საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
13 ივლისი 2021
Ge/Az
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ინფიცირების შემთხვევების მატების დინამიკა. აღინიშნა, რომ ამ ფონზე, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტურად წარმართვას, ტესტირების გაფართოებას და მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვას, რათა ქვეყანა არ შევიდეს მეოთხე ტალღაში, რაც სიკვდილიანობის ზრდის საფრთხესაც შექმნის. ამასთან, საყურადღებოა, რომ სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შემთხვევაში, რაც საკმაოდ დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს - 0,3%-ს შეადგენს, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით - „სინოფარმითა“ და „სინოვაკით“, ასევე „ასტრაზენეკათი“, რომლის 43 200 დოზა საქართველოში გასულ კვირას შემოვიდა. გარდა ამისა, ქვეყანა უახლოეს დღეებში მიიღებს „ფაიზერის“ პირველ დოზებს.
ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 200-მდე სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის - https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე; გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი - 144-3. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.
ვაქცინაციის პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის უმნიშვნელოვანეს საშუალებად რჩება პირბადე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, კვლავაც ატარონ პირბადე ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 379 673 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 360 558 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 479 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 49 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში - 924 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3705 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Idarələrarası Koordinasiya Şurasının Baş nazir İrakli Ğaribaşvilinin rəhbərliyi ilə bu gün Hökumət Administrasiyasında keçirilən iclasında kütləvi peyvənd etmə prosesinin daha da aktivləşdirilməsinin vacibliyi müzakirə edildi.
İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında ölkədəki epidemioloji vəziyyət və yoluxma hallarının artım dinamikası müzakirə edildi. Bu fonda ölkənin ölüm hallarının artması təhlükəsi yaradacaq olan dördüncü dalğaya girməməsi üçün kütləvi peyvənd etmə prosesinin effektiv idarə olunmasının və mövcud qaydalara ciddi riayət olunmasının xüsusilə böyük əhəmiyyət kəsb etdiyi qeyd edildi. Bununla birgə kifayət qədər aşağı faiz göstəricisi, yəni 0,3% təşkil etsə də tam peyvənd olunmuş şəxslərin yoluxması halında ölüm hallarının qeydə alınmadığı diqqət çəkir.
Artıq Ümumdünya Səhiyyə Təşkilatı tərəfindən təsdiqlənmiş peyvəndlər – “Sinopharm” və “Sinovak” peyvəndləri, həmçinin ötən həftə ölkəyə 43 200 doza daxil olan “Astrazeneka” ilə peyvənd etmə işləri aparılır. Bundan əlavə, ölkə yaxın günlərdə “Pfaizer”in ilk dozalarını qəbul edəcək.
Ölkə üzrə peyvənd proqramına 200-ə qədər tibb müəssisəsi qoşulmuşdur və peyvənd üçün qeydiyyat həm elektron portal - https://booking.moh.gov.ge vasitəsilə, həm də birbaşa müəssisənin qaynar xətti vasitəsilə mümkündür, bundan əlavə, peyvənd qeydiyyatı üçün vahid dövlət qaynar xəttinin xüsusi nömrəsi – 144-3 mövcuddur. Peyvənd olunmaq istəyənlər birbaşa klinikaya baş çəkərkən də qeydiyyatdan keçə bilərlər.
Peyvənd ilə paralel olaraq, qoruyucu maska virusun qarşısının alınmasının ən vacib vasitəsi olaraq qalmaqadadır. İdarələrarası Koordinasiya Şurası vətəndaşları yenə də insanların sıx toplaşdığı yerlərdə, həmçinin ictimai nəqliyyatda və qapalı məkanlarda qoruyucu maska taxmağa çağırır.
Gürcüstanda ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bu günə qədər 379 673 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 360 558 şəxs sağalmışdır. 5 479 insan həyatını itirmişdir.
Bu mərhələdə 49 insan karantində, 924 vətəndaş kliniki mehmanxanalarda, 3705 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.
Parlament sədri Kaxa Kuçavanın rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.