სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში სახელმწიფო 20 ათას ტესტს გააკეთებს; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი

02 დეკემბერი 2020

Ge/Az

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში სახელმწიფო 20 ათას ტესტს გააკეთებს; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი

მთავრობის მიერ კოვიდ-19-ის მართვის პროცესში დადგენილი შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, ამავდროულად, ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებლად და კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, - აღნიშნული გადაწყვეტილებები დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო, დღეში, დაახლოებით 20 000 ტესტს გააკეთებს, რასაც დაემატება კერძო ლაბორატორიების მაჩვენებლები. ამავდროულად, განსაკუთრებით გაფართოვდება ანტიგენზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება, დაახლოებით, 20 წუთის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ყოველდღიურად გაზრდილი ტესტირებების რაოდენობა ხელს შეუწყობს მეტი ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, რაც თავის მხრივ, შეანელებს ვირუსის გავრცელებას და სიტუაციას შეძლებისდაგვარად დაასტაბილურებს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანია, შეზღუდვების პარალელურად, ინფიცირების სტატუსზე მოქალაქეების მაქსიმალური ინფორმირება და მათი სწრაფი ტრიაჟი, რაც გულისხმობს, მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციას, საყურადღებო შემთხვევების კოვიდსასტუროებში განთავსებას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას.

პრემიერის დავალებით, ამ მიზნით, 2 თვის განმავლობაში მოხდება ყველა შესაბამისი უწყების მობილიზება, როგორც რესურსების, ისე სამუშაო დატვირთვის თვალსაზრისით.

აგრეთვე, საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი, კერძოდ, მოქალაქე, რომელიც შემოვა ქვეყანაში და არ ექნება PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, აღარ გადავა სავალდებულო საკარანტინო სასტუმროში, არამედ მას მოუწევს თვითიზოლაცია 12 დღის განმავლობაში. რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც ქვეყანაში შემოსვლისას წარმოადგენენ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფით პასუხს, მათ ექნებათ ვალდებულება, იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში 8 დღის განმავლობაში.

მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ექნებათ თვითიზოლაციის შესაძლებლობა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ შესაბამის საკარანტინო სასტუმროებში განთავსებას.

სხდომაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რაც გულისხმობს, როგორც ვაქცინის დროულ შემოტანას ასევე, ყველანაირი წინამოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე ლოგისტიკური კუთხით, რათა ქვეყანა მომზადებული შეხვდეს ვაქცინაციის პროცესის დაწყებას.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა COVAX პლატფორმასთან, ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდივიდუალურ მწარმოებლებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების მონაწილეობით.

სხდომაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლების კუთხით არსებული ვითარება და ის ნაბიჯები, რომლებიც დამატებითი რეანიმაციული საწოლფონდის მობილიზების კუთხით იდგმება.

აგრეთვე, მთავრობის მეთაურის დავალებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება 2-თვიანი გეგმის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების კონტროლი, მათ შორის, პირბადის ტარება და გადაადგილების შეზღუდვა. აღსრულების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე საბჭოს წევრებს დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა მიაწოდეს.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 143 376 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 121 621 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1342 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 1980 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3798 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 6397 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

Koordinasiya Şurasının qərarına əsasən, 2 aylıq məhdudiyyətlər planı çərçivəsində intensiv test proqramı həyata keçiriləcək - dövlət gündə 20 min test edəcək; Gürcüstan vətəndaşları üçün ölkəyə giriş rejimi dəyişir

Hökumətin Covid-19 idarə olunması prosesində təyin etdiyi 2 aylıq məhdudiyyətlər planı çərçivəsində ölkə daxilində intensiv bir test proqramı həyata keçiriləcək, eyni zamanda Baş nazir tərəfindən peyvənd mərhələsinə hazırlıq üçün xüsusi işçi qrupu yaradılıb; Gürcüstan vətəndaşları üçün giriş rejimi dəyişir, - qeyd olunan qərarlar bu gün Baş nazir Qiorqi Qaxariyanın rəhbərlik etdiyi Hökümət Administrasiyasında keçirilmiş Koronavirusla bağlı İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasında qəbul edilib.

İclasda qeyd olunub ki, dövlət gündə 20 minə yaxın test keçirəcək, buna özəl laboratoriyaların göstəriciləri əlavə olunacaq. Eyni zamanda, cavabı təxminən 20 dəqiqədə veriləcək antigen əsaslı testlərin istifadəsi xüsusilə genişləndiriləcək.

Hökümət başçısı yaradılan çətin epidemioloji vəziyyətə görə, gündəlik olaraq artan test sayının daha çox yoluxmuş şəxsin aşkarlanmasına kömək edəcəyini, bunun da virusun yayılmasını yavaşlatacağını və vəziyyəti mümkün qədər sabitləşdirəcəyini qeyd edib. Bu tədbirlərin məqsədi məhdudiyyətlərlə paralel olaraq, vətəndaşlara infeksiya vəziyyəti və onların sürətli dövriyyəsi barədə məlumat verməkdir, bu da yüngül və daha az ağır vəziyyətlərin özünütəcrid olunması, diqqət əlayiq halların covid-otellərinə yerləşdirilməsi və ağır və kritik halların xəstəxanaya yerləşdirilməsi deməkdir.

Baş nazirin tapşırığı ilə bu məqsədlə 2 ay ərzində həm mənbələr, həm də iş yükü baxımından bütün əlaqədar qurumlar səfərbər ediləcəkdir.

Ayrıca, Şuranın qərarına görə, Gürcüstan vətəndaşları üçün ölkəyə giriş rejimi də dəyişdiriləcək: Açıqlamaya görə, ölkəyə daxil olan və mənfi PCR testi gətirməyən bir vətəndaş artıq məcburi karantin otelinə aparılmayacaq, ancaq öz evində 12 gün özünütəcrid etməli olacaq. Ölkəyə gəldikdə 72 saat ərzində alınan PCR testin mənfi cavabını təqdim edən vətəndaşlara gəldikdə isə onlar 8 gün ərzində evlərində özlərini təcrid edəcəklər.

Ayrıca, özünü təcrid etmək imkanı olmayan vətəndaşlar üçün dövlət müvafiq karantin otellərində yer təmin edəcək.

İclasda peyvəndləmə mərhələsinə hazırlıq işlərinin gedişi də müzakirə olunub: Baş nazirin tapşırığına əsasən, peyvəndin vaxtında çatdırılması və həm infrastruktur, həm də maddi-texniki baxımdan ölkəni peyvənd prosesinə hazırlamaq üçün bütün hazırlıq işlərini özündə birləşdirən bütün müvafiq qurumların iştirakı ilə prosesi səmərəli idarə etmək üçün xüsusi işçi qrupu yaradıldı.

Milli Xəstəliklərə Nəzarət və Xalq Sağlamlığı Mərkəzinin rəhbəri Amiran Qamğrelidze, Baş nazirin tapşırığı ilə yanaşı COVAX platforması ilə peyvənd üzərində aktiv işlərin aparıldığını qeyd edib. Baş nazirin tapşırığına əsasən Xarici İşlər Nazirliyi və Gürcüstanın xaricdəki diplomatik nümayəndəliklərinin iştirakı ilə ayrı-ayrı istehsalçılar ilə fəal danışıqlar aparılır.

İclasda xəstəxana sektorundakı pulsuz çarpayılar baxımından mövcud vəziyyət və əlavə reanimasiya çarpayılarının səfərbər edilməsi üçün atılacaq addımlar da müzakirə edilib.

Ayrıca, hökumət başçısının tapşırığı ilə maska taxma və hərəkət məhdudiyyətləri də daxil olmaqla 2 aylıq plan çərçivəsində tətbiq olunan məhdudiyyətlərin yerinə yetirilməsinə nəzarət daha da ciddi nəzarət altına alınacaq. İcra tədbirləri barədə Daxili İşlər Nazirliyi və Əmək Müfəttişliyi İdarəsinin rəisi tərəfindən İdarə Heyəti üzvlərinə ətraflı məlumatlar verilib.

Ölkədə ilk koronavirusa yoluxma hadisəsi aşkarlandığından bugünə qədər 143 376 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 121 621 şəxs sağalmışdır. 1342 insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 1980 insan karantində, 3798 vətəndaş covid-otellərində, 6397 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.

Parlament sədri Arçil Talakvadzenin rəhəbrliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.

  • შეზღუდვების 2-თვიანი გეგმის ფარგლებში, იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა - დღეში სახელმწიფო 20 ათას ტესტს გააკეთებს; საქართველოს მოქალაქეებისთვის იცვლება ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი