საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
30 ივნისი 2017
30 ივნისს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ტრადიციულად მხარის გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე ხელმძღვანელობდა.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, რომელიც რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში დამატებით რამდენიმე პროექტი განხორციელდება, რომელიც ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე არხების კეთილმოწყობას გულისხმობს.