სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

27 აგვისტო 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ გამოვაცხადეთ 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური მხარდაჭერის პაკეტი, რომელიც მოიცავს 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 200-ლარიან დახმარებას, თუმცა აქ იყო გარკვეული შესაძლო ტექნიკური პრობლემები, რომელიც მოვაგვარეთ; გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მათთან საუბრის შემდეგ მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ ეს სოციალური დანარიცხი, რომელსაც მიიღებენ ჩვენი მოქალაქეები, ოჯახები, არც ერთ შემთხვევაში არ იქნება საბანკო ვალდებულების აღსასრულებლად მიმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ საბანკო სესხი, ეს თანხა ვერ იქნება და არ იქნება გამოყოფილი სესხის დასაფარად და ავტომატურად ბანკი ამ თანხას ვერ ჩამოაჭრის, ისევე როგორც კანონმდებლობის შესაბამისად არც ერთი სხვა აღსრულების მექანიზმი და ღონისძიებები ამ სოციალურ დახმარებას არ შეეხება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო ატარებს თანმიმდევრულ და ქმედით ღონისძიებებს, როგორც ვირუსთან ბრძოლის, ისე მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის მიმართულებით.

„მოგეხსენებათ, რომ კრიზისული სიტუაციის განვითარებასთან დაკავშირებით და მასთან თანმიმდევრობით სახელმწიფო ატარებს როგორც ვირუსთან ბრძოლის, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის კონკრეტულ ქმედით ღონისძიებებსა და ნაბიჯებს, რაც პირდაპირ ჩანს ვირუსის გავრცელების რისკების მართვით და გარდა ამისა, სოციალური დახმარების იმ პაკეტით, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში და საერთოდ საუკეთესო პრაქტიკაა,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, დღეის მონაცემებით განაცხადი უკვე შემოსულია 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს.

„მოგეხსენებათ, რომ 15 სექტემბერიდან ჩვენ, ერთობლივი გადაწყვეტილებით და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით, საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შესაძლებლობა გვაქვს, რაც მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე ჩვენი ოჯახებისთვის. ამასთან ერთად, ეს პროგრამა გაგრძელდება 1-ელ დეკემბრამდე და ამ თანხების დარიცხვა ბავშვებისთვის დაიწყება 1-ლი სექტემბრიდან და შესაბამისად გაგრძელდება წლის ბოლომდე. ახალი განაცხადების შემოსვლის შემთხვევაში უკვე - 1-ელ დეკემბრამდე. მნიშვნელოვანია, რომ დღეის მონაცემებით შემოსულია უკვე 810 000 ბავშვზე განაცხადი, რაც გულისხმობს 482 000 ოჯახს რაც ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და ეფექტიანი სოციალური დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ერთობლივად გადავწყვიტეთ, რაც დასტურდება უამრავი სხვადასხვა სოციალური კვლევით და რაც პირველ რიგში მიმართულია კრიზისის პირობებში მოსალოდნელი სიღარიბის დონის გაზრდის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მიმართულია ჩვენი მოქალაქეების ოჯახების მხარდასაჭერად,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

გარდა ამისა, მთავრობისა და საბანკო სექტორის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, პენსიონერებს პენსიები ყოველი თვის 14 რიცხვში ერიცხებათ და ეს მუდმივად, ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო.

„ჩვენი ყურადღების ცენტრი, რა თქმა უნდა, გახლავთ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები. აქაც, ჩვენ გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში, რაც ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო. პანდემიის პირობებში, დისკომფორტის გარდა, ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფში არიან. ამიტომ, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. რა თქმა უნდა, ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება, ან პრობლემა არ და ვერ იქნება. შესაბამისად, მთავარი შედეგი უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები უნდა შემცირდეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მთელი საქართველოს მასშტაბით არა ყველამ ერთ დღეს მიიღოს პენსია, არამედ 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი, რითაც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და ზრუნვას ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გარდა ამისა, საქართველო 95 ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს პროგრამას - „იმუშავე საქართველოდან“.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს პროგრამა 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალური კომპანიის თანამშრომლებს, მისცემს საშუალებას, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, საქართველოდან დისტანციურად შეასრულონ სამუშაო ვალდებულებები.

„მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაცია, ასევე, გლობალური კომპანია გადადის დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები. ამიტომ, ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას - "იმუშავე საქართველოდან", რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევები ვირუსის მართვის დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის, დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს, ჩვენ, ვეპატიჟებით საქართველოში და მინიმუმ 180 დღის განმავლობაში ვთავაზობთ დისტანციურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსაფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა ასევე, კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stopcov.ge -ზე და ყველას შეუძლია ამით სარგებლობა“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

ამასთან, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოაცხადა 100 მლნ ლარიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც განკუთვნილია ქვეყანაში დაუსრულებელი მშენებლობის დაზღვევისთვის.

პრემიერის თქმით, 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს და სოციალურ პრობლემებს უქმნიან მოქალაქეებს.

„ეს გახლავთ კიდევ ერთი სექტორული დახმარების მხარდაჭერის პროგრამა. ჩვენ დღეს უნდა გამოვაცხადოთ 100 მლნ ლარიანი საგარანტიო აუქციონი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველანაირად ვაზღვევთ დაუსრულებელ მშენებლობას ქვეყნაში. მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც დავიწყეთ იპოთეკური სესხების სტიმულირება როგორც პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე, იმისთვის, რომ სამშენებლო ბიზნესი გაგვეძლიერებინა და მხარი დაგვეჭირა და შემდგომ, თითოეული ქართული ოჯახისთვის, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დანაზოგები იმისთვის, რომ საცხოვრებელი პირობები გაეუმჯობესებინა არ შეშლოდა ხელი, ჩვენ დავიწყეთ იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ამასთან ერთად აუქციონზე დღეს გამოვიტანთ 100 მლნ-იან გარანტიას, იმისთვის, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არც დარჩეს დაუსრულებელი. ყველას კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა 2008-2009 წლის კრიზისების შემდგომ და უფრო ადრეც დარჩენილი დაუსრულებელი მშენებლობები დღესაც ამახინჯებენ არა მხოლოდ თბილისს, არამედ ბევრ სხვა ქალაქს, გარდა იმისა, რომ უზარმაზარ სოციალურ პრობლემებს უქმნიან ჩვენს ბევრ მოქალაქეს, რომლებმაც პირველი შენატანები უკვე მსგავს სამშენებლო პროექტებში გააკეთეს,“ - აღნიშნა პრემიერმა.

Baş nazir hökumət iclasında açıqlamalar verdi


Bildiyiniz kimi, bir neçə gün öncə 18 yaşa qədər hər bir uşaq üçün 200 larilik yardımı özündə cəmləşdirən 18 yaşadək uşaqlara sosial dəstək paketini açıqladıq, ancaq burada bəzi mümkün texniki problemlər vardı ki, onları həll etdik: bank sektoru ilə görüşümüz oldu və onlarla söhbət nəticəsində ortaq qərar qəbul etdik ki, vətəndaşlarımızın, ailələrin alacağı bu sosial yardıma heç bir halda bank öhdəliklərinin yerinə yetirilməsi üçün toxunulmasın, bu da o mənaya gəlir ki, krediti olan vətəndaşlarımız üçün bu məbləği bank kreditin ödənilməsi üçün avtomatik istifadə edə bilməyəcək və məbləğ istifadə olunmayacaq, həmçinin qanunvericiliyə uyğun olaraq başqa heç bir icra mexanizmi və tədbirləri bu sosial yardıma toxunmayacaq, əlbəttə ki, bu vacibdir – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria bugünkü hökumət iclasında bəyan etdi.


Onun sözlərinə görə dövlət necə ki, virusla mübarizə, eləcə də vətəndaşlarına sosial dəstək istiqamətində ardıcıl və təsirli tədbirlər görür.
“Bildiyiniz kimi böhran vəziyyətinin inkişafı ilə əlaqədar olaraq və onun ardıcıllığı ilə dövlət necə ki, virusla mübarizə, eləcə də vətəndaşlara sosial dəstək istiqamətində konkret təsirli tədbirlər həyata keçirir və addımlar atır, bu da virusun yayılması risklərinin idarə olunmasında və regionda ən yaxşılardan biri və ən yaxşı praktika olan sosial yardım paketində birbaşa əks olunur” – Baş nazir qeyd etdi.
Hökumət başçısının sözlərinə görə bugünə olan göstəricilərə əsasən artıq 810 000 uşaq üçün ərizə daxil olmuşdur ki, bu da 482 000 ailə deməkdir.
“Bildiyiniz kimi, sentyabrın 15-dən ortaq qərar və epidemioloji vəziyyət əsasında sinif otaqlarında tədrisi bərpa etmək imkanımız var ki, bu da həm uşaqlar, həm də ailələr üçün vacibdir. Bundan əlavə, bu proqram 1 dekabradək davam edəcək və sentyabrın 1-dən uşaqlar üçün bu məbləğin köçürülməsi başlayacaq və müvafiq olaraq ilin sonunadək davam edəcək. Yeni ərizənin daxil olması halında artıq bir dekabradək. Vacib haldır ki, bu günə qədər 810 000 uşaq üçün ərizə daxil olmuşdur, bu da 482 000 ailə deməkdir və öz növbəsində çox önəmlidir. Bu, birgə qərar verdiyimiz, qəbul etdiyimiz ən düzgün və təsirli sosial yardımlardan biridir, hansı ki, bir çox müxtəlif araşdırmalarla təsdiqlənir və ilk növbədə böhran şəraitində əhalinin yoxsulluq səviyyəsinin artmasının qarşısının alınmasına və vətəndaşlarımızın ailələrinə dəstək olmağa yönəldilmişdir” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


Bundan əlavə, hökumətin və bank sektorunun birgə qərarı ilə hər ayın 1-dən 14-dək müvafiq qrafikə uyğun olaraq təqaüdlərin köçürülməsi və verilməsinə başlanacaq.
Baş nazirin qeyd etdiyi kimi təqaüdçülərin təqaüdü hər ayın 14-ü köçürülür və bu daim bank filiallarında, xüsusilə də Liberti Bank filialında kifayət qədər narahaqlıq və növbələrə səbəb olurdu.


“Bizim diqqət mərkəzimiz, əlbəttə ki, əməkdar yaşlılarımız, təqaüdçülərimizdirlər. Bu mövzuda da bank sektoru ilə kifayət qədər səmərəli müzakirəli müzakirəmiz oldu və növbəti qərarları qəbul etdik. Bildiyiniz kimi təqaüdçülərin təqaüdü hər ayın 14-ü köçürülür və bu daim bank filiallarında, xüsusilə də Liberti Bank filialında kifayət qədər narahaqlıq və növbələrə səbəb olurdu. Pandemiya şəraitində bu, narahatlıqdan əlavə, həm də epidemiyanın yayılması üçün yüksək risk daşıyıcısıdır. Bildiyiniz kimi yaşlılar yüksək risk qrupundadırlar. Buna görə bank sektoru ilə birgə qərar qəbul etdik ki, hər ayın 1-dən 14-dək müvafiq qrafikə uyğun olaraq təqaüdlərin köçürülməsinə və verilməsinə başlansın. Əlbəttə ki, hər təqaüdçü öz cədvəlini biləcək. Bu bank tərəfindən təmin edilir. Heç bir texniki gecikmə və ya problemlər ola bilməz və olmayacaq. Müvafiq olaraq, nəticədə mobilizə olunmanın, sıraların azalmasını əldə etməliyik və təqaüdçülərimizin bütün Gürcüstan miqyasında bir gündə deyil, ayın 1-dən 14-dək ardıcıllıqla, sakit, dinc şəkildə və ən əsası yüksək risk qrupu olan təqaüdçülər arasında virusun yayılmaması üçün epidemioloqların tövsiyələrini nəzərə alaraq təqaüdlərini almaq imkanları olmalıdır. Bu, sadəcə əməkdar yaşlılarımıza hörmətimizi və qayğımızı göstərmək üçün daha bir addımdır” – hökumət başçısı qeyd etdi.
Bundan əlavə, Gürcüstan 95 ölkənin vətəndaşlarına “Gürcüstandan işlə” proqramını təklif edir.


Baş nazirin qeyd etdiyi kimi bu proqram 95 ölkənin uzaqdan işləyən (distant) müxtəlif qlobal şirkətinin işçilərinə ən azı 180 gün ərzində iş öhdəliklərini yerinə yetirmək imkanı verəcək.
“Bildiyiniz kimi qlobal pandemiya şəraitində getdikcə daha da çox transmilli korporasiya, həm də qlobal şirkətlər distant iş rejiminə keçirlər və faktiki olaraq insanın hüquq-öhdəliklərini distant rejimdə həyata keçirməsi üçün coğrafi yerinin önəmi yoxdur. Buna görə 95 ölkəyə “Gürcüstandan işlə” proqramını təklif edirik, bu da bölgədəmizdəki virus idarəçiliyindəki ən yaxşı nailiyyətlərdən birini turizm sektorumuz üçün gəlirlərə çevirmək deməkdir. Bir daha vurğulayaraq qeyd edirəm ki, bu proqram 95 ölkə üçün işləyəcək, bu da o deməkdir ki, 95 ölkənin distant (uzaqdan) işləyən müxtəlif qlobal şirkətlərinin işçilərini Gürcüstana dəvət edirik və ən azı 180 gün ərzində öz öhdəliklərini distant rejimdə Gürcüstandan yerinə yetirmələrini təklif edirik. Onların Gürcüstanda olmaqlarının sağlamlıqları üçün təhlükəsiz və əlbəttə ki, rahat olması üçün hər şeyi edəcəyik. Bu proqram artıq stopcov.ge saytına yüklənmişdir və hər kəs istifadə edə bilər” – Baş nazir qeyd etdi.
Eyni zamanda Gürcüstan Hökuməti bugün ölkədə tikintisi yarımçıq qalan tikililərin siğortalanması üçün nəzərdə tutulmuş 100 milyon larilik zəmanət fondu elan etdi.
Baş nazirin sözlərinə görə 2008-2009-cu illərin böhranlarından sonra və daha da əvvəldən tikintisi yarımçıq qalan tikililər bugün də nəinki Tbilisi, eləcə də bir çox digər şəhərlərin görüntüsünü çirkinləşdirir və vətəndaşlara sosial problemlər yaradırlar.


“Bu daha bir sektoral yardım və dəstək proqramıdır. Bugün 100 milyon larilik zəmanət auksionu elan etməliyik, bu da ölkədəki yarımçıq tikililəri hər şəkildə siğortalamağımız deməkdir. Bildiyiniz kimi tikinti biznesini gücləndirmək və dəstək olmaq üçün iqtisadi böhrana cavab olaraq ipoteka kreditlərini stimullaşdırmağa başladıqdan sonra yaşayış şəraitini yaxşılaşdırmaq üçün müəyyən yığılmış məbləği olan gürcü ailələr üçün əngəl yaranmaması üçün biz ipoteka kreditinin faizlərini subsidiya etməyə başladıq, ancaq bu kifayət deyildi və bununla birgə tikintisinə başlanılmış heç bir tikilinin yarımçıq qalmaması üçün bugün 100 milyonluq zəmanəti hərraca çıxaracağıq. Hamımız yaxşı xatırlayırıq ki, 2008-2009-cu illər böhranından sonra nələr baş verirdi və daha əvvəllərdən də yarımçıq qalmış tikililər bugün də yalnız Tbilisini deyil, digər bir çox şəhəri də çirkinləşdirirlər, bundan əlavə bənzər inşaat layihələrinə artıq ilkin ödənişlər etmiş olan bir çox vətəndaşımız üçün çox böyük sosial problemlər yaradırlar” – Baş nazir qeyd etdi.


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა