dozası səfərbər olunmuşdur. Hökumət başçısının dediyi kimi peyvənd olunma prosesinin daha da sürətlə aparılması və vətəndaşların əvvəlcədən qeydiyyatdan keçmədən canlı növbədə duraraq da peyvənd oluna bilməsi vacibdir. Şura iclasında qeyd olundu ki, ötən 24 saat ərzində peyvənd olunmanın ən yüksək göstəricisi qeydə alınmışdır – 13 800 peyvənd; bu gün isə 14 300 peyvənd planlaşdırılır.

Şura iclasında xəstəxana sektorundakı vəziyyətə diqqət ayrıldı. Yoluxma hallarının artmasının klinik sektorun yüklənməsinə səbəb olduğu, müvafiq olaraq daim əlavə yataqların səfərbər olunmasının həyata keçirilməsi ilə bərabər, həm də mövcud yataq fondunun azad edilməsi üçün müvafiq tədbirlərin görüldüyü qeyd olundu. Bundan əlavə, Baş nazirin tapşırığı ilə İqtisadiyyat və Davamlı İnkişaf Nazirliyi kovidə yoluxmuşların təcrid olunmasına davam edilməsi və yoluxma zəncirinin qırılması üçün klinik mehmanxanaların və otaqların əlavə olaraq səfərbər etməyə davam edir.

Şura iclasında hökumətin mövcud epidemioloji tendensiyaları diqqətlə izlədiyi və vəziyyəti effektiv idarə etmək üçün müvafiq addımlar atdığı qeyd olundu.

İdarələrarası Koordinasiya Şurası peyvənd olunma prosesi ilə paralel olaraq, vətəndaşları bir daha qoyulan qaydalara ciddi riayət etməyə, o cümlədən sosial məsafəni qorumağa və qapalı məkanlarda, ictimai nəqliyyatda, həmçinin açıq məkanlarda, insanların sıx toplaşdığı yerlərdə qoruyucu maska taxmağa çağırır. Bilindiyi kimi, hökumətin qərarı ilə istər qapalı, istər açıq məkanlarda toy, yas, müxtəlif növ yubileylər kimi sosial tədbirlər hələ də qadağandır.

Gürcüstanda ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bu günə qədər 407 689 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 376 088 şəxs sağalmışdır. 5 731 insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 64 insan karantində, 1763 vətəndaş kliniki mehmanxanalarda, 5185 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.

Parlament sədri Kaxa Kuçavanın rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.


  • იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს, - აღნიშნული დავალება შესაბამის უწყებებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა