სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

17 დეკემბერი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

მოგეხსენებათ, დღეს მე-20 დღეა 28 ნოემბრიდან, როდესაც საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყანაში მიზნობრივი შეზღუდვების დაწესების თაობაზე. დღეს, როგორც გარდამავალი შედეგი, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შევძელით ინფექციის გავრცელების ტემპების შეჩერება, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ ტესტირების პრინციპულად გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შედარებით სტაბილურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პირველად ბოლო თვეების განმავლობაში, 17 000 - ზე მეტი ჩატარებული ტესტის პირობებში, ქვეყანაში ინფიცირების 3 000-ზე ნაკლები შემთხვევაა და ეს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველია.

„ეს გვაძლევს მხოლოდ და მხოლოდ ფრთხილი ოპტიმიზმის შესაძლებლობას, რამეთუ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პირველი შედეგი, პირველი მიზნის მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ რომ პირველი ამოცანა გახლდათ გავრცელების სისწრაფის შეჩერება და ეს მოვახერხეთ. ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ევროპაში, როდესაც ინფექციის გავრცელება ყოველდღიურად ახალ რეკორდს ამყარებს, როდესაც ევროპული სახელმწიფოები სულ უფრო და უფრო ამკაცრებენ შეზღუდვებს, მათ შორის საახალწლო-საშობაოდ, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს პირველ რიგში პასუხისმგებლიანი და გონივრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს გარდამავალი, მცირედი მიღწევა, შედეგი, რომელიც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს, პირველ რიგში შევინარჩუნოთ და გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს, მოხუცებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. სამწუხაროდ, დღეს ევროპის ბევრ ქვეყანაში სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება, ისეთი რეკორდები, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, გავუფრთხილდეთ ჩვენს ხანდაზმულებს და ამ პასუხისმგებლობით, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო კომპანიებმა და ბიზნესმენებმა, უნდა ვიმოქმედოთ პირველ რიგში, საახალწლო დღეებშიც,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, ოჯახის წრეში და მოქალაქეებმა თავი უნდა აარიდონ დიდ საახალწლო წვეულებებს.

„წელს ცოტა განსხვავებულად უნდა შევხვდეთ ახალ წელს, ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უნდა იყოს უფრო მოკრძალებული, უფრო ოჯახის წრეში და თავი უნდა ავარიდოთ ჩვენთვის ჩვეულ დიდ საახალწლო წვეულებებს,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, თუ როგორ გაივლის ქვეყანა საახალწლო დღესასწაულებს.

მთავრობის მეთაურმა პირბადის ტარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„წელს განსაკუთრებული წელია თავისი გამოწვევებით და ჩვენი შემდგომი ეკონომიკური აღდგენისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება, როგორ გავართმევთ თავს ამ საახალწლო დღესასწაულებს. პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ეს მაჩვენებელი 90-95%-მდე ავიყვანოთ. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ ეკონომიკის თამამად გახსნა შეგვეძლება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთის, ჩვენი მოქალაქეების და ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიზნობრივი სოციალური დახმარების მე-4 ტალღაზე და აღნიშნა, რომ ერთჯერადი, 300-ლარიანი დახმარების მისაღებად, უკვე მიღებულია 65 000-ზე მეტი განაცხადი, საიდანაც 54 000 დაკმაყოფილებულია და ახალ წლამდე, ყველა განაცხადი დაკმაყოფილდება.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შეფასებას, რომლის თანახმადაც, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა.

„უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ჩვენ დავიკავეთ მე-8 ადგილი 82 ქვეყანას შორის. ხაზგასმითაა აღნიშული, რომ დღეს საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები თანაბარ პირობებში აყენებს როგორც ადგილობრივ ბიზნესს, ასევე უცხოურ ინვესტორებს, რაც არის სერიოზული მიღწევა, თუმცა ჩვენ ასევე გვაქვს მიღებული რეკომენდაცია - გავაგრძელოთ სტრუქტურული რეფორმები და შევიმუშაოთ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ერთიანი სტრატეგია. ეს დავალება ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიღებული აქვს და ამაზე ისინი უვე მუშაობენ,“- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუშინდელ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს პროგრამის შესრულების მე-7 ეტაპი განიხილეს და IMF-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მიღწევები ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მთავრობის მიერ მიღებული ბიზნესის მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2021 წელს იქნება დაახლოებით 4,3%, თუმცა ასევე აღინიშნა, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა გაგრძელდეს სტრუქტურული რეფორმები და ყურადღება უნდა გამახვილდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლების შესრულების დისციპლინაზე.

„ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება, რამეთუ ითვალისწინებს როგორც ხარჯვით, ასევე საშემოსავლო ნაწილს. აუცილებელია, რომ 2021 წელი უაღრესად ფრთხილად და გონივრულად გავატაროთ, ეს არის ის პოსტკრიზისული სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი, რომელიც უნდა შევუნარჩუნოთ როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ჩვენს თითოეულ მოქალაქეს. ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პანდემიის პირობებში ეკონომიკური კრიზისული პროგრამა დაამტკიცა და ამან ჩვენ მოგვცა შესაძლებლობა, დონორი ორგანიზაციებისგან სწრაფად მიგვეღო დახმარება“, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ დღესვე ყურადღება გაამახვილა პროექტზე - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს“ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავრობის მხრიდან მოქალაქეებისთვის წლევანდელი ანგარიშების ჩაბარება, რადგან 2020 წელი ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე წელია.

პრემიერმა ოპონენტებს მიმართა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში შეჯიბრისთვის აღნიშნული პლატფორმა კარგი შესაძლებლობაა.

„ამ კვირიდან დაიწყო მთავრობის ანგარიშების წარდგენა მოქალაქეებისთვის. ამას აკეთებენ ჩვენი თითოეული სამინისტროს წარმომადგენლები. ეს ღონისძიებები გაგრძელდება წლის ბოლომდე. თითოეული სამინისტრო წარდგება საზოგადოების წინაშე. განსაკუთრებით ხაზგასასმელია წლევანდელი ანგარიშების ჩაბარების მნიშვნელობა, რადგან 2020 წელი საკმაოდ მძიმე წელია ეკონომიკური და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ეფექტურად იმუშავა თითოეულმა სამინისტრომ. ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ეს ანგარიშები ღიაა, ასევე მედიასაშუალებებით შეიძლება მათი ნახვა. ასევე ოპონენტებს მინდა მოვუწოდო, რომ ეს ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს შევეჯიბროთ ჩვენი ქვეყნისთვის უფრო კარგი, მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელი იქნება გამოწვევებით სავსე, პირველ რიგში, ეკონომიკური თვალსაზრისით და უაღრესად დიდი მნიშვნელობა ექნება გონივრულ, ეფექტიან, ერთობლივ მუშაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Baş nazir hökumət iclasında açıqlamalar edib

Bildiyiniz kimi, bu gün 28 noyabrdan bəri şuranın ölkəyə məqsədli məhdudiyyətlər tətbiq etmək qərarna gəldiyi 20-ci gündür. Bu gün bir keçid nəticəsi olaraq deyə bilərik ki, infeksiyanın yayılmasını dayandıra bildik, bu da əsas etibarilə artan test sayına baxmayaraq infeksiyaların sayını nisbətən sabit saxlamağımızı təmin etdi,- bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria, bu gün keçirilən hökumət iclasında bildirib.

"Bu, bizə yalnız ehtiyatlı nikbinlik fürsəti verir. Çünki bu, ilk işimiz sürətlə yayılmanı dayandırmaq və onu idarə etdiyimiz zaman yalnız ilk nəticə, ilk hədəfə çatmaq üçün bir fürsətdir. İnfeksiya yayılmasının hər gün yeni bir rekord qoyduğu Avropada baş verən proseslər, Avropa dövlətləri, yeni il ərəfəsi də daxil olmaqla məhdudiyyətləri getdikcə sərtləşdirdikləri üçün hər bir addımımız ilk növbədə məsuliyyətli və ağlabatan olmalıdır. Bu keçid, kiçik bir müvəffəqiyyəti, bugün deyə biləcəyimiz nəticəni əldə etmək üçün əlimizdən gələni etməliyik, ilk növbədə böyüklərmizi, yaşlılarımızı və xroniki xəstəlikləri olan insanları qorumaq və onlara qayğı göstərmək üçün. Təəssüf ki, ölüm qeydləri bu gün bir çox Avropa ölkəsində, II Dünya Müharibəsindən bəri görünməmiş bir həddədir. "Bizim əsas vəzifəmiz yaşlılarımızın qayğısına qalmaqdır və bu məsuliyyətlə həm dövlət, həm də özəl şirkətlər və iş adamları ilk növbədə yeni il günündə belə hərəkət etməlidirlər" - deyə hökumət başçısı bildirdi.

Qiorqi Qaxarianın sözlərinə, yeni il tədbirləri daha təvazökar olmalı, ailə daxilində və vətəndaşlar böyük yeni il məclislərindən çəkinməlidirlər.

"Bu il yeni ili biraz fərqli qeyd etməliyik, yeni il tədbirlərimiz daha təvazökar, ailə daxilində olmalıdır və bizim üçün hər zamanki böyük yeni il şənliklərindən qaçmalıyıq",- Baş Nazir qeyd edib.

Onun sözlərinə görə, ölkənin yeni il tətilini necə keçirəcəyi, gələcək iqtisadi dirçəliş üçün böyük əhəmiyyət daşıyacaq.

Hökumət başçısı maska taxmağın vacibliyini vurğulayaraq, maska taxmağın ölkədə 65%-ə yüksəldiyini, ancaq bunun yetərli olmadığnı qeyd etdi.

"Bu il çətinlikləri ilə xüsusi bir ildir və bu yeni il tətillərini necə həll edəcəyimiz gələcək iqtisadi bərpa üçün böyük əhəmiyyət kəsb edəcəkdir. Ölkədə maska taxmaq 65% -ə yüksəldi, buna baxmayaraq bu yetərli deyil. Bizim hədəfimiz bu göstəriciləri 90-95% -ə çatdırmaq olmalıdır. Bütün risklər yenidən sığortalandıqda hərəkətliliyimizi aşağı tutmaq və ya artırmaq üçün əlimizdən gələni etməliyik. Bu, bir-birimizə, vətəndaşlarımıza və böyüklərmizə olan məsuliyyətimizdir ",- deyə Qiorqi Qaxaria bildirib.

Hökumətin bugünkü iclasında Baş nazir, ünvanlı sosial yardımın 4-cü dalğası üzərində dayanaraq, 300 lari dəyərində birdəfəlik yardım üçün 65 mindən çox müraciət daxil olduğunu, bunun 54 mininin təmin edildiyini və bütün müraciətlərin Yeni ilə qədər təmin olunacağını qeyd etdi.

Qiorqi Qaxaria, Gürcüstanın birbaşa xarici investisiyaların cəlb edilməsi baxımından ən cəlbedici ölkələrdən biri olduğu İqtisadi Əməkdaşlıq və İnkişaf Təşkilatının (OECD) qiymətləndirməsinə də cavab verdi.

“Daha dəqiq desək, 82 ölkə arasında 8-ci yeri tutduq. Bu gün Gürcüstan hökuməti tərəfindən həyata keçirilən islahatların və qanunvericilik dəyişikliklərinin həm yerli müəssisələri, həm də xarici investorları bərabər səviyyədə qurduğu vurğulanır ki, bu da ciddi bir nailiyyətdir, baxmayaraq ki, struktur islahatlarını davam etdirmək və birbaşa xarici investisiyaların cəlb edilməsi vahid, strategiya hazırlamaq üçün tövsiyələrimiz var. Bu tapşırıq artıq İqtisadiyyat Nazirliyi tərəfindən alınıb və artıq bunun üzərində işləyirlər”,- Baş Nazir qeyd edib.

Baş nazir, Gürcüstanın proqramının həyata keçirilməsinin 7-ci mərhələsinin müzakirə olunduğu Beynəlxalq Valyuta Fondunun dünənki iclasında da çıxış etdi və BVF Gürcüstanın iqtisadi uğurlarını, xüsusilə iqtisadi böhrana cavab olaraq hökumətin konkret biznes dəstək planını təsdiqlədi.

Hökumət başçısının sözlərinə görə, Beynəlxalq Valyuta Fondu 2021-ci ildə Gürcüstanda iqtisadi artımın təxminən 4.3% olacağını proqnozlaşdırır, eyni zamanda struktur islahatlarının birmənalı şəkildə davam etdirilməli olduğunu və diqqətin makroiqtisadi performans intizamına yönəldilməsini qeyd edir.

"Bu, hər birimizə aiddir, çünki həm xərcləri, həm də gəlirləri nəzərə alır. 2021-ci ili son dərəcə diqqətli və tədbirli keçirməyimiz vacibdir, həm ölkə iqtisadiyyatını, həm də hər bir vətəndaşımızı qorumalı olduğumuz böhrandan sonrakı sürətli iqtisadi bərpa potensialıdır. Xatırlatmaq istərdim ki, Gürcüstan Beynəlxalq Valyuta Fondu ilə pandemiya şəraitində iqtisadi böhran proqramını təsdiqləyən ilk ölkə idi və bu, bizə donor təşkilatlardan tez bir zamanda yardım alma imkanı verdi",- Baş Nazir qeyd edib.

Qiorqi Qaxaria, eyni zamanda, layihəyə - "Vətəndaşlara Hökumət Hesabatı" na diqqət çəkdi və hökumətin bu ilki hesabatlarını vətəndaşlara təqdim etməsinin xüsusilə vacib olduğunu qeyd etdi, çünki 2020-ci il iqtisadi və pandemiya çağırışları baxımından olduqca çətin bir ildir.

Baş nazir, rəqiblərinə müraciət edərək, sözügedən platformanın ölkə üçün vacib işlər görmək üçün yaxşı bir fürsət olduğunu bildirdi.

“Bu həftə hökumət vətəndaşlara hesabat təqdim etməyə başladı. Bunu hər bir nazirliyimizin nümayəndələri edir. Bu tədbirlər ilin sonuna qədər davam edəcəkdir. Hər nazirlik xalq qarşısında təqdim ediləcək. Bu ilki hesabatların təqdim edilməsinin əhəmiyyəti xüsusilə diqqətəlayiqdir, çünki 2020-ci il iqtisadi və pandemiya problemləri baxımından olduqca çətin bir ildir və hər bir nazirliyin necə səmərəli işləməsi son dərəcə vacibdir. Vətəndaşlarımıza demək istəyirəm ki, bu hesablar açıqdır və media vasitəsi ilə baxıla bilər. Rəqiblərimizi də çağırmaq istərdim ki, bu, ölkəmizə görə daha yaxşı, daha vacib işlər görməkdə bir-birimizlə rəqabət edə biləcəyimiz bir platformadır. Xüsusilə bu gün, hamımızın 2021-in, ilk növbədə, iqtisadi baxımdan çətinliklərlə dolu olacağını başa düşdüyümüz zaman birlikdə tədbirli, səmərəli, çalışmaq son dərəcə vacib olacağını",- Qiorqi Qaxaria bildirib.


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა