სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა

10 ოქტომბერი 2020


გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შპს „ჩირინას“ სართიჭალის მეფრინველობის კომპლექსი, სართიჭალა 3-ი ოფიციალურად გაიხსნა. 
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და კომპანიის წარმომადგენლები, სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.  

კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი 14 ფერმერული სახლისგან შედგება. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარი. პროექტის  ფარგლებში შპს „ჩირინა“  ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას მოახდენს. ადგილზე დასაქმდება 50 ადამიანი.

საწარმოო მოცულობების გაფართოების და განვითარების მიზნით, „ჩირინამ“ ახალი მეფრინველეობის კომპლექსის „სართიჭალა-3“-ის აშენება EBRD-ის  თანადაფინანსებით განახორციელა. 

კომპანია „ჩირინა“ 2010 წელს დაარსდა და 2013 წლიდან პროდუქციის ბაზარზე გაშვების დღიდან ლიდერი კომპანიის პოზიცია დაიმკვიდრა. 
უკვე 7 წელია რაც „ბიუ ბიუ“-ს ბრენდის გაყინული და ნედლი ქათმის ხორცპროდუქტები ყოველდღიურად ხელმისაწვდომია ქართულ ბაზარზე და ასევე დიდი მოთხოვნით სარგებლობს მეზობელ ქვეყნებში. 

კომპანია არის პროგრამების - „აწარმოე საქართველოში“ და „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციარი. ბოლო წლების განმალობაში „ჩირინა“ ეტაპობრივად ზრდის შინაური ფრინველის წარმოებას, რითაც ანაცვლებს იმპორტირებულ გაყინულ ქათმის ხორცს ხარისხიანი ადგილობრივად წარმოებული პროდუქტით.
 


  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა
  • მეფრინველეობის კომპლექსის გახსნა