საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
21 ნოემბერი 2019
კოსტავას გამზირზე, სადაც წელს ფასადების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო. თავდაპირველად შეიცვლება წყალსადენი და სანიაღვრე სისტემა. ასფალტის საფარი დაიგება გზის ორივე მხარეს, მოეწყობა ველო-ბილიკები, მოპირკეთდება ტროტუარები, დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სისტემა.
პროექტით გათვალისწინებულია შუაგამყოფი ზოლის გამწვანება, რომელიც სამუშაოების დასრულების შემდეგ, რეკრეაციული სივრცის სახეს მიიღებს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა მოაგილესთან და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა.
პროექტის დასრულების შემდეგ, რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ძველი უბანი, მთლიანად იქნება რეაბილიტირებული. სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 4 მილიონი ლარია, რომელიც რეგ. ფონდიდან ფინანსდება.