სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ

23 ოქტომბერი 2020


Ge/Az

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ. ზედამხედველობას პირბადეების გამოყენებაზე, განსაკუთრებით იმ სივრცეებში, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ. როგორც საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, დადგენილი წესების 90%-ით შესრულების პირობებში, რომელიც მათ შორის პირბადის სწორად გამოყენებას მოიცავს, ინფექციის გავრცელების რისკი 70%-ით მცირდება. შესაბამისად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას, გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფთა ჯანმრთელობას.

საკოორდინაციო საბჭომ ასევე განიხილა ცხელი ხაზის გადატვირთულობასთან დაკავშირებული და პირველად ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები და მათი ეტაპობრივი აღმოფხვრის საკითხი. აღინიშნა, რომ ყველა შესაბამისი უწყება, საოპერაციო შტაბის კოორდინაციით, ჩართულია გამოკვეთილი ხარვეზების დროულად გამოსწორების პროცესში, შესაბამისად, ვითარება სულ უფრო უმჯობესდება.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს კლინიკებში არსებული მდგომარეობა. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი საწოლების მობილიზაციის კუთხით აქტიურ მუშაობას განაგრძობს. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დღეს დამატებით 400-ზე მეტი საწოლის მობილიზაცია განხორციელდება. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გათვალისწინებით, საწოლფონდი რეგიონების შესაბამისად გამოიყოფა. გარდა ამისა, საგარეჯოს, თეთრიწყაროს, ქუთაისის, ახალციხისა და ლანჩხუთის კლინიკებს „ცხელების ცენტრები“ დაემატება.

საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ კლინიკური მართვის ახალი მოდელი იძლევა საშუალებას, საჭიროების მიხედვით საწოლების საჭირო რაოდენობა არსებობდეს, რამდენადაც, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები, ოჯახის ექიმების მეთვალყურეობით, სახლში, ან ე.წ. „კოვიდ-სასტუმროებში“ მკურნალობენ, ხოლო სტაციონარში მძიმე პაციენტები რჩებიან.

ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის, PCR-ტესტის მსგავსი პროტოკოლით, ამიერიდან ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებიც გამოიყენება, რომელიც ზუსტად PCR-ტესტის მსგავსად ტარდება და დღეს უკვე აღიარებულია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციებით, ასევე - აშშ-ის წამლის სააგენტოს მიერ.

საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა სასწავლო პროცესის კლასებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ ინფიცირების შემთხვევებზე. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თითოეულ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილებები ოპერატიულად და ინდივიდუალურ რეჟიმში, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება. ამასთან, საბჭოს გადაწყვეტილებით, ვინაიდან ზოგიერთი საარჩევნო უბანი სკოლაშია განთავსებული, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი და შემდგომი სამუშაოების ჩატარების გამო, 28 ოქტომბრიდან, სავარაუდოდ ერთი კვირით, დროებით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება უმაღლეს სასწავლებლებსა და საბავშვო ბაღებზეც.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 562 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 9 751 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 183 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4 408 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 1 848 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 3 155 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

İdarələrarası Koordinasiya Şurası vətəndaşlara Tbilisi, Kutaisi və Batumidə açıq məkanda da qoruyucu maskadan istifadə etməyi qəti şəkildə tövsiyə edir

Baş nazir Qiorqi Qaxarianın rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurası vətəndaşlara qəti şəkildə tövsiyə edir ki, Tbilisi, Kutaisi və Batumidə açıq məkanlarda da qoruyucu maskadan istifadə etsinlər. Xüsusilə sosial məsafəni qorumaq mümkün olmadığı məkanlar olmaqla, qoruyucu maskadan istifadə olunmasına xüsusi qurumlar nəzarət edəcəklər. Koordinasiya Şurasının bugünkü iclasında qeyd olunduğu kimi qoruyucu maskadan düzgün istifadə etmək də daxil olmaqla müəyyən edilmiş qaydalara 90% əməl olunacağı halda infeksiyanın yayılma riski 70% azalır. Buna görə İdarələrarası Koordinasiya Şurası bir daha vətəndaşları müəyyən olunmuş qaydalara ciddi əməl etməyə, virusun yayılmasının qarşısının alınmasına dəstək olmağa, özlərinin və ətrafdakıların sağlamlığının qeydinə qalmağa çağırır.

Koordinasiya Şurası, həmçinin qaynar xəttin yüklənməsi ilə əlaqədar və ilkin səhiyyə sahəsində mövcud problemlər və onların mərhələli şəkildə aradan qaldırılması məsələsini də müzakirə etdi. Qeyd edildi ki, bütün müvafiq orqanlar əməliyyat qərargahının əlaqələndirməsi ilə aşkar edilmiş çatışmazlıqların vaxtında aradan qaldırılması prosesində iştirak edirlər, müvafiq olaraq vəziyyət tezliklə daha yaxşı olacaq.

Koordinasiya Şurasının iclasında, həmçinin klinikalarda mövcud vəziyyət də müzakirə edildi. Qeyd edildi ki, Səhiyyə Nazirliyi əlavə çarpayıların səfərbər olunması baxımından fəal şəkildə işləməyə davam edir. Səhiyyə naziri Ekaterine Tikaradzenin sözlərinə görə bugün Gürcüstan miqyasında 400-dən çox çarpayının səfərbər olunması həyata keçiriləcək.

Virusa yoluxanların sayının artması nəzərə alınaraq yataq fondu bölgələrə uyğun olaraq ayrılacaqdır. Bundan əlavə, Saqareco, Tetritskaro, Kutaisi, Axaltsixe və Lençxuti klinikalarına “hərarət mərkəzləri” əlavə ediləcək.

Şuranın iclasında bir daha vurğulanaraq qeyd olundu ki, yeni klinik idarəetmə modeli ki, ehtiyaclara uyğun olaraq lazımi sayda yataqların mövcud olmasına imkan verir, bir halda ki, yüngül və simptomsuz pasiyentlər ailə həkiminin nəzarəti altında evdə və ya “kovid-otellər”də, ağır xəstələr isə xəstəxanalarda qalırlar.

Bununla birgə epidemioloqların tövsiyələrinə əsaslanaraq şura koronavirus diaqnozu üçün PCR testə bənzər protokol ilə bundan sonra antiqen əsaslı sürətli testlərdən də istifadə edilməsinə qərar verdi, hansı ki, məhz PCR testə bənzər şəkildə həyata keçirilir və bugün artıq necə ki, Ümumdünya Səhiyyə Təşkilatının son tövsiyələrilə, eləcə də ABŞ-ın Dərman Agentliyi tərəfindən qəbul edilmişdir.

Koordinasiya Şurası tədris prosesinin siniflərdə və auditoriyalarda davam etdirilməsi şəraitində aşkarlanan yoluxma hallarını müzakirə etdi. Təhsil, Elm, Mədəniyyət və İdman Nazirliyinin verdiyi məlumata görə hər bir bu cür vəziyyətdə qərarlar dərhal və fərdi qaydada epidemioloqlarla məsləhətləşmə əsasında qəbul edilir. Bununla birgə bəzi seçki məntəqələri məktəblərdə yerləşdiyindən, seçki məntəqələri olan məktəblərin seçkilərə hazırlanması və müvafiq işlərin aparılmasına görə 28 oktyabrdan etibarən, təqribən bir həftəlik bu cür məktəblər müvəqqəti distant dərs rejminə keçəcəklər. Qeyd olunan qərar ali təhsil müəssisələri və uşaq bağçalarına da aid olunur.

Bugünkü göstəricilərə əsasən Gürcüstanda 24 562 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı aşkarlanmışdır ki, bunlardan 9 751 şəxs sağalmışdır. 41 Gürcüstan vətəndaşı müalicə üçün xaricdən Gürcüstana gətirilmişdir. 183 insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 4 408 insan karantində, 1 848 vətəndaş kovid-mehmanxanalarda, 3 155 şəxs isə stasionar nəzarət altındadır.

Parlament sədri Arçil Talakvadzenin rəhəbrliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მკაცრი რეკომენდაციით მიმართავს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ