Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
03 თებერვალი 2023
2023 წლის ,,რუსთავის ახალი განვითარების გეგმის“ პრეზენტაცია გაიმართა.
,,საქართველოს მთავრობის გვერდშიდგომით, რუსთავი შეძლებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური და ურბანული პროექტების განხორციელებას.
სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაიწყო რუსთავში სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, ასევე გაგრძელდება პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ,,განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამა.
მინდა, მადლობა გადავუხადო რუსთავის მერს ქალაქის განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისთვის. მე მჯერა, რომ ეს პროცესები 2023 წელსაც აქტიურად გაგრძელდება" - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა
მიმდინარე წელს, რუსთავში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული, სოციალური, ურბანული პროექტების, კულტურული და სპორტული პროგრამების განხორციელება და მუნიციპალური სერვისების რეფორმა იგეგმება.
2023 წელს განსაკუთრებული აქცენტი, ავარიული შენობების გამაგრება-რეაბილიტაციაზე, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლებაზე, რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეების, საგზაო ინფტასტრუქტრის მოწყობაზე გაკეთდება და გაგრძელდება სატრანსპორტო რეფორმა.
რუსთავის ბიუჯეტი, ამ ეტაპზე, შეადგენს 108 000 000 ლარს. 58 მილიონ ლარს აღწევს იმ გარდამავალი და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება, რაც მიმდინარე წელს რუსთავში განხორციელდება.
პრეზენტაციას, რწმუნებულთან ერთად რუსთავის მაჟორიტარი-დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერის მოადგილეები, მერიის სამსახურის ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახელობა ესწრებოდა.