სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

წუღრუღაშენის მონასტერი

16 აგვისტო 2017


  ისტორიულ ქვემო ქართლში, ქალაქ ბოლნისიდან 10 კილომეტრის დაშორებით, ფოლადაურის ხეობაში, ამავე სახელწოდების მდინარის მარჯვენა მხარეს, მთის კალთაზე მდებარეობს წუღრუღაშენის მონასტერ და ლაშა გიორგის ქვაბები. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს, თითო-ყოველი მხრიდან, გარდა აღმოსავლეთისა.
     წუღრუღაშენის შესახებ ისტორიულ წყაროებში თითქმის არავითარი ცნობა არ მოგვეპოვება. მცირე რამ ვიცით მის შესახებ ტაძრის ფასადზე არსებული სამი წარწერიდან.
   წუღრუღაშენი XIII საუკუნის I ნახევრის ძეგლთა კატეგორიას მიეკუთვნება, ე.ი. წარწერებში ნახსენები ,,მეფეთა მეფე გიორგი’’ არის გიორგი IV-ლაშა, თამარის მემკვიდრე. 
   გასული საუკუნის 90-იან წლებიდან წუღრუღაშენი კვლავ მოქმედი მონასტერია, ხოლო მის საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიანიშნებს ის, რომ იგი შეტანილია იუნესკოს კლასიფიკატორში.


  • წუღრუღაშენის მონასტერი