სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

03 დეკემბერი 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება ქვეყანა 1 წლის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბიუჯეტი არის დაბალანსებული და მისი ძირითადი მიზნებია პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და რა თქმა უნდა, ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის.

„ეს არის ბიუჯეტი, რომელზეც ჩვენ სავალუტო ფონდთან ერთად ვიმუშავეთ და რომელიც არის წარმოდგენილი, დაბალანსებული ბიუჯეტი, ითვალისწინებს რა, ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რომელიც აუცილებელია კრიზისში, აუცილებელია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და აუცილებელია ეკონომიკურ კრიზისთან გამკლავებაში. მოგეხსენებათ, ჩვენ გამოვაცხადეთ მოქალაქეებისა და ბიზნესის სოციალური მიზნობრივი მხარდაჭერის და ბიზნესის მხარდაჭერის მე-4 ტალღა, რომლის ძირითადი მოცულობა გახლავთ 1 მლრდ 420 მილიონი, აქედან 2020 წლისთვის განსაზღვრულია 280 მლნ, ხოლო დანარჩენი 1 მლრდ 140 მლნ გათვალისწინებულია 2021 წლისთვის. ამ ციფრების ძირითადი მიმართულება გახლავთ, პირველ რიგში, ჯანდაცვის მხარდაჭერა, რაც მომავალი წლის ბიუჯეტში დამატებით განისაზღვრება 450 მლნ ლარით, რომლის ძირითადი ხარჯები გახლავთ კოვიდის მკურნალობა, ტესტები, ვაქცინაცია და ვაქცინაციისთვის მომზადება, ასევე ვაქცინების შესყიდვა და რა თქმა უნდა, ვირუსის გავრცელების პრევენცია. მოქალაქეთა მიზნობრივი მხარდაჭერისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია 540 მლნ ლარი, ხოლო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 430 მლნ ლარი,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ დღეიდან დაიწყო განაცხადების წარდგენა შემოსავლების სამსახურში. მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებმაც, ვინც დროებით დაკარგეს შემოსავალი და თავად კომპანიებმაც (არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე), უნდა შეავსონ განაცხადი დროულად, რათა მათ ახალ წლამდე მიიღონ დახმარება.

„დღეიდან, მოგეხსენებათ, ვიწყებთ აღრიცხვას მომართვიანობის ერთჯერადი სოციალური მიზნობრივი დახმარებისა იმ ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ბოლო 2-თვიანი შეზღუდვების შედეგად დაკარგეს დროებით სამსახური და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის და ფინანსთა სამინისტროს აქვს მიღებული დავალება, რომ ეს დახმარება გაიცეს ახალ წლამდე, ხოლო მოქალაქეებმა დროულად უნდა მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს, რომ მათ ეს დახმარება მიიღონ. მომავალი წლის ბიუჯეტში ასევე განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული და შესაბამისად, ჩვენს პენსიონერებს აღარ დასჭირდებათ არჩევნებიდან არჩევნებამდე პენსიის ზრდის ლოდინი. ამასთან ერთად, განსაზღვრულია საკმაოდ სერიოზული თანხები დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების მშენებლობისთვის, ეს გახლავთ 103 მლნ ლარი, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, კრიზისის პირობებში იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება და შესაბამისად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ბიუჯეტი და ეს გახლავთ 4 მილიარდ ლარზე მეტი. ასევე, იზრდება განათლების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროების, ყველა იმ სამინისტროს დაფინანსება, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენისთვის.

ბიუჯეტი გახლავთ ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლის განხილვაც უნდა დაიწყოს პარლამენტში და უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ განხილვებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქემ და შესაბამისად, დაავალა მსგავს ქვეყნისთვის სისტემურად მნიშვნელოვანი დოკუმენტების განხილვაში მონაწილეობის მიღება. ჩვენ იმედი გვაქვს, ასეც მოხდება და უახლოეს პერიოდში, ახალ წლამდე, გვექნება შესაძლებლობა, საინტერესო, თუმცა მწვავე დისკუსიებისა, ამ ბიუჯეტის ირგვლივ,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკზე და ხაზი გაუსვა, რომ უახლოეს პერიოდში, დღეში, 20 000 ტესტს მიაღწევს.

„ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი კონკრეტული გეგმა, რამაც უნდა დაასტაბილუროს კოვიდის გავრცელების სისწრაფე ქვეყანაში. ჩვენ ამავდროულად ორთვიან გეგმასთან ერთად ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და უახლოეს პერიოდში მიაღწევს 20 000 ტესტს დღეში.

ეს გახლავთ პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, სახელმწიფოს ხარჯზე, გაიკეთონ ტესტი, ყოველდღიურად 20 000 ტესტი გაკეთდება. ეს არის იმის გარდა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს. ამ ნაბიჯს აქვს კონკრეტული მიზანი - შეზღუდვების ორ თვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ მათი იზოლაცია ან მკურნალობა, იმისთვის, რომ ორი თვის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში გვქონდეს შესაძლებლობა, სრულფასოვანი ცხოვრებით გავაგრძელოთ ცხოვრება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა კოვიდ 19-ზე საუბრისას აღნიშნა, რომ შექმნილია სპეციალური უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე, ისევე, როგორც ვაქცინების შესყიდვაზე.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახლავთ COVAX პლატფორმის წევრი ქვეყანა. ჩვენ უკვე გარკვეული თანხები გადავიხადეთ საქართველოში ვაქცინის დროულად შემოტანისთვის. ამ უწყებათაშორისმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს, როგორც ვაქცინის დროული შემოტანა, ასევე მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოების ჩატარება, რომელიც აუცილებელია დროული და ეფექტური ვაქცინაციის დასაწყებად“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე განცხადებით, ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერებისთვის ყველამ უნდა დაიცვას კანონი და დაწესებული შეზღუდვები.

„ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2 თვიანი გეგმა შეზღუდვების, ინტენსიფიკაცია ტესტირების, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ, ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად, დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას და მე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან და რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით. ეს არის პირველი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენ, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა და ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს“, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე ისაუბრა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, საგარეო საქმეთა მინისტრს, წარმატებული მონაწილეობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილები იყო გაჟღერებული.

„რა თქმა უნდა, აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ნატო-ს მყარი მხარდაჭერა „ღია კარის პოლიტიკის“ გაგრძელების, რომელიც გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი თითოეული მეგობარი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს, როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის შემდგომ გაღრმავებას და რა თქმა უნდა, მათ პრაქტიკული ნაბიჯებით და პრაქტიკული გეგმებით მხარი დაუჭირეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ეს ჩვენთვის, მოგეხსენებათ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რამეთუ კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის აღქმული სწორად ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისთვის და მათგან აქვს სრული მხარდაჭერა,“ - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

Baş nazir Giorgi Qaxaria hökumət iclasında açıqlamalar verib

Bildiyiniz kimi, son dərəcə əhəmiyyətli bir sənəd olan 2021-ci il dövlət büdcəsini Parlamentə təqdim etdik, bu hansı ki, 2021-ci ildə yaşamalı olduğumuz haqqında olan bir sənəddir, ölkənin bir ildə necə olacağını təyin edən bir maliyyə sənədidir, - Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumətin iclasında bildirib.

Onun sözlərinə görə, büdcə tarazlaşdırılmışdır və əsas hədəfləri pandemiya ilə mübarizə, əhaliyə ünvanlı sosial yardım, biznesə yardım və təbii ki, iqtisadiyyatı böhrandan sonrakı iqtisadi bərpa üçün hazırlamaqdır.

“Bu, valyuta fondu ilə işlədiyimiz və təqdim olunan, böhran zamanı zəruri olan, pandemiya ilə mübarizədə və iqtisadi böhranla mübarizə aparmaq üçün lazım olan bütün əsas komponentləri özündə cəmləşdirən balanslı bir büdcədir. Bildiyiniz kimi, əsas həcmi 1 milyard 420 milyon olan 280 milyonu 2020-ci ilə, qalan 1 milyard 140 milyonu isə 2021-ci ilədək planlaşdırılan vətəndaşların və müəssisələrin sosial hədəflənməsinin və işgüzar dəstəyin 4-cü dalğasını elan etdik. Bu rəqəmlərin əsas istiqaməti, ilk növbədə, gələn il büdcəsində əlavə olaraq 450 milyon lari təyin olunan sağlamlığa dəstəkdir, bunun əsas xərcləri koronavirusun müalicəsi, testlər, peyvənd və peyvənd üçün hazırlıq, həmçinin peyvəndin satın alınması və təbii ki, virusun yayılmasının qarşısının alınmasıdır. Vətəndaşların ünvanlı dəstəyi üçün gələn ilin büdcəsi, 540 milyon lari, biznesin dəstəklənməsi üçün 430 milyon laridir ”,- Baş Nazir bildirib.

Qiorgi Qaxaria qeyd edib ki, Gəlir Xidmətinə təqdimat bu gün başlayıb. Hökümət başçısının sözlərinə görə, həm müvəqqəti qazancını itirən vətəndaşlar, həm də şirkətlər özləri (qeydiyyatsız öz işçiləri üçün) yeni ildən əvvəl yardım almaq üçün vaxtında ərizə doldurmalıdırlar.

“Bildiyiniz kimi bu gündən etibarən son 2 aylıq məhdudiyyətlər səbəbindən müvəqqəti işlərini itirən vətəndaşlarımız üçün birdəfəlik ünvanlı sosial yardım qeydiyyatına başlayırıq və Maliyyə Nazirliyinin bu köməyi Yeni il öncəsi təmin etməsi üçün əlimizdən gələni etməliyik. Bu yardımı almaq üçün müvafiq qurumlara müraciət edin. Gələn ilin büdcəsində hər il qanunvericiliklə təsbit edilmiş bir pensiya artımı da yer alır və nəticədə təqaüdçülərimiz artıq seçkidən seçkiyə pensiya artımını gözləmək məcburiyyətində qalmayacaqlar. Bundan əlavə, məcburi köçkünlər üçün mənzil tikintisi üçün kifayət qədər ciddi vəsait ayrılıb, 103 milyon laridir, onuda vurğulamaq istərdim ki, böhran dövründə infrastruktur layihələrinin maliyyəsi artır və bu səbəbdən Regional İnkişaf və İnfrastruktur Nazirliyinin büdcəsi 4 milyard laridən çoxdur. Təhsil Nazirliyi, Kənd Təsərrüfatı Nazirliyi, İqtisadiyyat Nazirliyi və ölkənin böhrandan sonrakı sürətli iqtisadi bərpası üçün lazım olan bütün nazirliklərin maliyyəsi də artır.

Büdcə ölkənin Parlamentdə müzakirə edilməli olan əsas maliyyə sənədidir və Gürcüstan vətəndaşının etibar etdiyi bütün siyasi qüvvələrin bu müzakirələrdə iştirak etməsi və nəticədə belə bir ölkə üçün sistematik əhəmiyyətli sənədlərin müzakirəsində iştirak etmələri üçün təlimatlandırılması son dərəcə vacibdir. Ümid edirik ki, bu baş verəcək və yaxın gələcəkdə Yeni ildən əvvəl bu büdcə ətrafında maraqlı, lakin qızğın müzakirələr aparmaq imkanımız olacaq ",- Baş Nazir qeyd edib.

Hökümət başçısı yeni intensiv sınaq cədvəli haqqında da danışdı və yaxın gələcəkdə gündə 20.000 testə çatacağını vurğuladı.

Ölkədə kovidin yayılma sürətini sabitləşdirməli olan ünvanlı nöqtə məhdudiyyətlərinin iki aylıq konkret planını elan etdik. Eyni zamanda, iki aylıq planla birlikdə dünən başlayan və tezliklə gündə 20.000 testə çatacaq yeni intensiv sınaq cədvəlini elan edirik.

Bu, məhdudiyyət dövründə epidemiyanın yayılmasının sürətli aşkarlanmasını asanlaşdıran paralel bir prosesdir. Vətəndaşlar, dövlət hesabına testdə iştirak etmə fürsəti əldə edəcəklər, gündəlik 20.000 test ediləcək. Bu, ondan ticarət sektorunun düzəldəcəkdir. Bu addımın müəyyən bir məqsədi var İki aylıq məhdudiyyətlər planı mümkün qədər təsirli olmalıdır ki, infeksiya hallarını ən qısa müddətdə aşkar edə, təcrid edə və ya müalicə edə bilək ki, iki ay sonra fevral ayının əvvəlində normal həyat sürməyə davam etmək fürsətimiz olsun ”,- Qiorqi Qaxaria bildirib.

Baş nazir, Covid 19 haqqında danışan zaman peyvənd planı hazırlamaqla yanaşı peyvəndlərin satın alınması üçün xüsusi qurumlararası qrupun yaradıldığını qeyd edib.

“Bildiyiniz kimi, Gürcüstan COVAX platformasının üzvüdür. Peyvəndin vaxtında Gürcüstana çatdırılması üçün artıq bir az pul ödəmişik. Bu idarələrarası komissiya peyvəndin vaxtında tətbiq edilməsini və aşılamanın vaxtında və təsirli bir şəkildə başlaması üçün lazım olan hazırlıq texniki işlərini təmin etməlidir",- Hökümət Başçısı qeyd edib.

Onun sözlərinə görə, virusun sürətlə yayılmasının qarşısını almaq üçün hər kəs qanunlara və qoyulmuş məhdudiyyətlərə əməl etməlidir.

"Ümumilikdə nəzərə almalıyıq ki, bu 2 aylıq məhdudiyyətlər planı, gücləndirilmə testləri, bütün bunlar ona görə yönəldilib ki, biz 2 aya virusun sürətlə yayılmasını təsirli bir şəkildə dayandıraq. Əlbətdə ki, hamımız anlamalıyıq ki, 2 ay ərzində virusun yayılmasını kritik şəkildə azaltmaq mümkün deyil, amma virusun yayılmasını dayandırmaq bizim üçün vacib idi və vacibdir, buna görə hamımız bir-birimizi qorumaq üçün, yaşlılarımızı qorumaq üçün vacib olan qanunlara və məhdudiyyətlərə riayət etməli və birlikdə çalışmalıyıq. Əlbəttə, ölkədə heç kimin nə ifadə azadlığını, nə də söz azadlığını məhdudlaşdırmayıb, halbuki bu gün qanun, epidemioloq və həkimlərin irəli sürdüyü tələblər o qədər də çətin deyil. Həm ifadə azadlığımızı qoruya bilərik, həm də ibtidai qaydalara riayət edə bilərik. Maska taxmaq çətin deyil və bu qaydalar əlbətdə ki, hamıya şamil olunur və Daxili İşlər Nazirliyindən hökumət, epidemioloqlar və həkimlər tərəfindən müəyyən edilmiş, ifadə azadlığına heç bir şəkildə mane olmayan qaydaların tətbiq olunmasını istərdim. Bu, vətəndaşlarımızın və bizik ilk tələbmizdir və biz hər şeydən əvvəl onların sağlamlığını qorumalı və virusun sürətlə yayılmasının qarşısını almalıyıq",- deyə Baş Nazir bildirib.

Qiorqi Qaxaria eləcə də NATO-nun Xarici İşlər Nazirliyi haqqında da çıxış etdi, xarici işlər nazirini uğurlu iştirakı münasibətilə təbrik etdi və təşəkkür etdi. Onun sözlərinə görə, Gürcüstan üçün ən vacib mesajlar səsləndirilib.

"Əlbətdə ki, bunlardan ən başlıcası, NATO-nun ölkəmiz üçün kökündən vacib olan "açıq qapı siyasətinin" davam etdirilməsinə güclü dəstəyidir. Həm Gürcüstanın ərazi bütövlüyünü, həm də Gürcüstanın Şimali Atlantika İttifaqına daha da inteqrasiyasını dəstəkləyən dost ölkələrimizin hər birinin Xarici İşlər Nazirlərinə və əlbəttə ki, Gürcüstanın müdafiə qabiliyyətini gücləndirmək üçün praktik addımlarına və planlarına təşəkkür edirəm. Bu, bildiyiniz kimi, bizim üçün son dərəcə vacibdir, çünki bu, Gürcüstanın Avroatlantik inteqrasiyasını tərəfdaşımız və dost ölkələrimiz tərəfindən düzgün qəbul edildiyinin və hərtərəfli dəstəyinin olduğunu bir daha sübut edir",- Hökümət başçısıbildirib.


  • პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა