სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი „ვებსკოლა“ დაიწყო

05 მაისი 2020


Ge/Az/Am

✅ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი „ვებსკოლა“ დაიწყო ➡ https://el.ge/webinars

▶️ პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლებისა და „ტელესკოლის“ დანერგვის შემდეგ, ახალი პროექტი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებაში გაუწევს დახმარებას.

▶️ პროექტის ფარგლებში, პრაქტიკოსი მასწავლებლები აბიტურიენტებისთვის ჩაატარებენ ვებინარებს, რომლებიც პლატფორმა https://el.ge/ -ზე აიტვირთება. ვებინარების განრიგი ყოველკვირეულად განახლდება და ეტაპობრივად ყველა საგანს მოიცავს.

▶️ ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

▶️ ​ ვებინარებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს 2 მაისიდან შეუძლია ვებგვერდზე https://el.ge/ , თითოეული ვებინარის ჩანაწერი შეინახება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის.

▶️ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ ღიად დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები, შეკითხვები, სურვილები და შენიშვნები, რაც განიხილება და გათვალისწინებული იქნება შემდგომი ვებინარების დაგეგმვისას.

✅ კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს დისტანციურ სწავლებაზე ხელმისაწვდომობის მაქსიმალურად გაზრდა დაევალა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება სამინისტროს მიერ დისტანციური სწავლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები.

 

✅  Gürcüstanın Təhsil, Elm, Mədəniyyət və İdman Nazirliyi abituriyentlər üçün yeni “Veb məktəb” layihəsinə başladı ➡ https://el.ge/webinars

▶️ Pandemiya şəraitində distant təhsil və “Teleməktəb”in tətbiqindən sonra yeni layihə abituriyentlərin milli imtahanlarına hazırlaşmasına kömək edəcəkdir.

▶️ Layihə çərçivəsində təcrübə keçən müəllimlər abituriyentlər üçün https://el.ge/ platformasına yükləniləcək olan vebinarlar keçəcəklər. Vebinarların cədvəli həftəlik olaraq yeniləcək və tədricən bütün fənləri əhatə edəcək.

▶️ Yeni layihə abituriyentlər üçün iyulun 4-dək davam edəcəkdir.

▶️ Mayın 2-dən etibarən istəyən hər kəs vebinarlara https://el.ge/ veb saytında qeydiyyatdan keçə bilər, hər bir vebinar yazılmış, qeydə alınmış şəkildə saxlanılır və istəyən hər kəs üçün əlçatan olacaq.

▶️ Şagirdlərin öz fikirlərini, suallarını, istəklərini və iradlarını açıq şəkildə qeyd etmək imkanları olacaq, bunlar gələcək vebinarlar planlaşdırılarkən müzakirə ediləcək və nəzərə alınacaqdır.

✅ Koronavirusun qarşısının alınması məqsədilə Baş nazirin rəhbərliyilə mövcud İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarı ilə nazirliyə distant tədris imkanlarının və onun əlçatanlığının maksimal dərəcədə artırılması tapşırıldı. Nazirlik tərəfindən distant tədris istiqamətində həyata keçirilən layihələr məhz bu vəzifənin yerinə yetirilməsinə xidmət edir.

 

✅ Վրաստանի կրթության, գիտության, մշակույթի և սպորտի նախարարությունը դիմորդների համար սկսում է նոր նախագիծ՝ „վեբդպրոց“ ➡ https://el.ge/webinars

▶️ Համաճարակի պայմաններում հեռավար ուսուցման և „Հեռուստադպրոց“ ծրագրի իրագործելուց հետո, մշակվեց նոր նախագիծ, որը կօգնի դիմորդներին նախապատրաստվելու ազգային քննություններին:

▶️ Նախագծի շրջանակներում, գործող ուսուցիչները դիմորդների համար կանցկացնեն համացանցային հեռարձակումներ, որը վերբեռնվելու է https://el.ge/ -հարթակում: Վեբինարների դասացուցակը յուրաքանչյուր շաբաթ կթարմացվի և քայլ առ քայլ կընդգրկի բոլոր առարկաները:

▶️ Դիմորդների համար նոր նախագիծը կշարունակվի մինչև հուլիսի 4-ը ներառյալ:

▶️ Գրանցվել կարող է ցանկություն ունեցող յուրաքանչյուր անձ, մայիսի 2-ից վեբկայքում https://el.ge/ ,յուրաքանչյուր վեբինարի գրառումը կպահպանվի և հասանելի կլինի ցանկություն ունեցողների համար:

▶️ Աշակերտները հնարավորություն կունենան սեփական կարծիքները ազատ արտահայտելու, հարցեր, նշումներ և ցանկություններ հայտնելու, ինչը կքննարկվի և հաշվի կառնվի հաջորդ վեբինարը պլանավորելիս:

✅ Կորոնավիրուսը կանխարգելելու նպատակով, վարչապետի գլխավորությամբ գործող միջգերատեսչական համակարգող խորհրդի որոշմամբ, նախարարությունը պարտավորվեց մաքսիմալ ապահովել հեռավար ուսուցման հասանելիությունը: Հենց այս առաջադրանքը կատարելուն է ծառայում նախարարության կողմից հեռավար ուսուցման ուղղությամբ իրականացված նախագծերը:

 

 


  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ აბიტურიენტებისთვის ახალი პროექტი „ვებსკოლა“ დაიწყო