Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
25 ივნისი 2019
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია - „ღვინო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რესურსი და ქვეყნის იდენტობა“ გაიმართა.
ღონისძიება „კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა.
სამეცნიერო კონფერენციის მიმდინარეობისას დარგის ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ისაუბრეს მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიის, თანამედროვე ტენდენციების, ღვინის კულტურისა და ეთნოგრაფიის, ბიზნესისა და მარკეტინგის, ასევე, ღვინის ტურიზმის შესახებ და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ რესურსებზე გაამახვილეს ყურადღება.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაცია ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალისა და ღვინის უძველესი ისტორიის შესახებ, რომელიც დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ლევან ჟვანიამ წარუდგინა.
საუბარი შეეხო მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ღვინის ნაშთებს, რომელიც არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო-სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology“, 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა. ქართველი და უცხოელი მკვლევარების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ეჭვმიუტანელად დადასტურდა, რომ ძველი წელთაღრიცხვით, VI ათასწლეულში, მსოფლიოში პირველად, სწორედ ამ ტერიტორიაზე დაწურა ადამიანმა კულტურული ვაზისგან ღვინო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო მსოფლიო მეღვინეობის აკვანია.
მეღვინეობის დარგის განვითარების მიმართულებით აქტიურად ხორციელდება ღონისძიებები ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც, სწორედ ამიტომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა ადგილწარმოშობის დასახელებების რეესტრში ღვინო „ბოლნისი“ ოფიციალურად დაარეგისტრირა.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მიზანია, მხარი დაუჭიროს მეღვინეობა-მევენახეობის დარგით ახალგაზრდების დაინტერესებას და ამ დარგის აღორძინებას ქვეყნის ისეთ ადგილებში, სადაც ღვინის კულტურის მდიდარი ისტორიული წარსული და არასახარბიელო დღევანდელობაა.