სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რეგიონში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება

12 აგვისტო 2021

რეგიონში, მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაციის პროცესი აქტიურად გრძელდება - დღეს, ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით, კომპანია „არემჯის“ 55 თანამშრომელი აიცრა. 

კომპანიამ აგვისტო „ვაქცინაციის თვედ“ გამოაცხადა და მსურველთა სამედიცინო დაწესებულებამდე ტრანსპორტირებას,  ყოველდღიურ რეჟიმში, ახორციელებს - ბიზნეს ომბუდსმენისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, ამ ეტაპზე, „არემჯის“ უკვე 1000-მდე თანამშრომელია
აცრილი.

დღის განმავლობაში მიმდინარე პროცესს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი, ადგილზე, პირადად გაეცნენ. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია „არემჯიმ“ ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოს, თანამშრომლების ვაქცინაციისთვის, კაბინეტის  მოწყობის თაობაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინიციატივის საფუძველზე მიმართა, რომელიც მსხვილ საწარმოებში დასაქმებულთა ორგანიზებულ ვაქცინაციას ითვალისწინებს. 

  • რეგიონში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია გრძელდება