A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

ქალაქ რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქალაქ რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა

03 ოქტომბერი 2023

ქალაქ რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა.

პროექტი, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

რეფორმირებული სერვისების და მოქალაქეთა მომსახურების ახალი ცენტრის პრეზენტაცია რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ წარადგინა. პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი შატაკიშვილი, USAID-ის მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ჯუნიპერ ნილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ახალ ცენტრში, რუსთაველები ყველა მუნიციპალური სერვისით, ერთ კომფორტულ და თანამედროვე სივრცეში შეძლებენ სარგებლობას, სადაც მოქალქეებს უნივერსალური ოპერატორები მოემსახურებიან.

დაწესებულება აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

სერვისცენტრში ერთად იქნება თავმოყრილი აბსოლუტურად ყველა სახის მომსახურება, რასაც მუნიციპალიტეტი სთავაზობს მოქალაქეებს იქნება ეს, სოციალური, არქიტექტურული, ინფრასტრუქტურული, კორპუსის კეთილმოწყობის თუ სხვა სახის პროგრამები. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეებს უნივერსალური ოპერატორების გარდა, მითერ კონსულტანტები, მუნციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურის და მერიის წარმომადგენლებიც გაუწევენ საჭირო კონსულტაციას.

პრეზენტაციის ბოლოს, რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, ზურაბ მენთეშაშვილმა მემორანდუმი გააფორმეს, რის საფუძველზეც, ახალ მუნიციპალურ სერვისცენტრში კიდევ ერთი სერვისი დაინერგება და მოქალაქეებს კონსულტაციას დასაქმების კუთხითაც გაუწევენ.

  • ქალაქ რუსთავში, მუნიციპალური სერვისების ცენტრი გაიხსნა