სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნა ბოლნისში

12 ივნისი 2019

12 ივნისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული ოთხი სოფელის სარწყავი და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტის გახსნას დაესწრო. 

ღონისძიებაზე იაპონიის ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა, მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი, ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელი და ადგილობრივი მოსახლეობა იმყოფებოდა. 

პროექტის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი 2017 წელს მოეწერა „მრავალეროვან საქართველოსა“ და იაპონიის საელჩოს შორის, რომლის ფარგლებში იაპონიის მთავრობამ გამოყო გრანტი მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის ბოლნისი, ზემო ბოლნისი, სამწევრისი და ფოლადაური. სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდა და შედეგად, 6000–ზე მეტ ადამიანს აქვს წვდომა სასმელ და სარწყავ წყალზე. ამასთან, რეაბილიტირებული სარწყავი სისტემის მეშვეობით შესაძლებელია 240–მდე ჰექტარი მიწის მოსავლიანობის ზრდა. საგრანტო თანხა 82 300 აშშ დოლარს, ხოლო ბოლნისის მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია 31 451 ლარს შეადგენს. 

სახელმწიფო რწმუნებულმა იაპონიის ელჩს, ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული, რამდენიმე ათეული, მასშტაბური და შთამბეჭდავი პროექტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა, ქვეყნებს შორის წლების განმავლობაში არსებულ წარმატებულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე. 

აღსანიშნავია, რომ „გრასრუტების საგრანტო პროგრამა“ დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და განათლებისა და კულტურის ხელშეწყობას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საზოგადოებრივი ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემოს და სხვა. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სულ 170 პროექტი განხორცილლა, რომელთა საერთო ღირებულებამ 17 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 
 
  • იაპონიის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის გახსნა ბოლნისში