TCR მსოფლიო ჩემპიონატი ავტორბოლაში

0

qajaia პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, საქართველო ძარიან ავტომობილებს შორის საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩემპიონატის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი მოადგილეებთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად. სპორტულ ასპარეზობას მხარის გუბერნატორის ინიციატივით ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები წარჩინებული და სოციალურად დაუცველი მოსწავლეები. საერთაშორისო ჩემპიონატზე, 12 ქვეყნის 16 ავტომრბოლელი ასპარეზობს. საქართველოს სახელით რბოლაში მონაწილეობენ: ქართველი ავტომრბოლელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბის, Mia Force-ის წევრი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი დათა ქაჯაია და სერბი სპორტსმენი დუშან ბორკოვიჩი . TCR -ის პირველი ეტაპის პირველი რბოლის გამარჯვებული სწორედ დათა ქაჯაია გახდა. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატზე დასასწრები თითოეული შეძენილი ბილეთიდან, გარკვეული თანხა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად, „სოლიდარობის ფონდში“ გადაირიცხება.

Categories: სპორტი

Leave A Reply