სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

კლდეკარი

17 აგვისტო 2017


კლდეკარი — ისტორიული ციხესიმაგრე, მდებარეობს თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე. აქედან ხელისგულივით მოჩანს, როგორც სამხრეთის, წალკისა და მანგლისის მიდამოები, ისე ჩრდილოეთის — მდინარეების ტანისა და თეძმის ხეობები. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები. მდებარეობდა მნიშვნელოვან გზასაყარზე, იქ სადაც გაპობილი კლდე გასასვლელს ქმნის (აქედან სახელწოდებაც კლდეკარი ე. ი. კლდის კარი).
კლდეკარის ციხე ააგეს მას შემდეგ რაც არგვეთელი ფეოდალი ლიპარიტ I ბაღვაში IX საუკუნის 70-იან წლებში თრიალეთში გადავიდა. მომდევნო ორი საუკუნის მანძილზე კლდეკარის საერისთავოს ცენტრი იყო. საქართველოს სამეფო ხელისუფლებამ, რომელიც ვერ ეგუებოდა ბაღვაშთა პოლიტიკური სიძლიერის ზრდას, რამდენიმეჯერ ჩამოართვა მათ კლდეკარის ციხე.


  • კლდეკარი