სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა Covid 19-ის პრევენციულ აქტივობებში

13 აპრილი 2020


სოლიდარობის ფონდმა PL, კოვიდ 19-ის წინააღმდეგ, პრევენციული აქტივობების ფარგლებში, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებისთვის სადეზინფექციო ხსნარები, ხელის ანტისეპტიკები, შესაწამლი მანქანები და მრავალჯერადი გამოყენების მაღალი ხარისხის პირბადეები გადასცა.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ფონდის დირექტორი იუსტინა კუცუკი და კომუნიკაციების მენეჯერი ეკატერინე ცვარიანი ესწრებოდნენ. სოციალური აქტივობისთვის გრანტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო. აღსანიშნავია, რომ პოლონური მხარე ამ დრომდეც სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად თანამშრომლობდა რეგიონის მუნიციპალიტეტებთან.

სახელმწიფო რწმუნებულმა პოლონურ მხარეს ხელისუფლების სახელით მადლობა გადაუხადა და აღნიშნა რომ მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა და გლობალური გამოწვევის ფონზე მათი მხარდაჭერა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

,,მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების სახელით პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მიმართ, რომელიც მათი პრეზიდენტის ინიციატივითაა შექმნილი. ისინი ყველგან, წლების მანძილზე, ხელს უწყობენ ევროპული ღირებულებების, საბაზრო ეკონომიკის, საჯარო და კერძო სექტორის - დემოკრატიული ფასეულობების განვითარებას და ამ გლობალურ გამოწვევაშიც ჩვენს გვერდით არიან“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.


  • პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა Covid 19-ის პრევენციულ აქტივობებში
  • პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა Covid 19-ის პრევენციულ აქტივობებში
  • პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა Covid 19-ის პრევენციულ აქტივობებში
  • პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა Covid 19-ის პრევენციულ აქტივობებში
  • პოლონეთის სოლიდარობის ფონდის მხარდაჭერა Covid 19-ის პრევენციულ აქტივობებში