სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

“სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა

28 აპრილი 2020


Ge/az
„სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“, ქვემო ქართლის რეგიონს, მოწყვლადი კატეგორიის 325 ოჯახისთვის, სასურსათო პაკეტები გადასცა. სამხარეო ადმინისტრაციასთან მიმდინარე სოციალურ აქტივობას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს, მაჰირ მამედოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის  ელჩს საქართველოში, დურსუნ გასანოვს და  ქვეყანაში მოღვაწე აზერბაიჯანელ ბიზნესმენებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის. 

,,ქვემო ქართლის მოსახლეობის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო  „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს, ბატონ მაჰირ მამედოვს, საელჩოს, აზერბაიჯანელ ხალხს და ხელისუფლებას გლობალურ გამოწვევაში გაწეული მხარდაჭერისთვის. ჩვენ, დაავადების გავრცელების პირველივე დღიდან, ვეხმარებით მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს.    მუნიციპალური ბიუჯეტებით, ასევე მეცენატებისა და ბიზნესის მხარდაჭერით განხორციელებული სოციალური აქციების ფარგლებში, უკვე  დარიგდა 27 500 სოციალური პაკეტი. დღეს,  დამატებით მივიღეთ 325 პაკეტი, რაც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორი საჭირო და დროულია აღნიშნული დახმარება ჩვენთვის. ერთხელ კიდევ, ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მათ მიმართ, ვინც ამ პერიოდის მანძილზე, საქართველოს მასშტაბით, აქტიურად ეხმარება მუნიციპალიტეტებს. მაქვს იმედი, რომ ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ძალიან მალე, დავამარცხებთ ამ გლობალურ გამოწვევას“  - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა. 
 
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, Covid 19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,  კომპანია ,,სოკარის“, აზერბაიჯანის საელჩოს და საქართველოში მოღვაწე აზერბაიჯანელი ბიზნესმენების ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით, მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის, სასურსათო პაკეტების გადაცემა რამდენიმე ეტაპად უკვე განხორციელდა.

“SOCAR Energy Georgia” Kvemo Kartli bölgəsinə 325 zəif imkanlı ailə üçün ərzaq paketi bağışladı. Bölgə administrasiyası ilə baş tutan sosial tədbirdə mərkəzi və yerli hakimiyyət nümayəndələri və diplomatik korpus nümayəndələri iştirak edirdilər.

Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Şota Rexviaşvili “SOCAR Energy Georgia”-nın baş direktoru Mahir Məmmədova, Azərbaycan Respublikasının səfiri Dursun Həsənova və ölkədə fəaliyyət göstərən azərbaycanlı iş adamlarına fövqəladə vəziyyət çərçivəsində davam edən qabaqlayıcı tədbirlərdə fəal iştirakları və dəstəkləri üçün xüsusi təşəkkür etdi.

“Kvemo Kartli əhalisi adından “SOCAR Energy Georgia”-nın baş direktoru, cənab Mahir Məmmədova, səfirliyə, Azərbaycan xalqına və hakimiyyətinə bu qlobal çağırışda, çətinlikdə göstərdikləri dəstəyə görə təşəkkür etmək istəyirəm. Biz xəstəliyin yayıldığı ilk gündən etibarən zəif imkanlı ailələrə yardım edirik. Munisipal büdcə, həmçinin xeyriyyəçilər və biznesin dəstəyi ilə həyata keçirilən sosial tədbirlər çərçivəsində artıq 27 500 sosial paket paylanmışdır. Bugün əlavə olaraq 325 paket aldıq, bu, qeyd olunan yardımın bizim üçün nə qədər zəruri və vaxtlı olmasının daha bir bariz nümunəsidir. Bir daha bu müddət ərzində Gürcüstan miqyasında munisipalitetlərə fəal şəkildə yardım edənlərə minnətdarlığımı bildirmək istəyirəm. Ümid edirəm ki, birlikdə səy göstərərək tezliklə bu qlobal çətinliyə, çağırışa qalib gələcəyik” – Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Şota Rexviaşvili bəyan etdi.

Qeyd edək ki, Kvemo Kartli bölgəsində Covid 19-un yayılmasının qarşısının alınması tədbirləri çərçivəsində “SOCAR” şirkəti, Azərbaycan Səfirliyi və Gürcüstanda fəaliyyət göstərən Azərbaycan iş adamları assosiasiyasının birgə təşkilatçılığı ilə zəif imkanlı ailələrə ərzaq paketi çatdırılması bir neçə mərhələdə artıq həyata keçirilmişdir.


  • “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა
  • “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა
  • “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა
  • “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა
  • “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა
  • “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა
  • “სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ რეგიონს მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებისთვის სასურსათო პაკეტები გადასცა