Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
25 ივნისი 2022
ბოლნისის კულტურის სახლში ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერ დავით შერაზადიშვილთან ერთად, ღონისძიებას დაესწრო.
მიღებაზე თეა წულუკიანმა თეატრის დასის წევრებს იუბილე მიულოცა და წარმატებები უსურვა. საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა კი ბოლნისის თეატრში მოღვაწე თეატრალები დააჯილდოვა.
დაჯილდოების ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს თეატრის მხარდაჭერისთვის, „ქართული თეატრის ქომაგის“ წოდება გადასცა.
,,მინდა ყველა ღვაწლმოსილ ხელოვანს, მივულოცო ის საპატიო ჯილდო, რომელიც საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ გადასცა. ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, დავით შერაზადიშვილს „თეატრის ქომაგის“ ჯილდო გადაეცა" - გიორგი
დოხტურიშვილი
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, თეატრის დასმა მაყურებელს უილიამ შექსპირის ,,ჰამლეტი“ წარუდგინა. ღონისძიების დასასრულს კი კულტურის სახლის წინ ბოლნისის თეატრის ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.
,,მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისთვის.
ჩვენს დასს მსურს, იუბილე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო.
აქვე აღვნიშნავ, რომ მივესალმები მსგავსი ტიპის ღონისძიებებს და ყოველთვის მზად ვარ, ხელი შევუწყო ქვემო ქართლის თითოეული მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებას " - გიორგი
დოხტურიშვილი
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი