A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

მთავრობის წევრები ბოლნისელ მეღვინეს ესტუმრნენ | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობის წევრები ბოლნისელ მეღვინეს ესტუმრნენ

09 აპრილი 2022



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ბოლნისში, იოსებ ქობულაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც 2021 წელს, სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 30 000 ლარით დაფინანსდა. 


მთავრობის მეთაურთან და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი. 


“ქობულაძის მარანს” არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, 2017 წლიდან ფუნქციონირებს და საფერავის, რქაწითელისა და ევროპული სახეობის ღვინოებს აწარმოებს. 

როგორც მეღვინემ აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსების შედეგად მან 10 ტონის მოცულობის 7 ქვევრი, ასევე უჟანგავი ფოლადის ავზები და ღვინის საფილტრი შეიძინა. მისივე განცხადებით, რომ არა ხელშემწყობი პროგრამები, პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართველი მეწარმეების დაფინანსებას.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქობულაძის მიერ წარმოებული რქაწითელი ოქროს მედლით დააჯილდოვა. საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, რქაწითელის ღვინო ოქროს მედლით 2019 წელსაც დაჯილდოვდა.


  • მთავრობის წევრები ბოლნისელ მეღვინეს ესტუმრნენ
  • მთავრობის წევრები ბოლნისელ მეღვინეს ესტუმრნენ
  • მთავრობის წევრები ბოლნისელ მეღვინეს ესტუმრნენ
  • მთავრობის წევრები ბოლნისელ მეღვინეს ესტუმრნენ
  • მთავრობის წევრები ბოლნისელ მეღვინეს ესტუმრნენ