Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
21 დეკემბერი 2018
20 დეკემბერს, უცნობი ქართველი რეპრესირებული მოდერნისტი პოეტის, ვანლერ დაისელის-ივანე ბაბუაძის წიგნის „მზის სისხლის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ახალგაზრდა ისტორიკოსის, ლევან ჟვანიას რედაქტორობით, რამდენიმე წლიანი მუშაობის შედეგად გამოიცა.
ავტორმა თავი მოუყარა მივიწყებული პოეტის მიერ, 26 წლის ასაკამდე, 1926-1929 წლებში, შექმნილ სხვადასხვა გამოცემაში გამოქვეყნებულ ლექსებს და ნოველას „ლივილლა“, რომელიც თბილისის მერიისა და საკრებულოს ერთობლივი მხარდაჭერით და დაფინანსებით დაიბეჭდა.
ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, რეგიონის მუნიციპალიტეტების, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ვანლერ დაისელი ცნობილი ლიტერატურული ორდენის „სომნამბულების“ დამფუძნებელია. ის თავისი შემოქმედებით მუდმივად აპროტესტებდა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას და წითელ დიქტატურას. მხოლოდ 1922-1925 წლებში სამჯერ იქნა დაპატიმრებული ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის. არაერთი დაკავების და სისტემატიური დევნის მიუხედავად, არ უშინდებოდა არსებულ რეჟიმს. პოეტი ბოლშევიკებმა 1929 წელს მეოთხედ დააპატიმრეს და 3 წლით გადაასახლეს. ვანლერ დაისელი გადასახლებიდან არ დაბრუნებულა, 1932 წელს არხანგელსკში ქრება მისი კვალი.