სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

15 მაისი 2019

14 მაისს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, მთავრობის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა, პარლამენტში მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თამაზ ნავერიანმა და მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. 

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის მშენებლობის პროცესს გაეცნენ, რომლის განხორციელებაც, დაახლოებით ერთი თვეა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ქალაქ მარნეულისა და მუნიციპალიტეტის სოფლების 35 200-მდე მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი, წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტის ღირებულება 55 მილიონი დოლარია და მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინებისა და ბოლნისის წყალარინების სისტემის მშენებლობას ითვალისწინებს. სამუშაოებს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

უახლოეს პერიოდში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ქალაქ მარნეულის ცენტრალურ სტადიონზე, დაახლოებით, 6 777 498 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. აღნიშნული ტერიტორია დღეს, ვიცე-პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად მოინახულა და პროექტის დეტალებზე ისაუბრა. 

ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე გაეცნენ მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“ რეაბილიტაციის პროცესს, სადაც უახლოეს პერიოდში მასშტაბური დასასვენებელი რეკრიაციული სივრცე მოეწყობა. პირადად მოინახულეს აღმამედლო-კასუმლო-ულაშლოს გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში 1 397 693 ლარით ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების ფარგლებში მაია ცქიტიშვილმა, მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დებედას ნაპირსამაგრის პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა. 
აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია-გეურარხში მდინარე დებედას ნაპირსამაგრი სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, მდინარეს უკვე შეეცვალა კალაპოტი, ამ ეტაპისთვის კი ეწყობა ქვის გაბიონები, რომელმაც მდინარე ადიდების დროს უნდა შეაკავოს. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 511 957 ლარია გამოყოფილი.

  • ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ