საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
27 აგვისტო 2020
Ge/Az
პენსიონერებისთვის კომფორტული მომსახურებისა და დაცული გარემოს შექმნის მიზნით, პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით.
► დღემდე პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ირიცხებოდა და პენსიონერებს პენსიის ასაღებად უხდებოდათ გრძელ რიგში დგომა, რაც ერთის მხრივ დიდი დისკომფორტის, მეორე მხრივ კი მათი ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველია.
ამ საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს მთავრობამ „ლიბერთი“ ბანკთან თანამშრომლობით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ 1 სექტემბრიდან შეიცვალოს პენსიის გაცემის წესი და პენსია ჩაირიცხოს წინასწარ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, ყოველი თვის 1-დან 14 რიცხვამდე - რომელიმე ერთი კონკრეტული თარიღით. ჩარიცხვა გაგრძელდება შერჩეული თარიღის მიხედვით.
► ინდივიდუალური თარიღის გაგება შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: www.myliberty.ge, ასევე, ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ბანკომატსა და სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით, ცხელ ხაზზე 032 255 55 00 ან ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრში. იქ, სადაც არ არის ლიბერთის სერვის ცენტრები, მოქალაქეებს მოემსახურება ლიბერთი ექსპრესის მობილური ბანკი.
შედეგად, ბანკში ვიზიტისას გადანაწილდება ნაკადები, შემცირდება მობილობა და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ საბანკო მომსახურება კიდევ უფრო კომფორტულად და უსაფრთხოდ მიიღონ.
Təqaüdçülər üçün rahat xidmət və təhlükəsiz mühit yaratmaq məqsədilə təqaüdlərin müvafiq qrafik əsasında hər ayın 1-dən 14-dək köçürülməsi və müvafiq olaraq verilməsinə başlanacaq.
► İndiyə qədər təqaüdlər hər ayın 14-də köçürülürdü və təqaüdçülər təqaüdlərini almaq üçün uzun sıralarda dayanmalı olurdular ki, bu da bir tərəfdən böyük narahatlıq, digər tərəfdən onların sağlamlıqları üçün risk təşkil edir.
Bu məsələni həll etmək üçün Gürcüstan Hökuməti Liberti Bankla birgə qərara gəldi ki, sentyabrın 1-dən etibarən təqaüdlərin verilməsi qaydaları dəyişdirilsin və təqaüd əvvəlcədən tərtib edilmiş cədvələ uyğun olaraq hər ayın 1-dən 14-dək hər hansı konkret tarixdə köçürülsün. Köçürülmə seçilmiş tarixə uyğun olaraq davam edəcək.
► Fərdi tarixin öyrənilməsi www.myliberty.ge veb saytında, habelə Liberti Bankın istənilən bankomatı və ya sürətli ödəmə aparatı, 032 255 55 00 qaynar xətt vasitəsilə və ya istənilən Liberti Bank xidmət mərkəzində mümkün olacaq.
Nəticədə banka ziyarət zamanı axınlar bölüşdürüləcək, hərəkətlilik azalacaq və vətəndaşlarımız daha rahat və təhlükəsiz şəkildə bank xidmətləri əldə edə biləcəklər.