საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
13 სექტემბერი 2017
13 სექტემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ სისხლის გადასხმის აქციაში სახელწოდებით ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე'' მიიღო მონაწილეობა.
აქცია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ეგიდით ჩატარდა და მასში რეგიონის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გუბერნიის ადმინისტრაციისა და რუსთავის იუსტიციის სახლის თანამშრომლები ჩაერთვნენ.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლის გუბერნია უკვე რამდენიმე წელია აქტიური მხარდამჭერია სისხლის უანგარო დონაციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების. აქციას რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი ეტაპობრივად შეუერთდება.