სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას გააცნო

21 ოქტომბერი 2020


Ge/Az

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას გააცნო

ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდ-სასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ საავადმყოფოები გამოიყენოს მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებისთვის.

„კოვიდ-ინფიცირებულების მკურნალობა კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით, გრძელდება ბინაზე და კოვიდ-სასტუმროებში. ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაისვა ბოლო დღეების განმავლობაში და ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდ-სასტუმროებში ამ ადამიანებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მკურნალობს საავადმყოფოში, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ საავადმყოფოები გამოვიყენოთ მძიმე და ქრონიკული დაავადების მქონე ინფიცირებულებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ასაკში არიან და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება საავადმყოფოში მკურნალობა. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ინფიცირებულთა მაჩვენებლის ზრდა არის და ეს ზრდა გაგრძელდება ჩვენთანაც, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში და ჩვენ ვაგრძელებთ მართვის პროცესს, მათ შორის, კლინიკური მართვის ახალი მოდელის მიხედვით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, დღეიდან, ძალაში შედის წესი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, PCR ტესტის ფლობის შემთხვევაში, გადავლენ თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და ეს წესი ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეებს.

„ამ საკითხთან დაკავშირებითაც იყო გარკვეული სპეკულაციები და სიმართლე გახლავთ შემდეგი - ადამიანები, რომლებიც შემოვლენ PCR ტესტით და ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსულ საქართველოს მოქალაქეს, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ქვეყნები, რომლებთანაც ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე გვაქვს ურთიერთობა, ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე, ვისაც ექნება ტესტი წავა თვითიზოლაციაში, ნაცვლად კარანტინისა,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ეს ტყუილია და ემსახურება პანიკის დათესვას

„სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში ვრცელდება გარკვეული ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, თითქოს ზარებზე პასუხი არ ხდება მასიურად და ეს ადამიანები კონსულტაციას ვერ გადიან, მინდა დავამშვიდო საზოგადოება, შფოთის საფუძველი ნამდვილად არ არის, ამ ნაწილში განსაკუთრებით, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება, მარტივად რომ ვთქვათ არის ტყუილი და იმ ადამიანების მხრიდან, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებენ ალბათ ემსახურება პანიკის დათესვას“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში დღეს რეალურად 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი.

ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, არის ერთეული შემთხვევები, სადაც კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, მაგრამ ამას არ აქვს სისტემური ხასიათი.

„თვითიზოლაციაში, დღეს, რეალურად, 21 703 ადამიანი იმყოფება და თითოეულ ამ ადამიანთან კონტაქტზეა ოჯახის ექიმი. გასაგებია, რომ შეიძლება არის ერთეული შემთხვევები, სადაც ვთქვათ კონსულტაცია დაგვიანდა 1-2 საათით, ასეთი შემთხვევის შესახებ ზოგიერთი ადამიანი სოციალურ ქსელში წერს, მაგრამ ეს გახლავთ ერთეული შემთხვევები, ამ დარღვევებს არ აქვს სისტემური ხასიათი და ძალიან გთხოვთ, ამის გამო, ამ ერთეული შემთხვევების გამო არ ავყვეთ პანიკას. ექიმები მუდმივად კონტაქტზე იმყოფებიან თივითიზოლაციაში, ბინაზე, კოვიდ-სასტუმროებში მყოფ პირებთან, 11 033 აქტიური პაციენტი დღეს რომელიც არის და 21 000-ზე მეტი ადამიანი, რომელიც თვითიზოლაციაშია, რეალურად ეს ადამიანები ამ ხალხთან კონტაქტზე იმყოფებიან. რაც შეეხება ცრუ ინფორმაციებს, თხოვნა გვაქვს მაქსიმალური, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ არ დავუშვათ ამ ინფორმაციების გავრცელება ამ ფორმით, ყოველდღიურად ბრიფინგების ჩატარების ფორმატში. მოგეხსენებათ, პირველივე დღიდან მთავრობა იყო უპრეცედენტოდ გამჭვირვალე, დამერწმუნეთ, არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, მაგრამ თუ აპოკალიფსი იქნება, ჩვენ გამოვალთ და ამ ტრიბუნიდან ვიტყვით და ამისი პრობლემა საბჭოს არც ერთ წევრს არასდროს ჰქონია. სიმართლე არის ის, რასაც საბჭოს წევრები ყვებიან ამ ტრიბუნიდან, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს სიმართლე, ჩვენ ამის თქმას არ მოვერიდებით, ამიტომ გთხოვთ, რომ ინფორმაციის წყაროდ გამოიყენოთ ის, რაც აქ ითქმის, ის, რაც ოფიციალური წყაროებით ვრცელდება, რაც stopcov.ge -ზე დევს, რაზეც ეპიდემიოლოგები გესაუბრებიან და რაზეც საბჭოს წევრები საუბრობენ. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ პირველ რიგში სწორი ინფორმაცია მივიღოთ და მეორე - ერთობლივად ყველამ წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ ვირუსის გავრცელებას ერთიანად ვებრძოლოთ,“ - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

Hökumət Administrasiyasının rəhbəri  İdarələrarası Şuranın qərarları barədə mətbuata məlumat Verdi

Birmənalı şəkildə bildirmək istəyirik ki, virusa  yoluxanlara həm evdə, həm də covid-otellərində həkimlər nəzarət edir , evdə və oteldə müalicə bu insanların həkim nəzarəti olmadan qalması demək deyil, - İdarələrarası şuranın iclasından sonar keçrilən brifinqdə, Gürcüstan hökumət administrasiyasının rəhbəri Natia Mezvrişvili bildirib.

Onun sözlərinə görə, hökumət əlindən gələni etməyə çalışır ki, xəstəxanalar ağır və xroniki xəstəliyi olanlar üçün istifadə olunsun.

“Evdə və covid-otellərində yeni klinik idarəetmə modelinə əsasən  covidə yoluxmuş insanların müalicəsi davam edir. Son günlərdə bu mövzuda suallar verildi və birmənalı şəkildə bildirmək istərdik ki, bu insanlar həm evdə, həm də covid- otelləridə həkimlər tərəfindən nəzarətdədirlər, evdə və oteldə müalicə bu insanların həkim nəzarəti olmadan qalması demək deyil.

Xəstəxanada kimlərin müalicə olunduğuna gəlincə, ağır və xroniki xəstəlikləri olub virusa yoluxmuş şəxlərə, yaşlılara və  xəstəxanada ən çox müalicə almağa ehtiyacı olan insanlar üçün xəstəxanalardan istifadə etməyə çalışırıq. Ümumiyyətlə, yoluxmuş insanların sayının getdikcə artdığını və bu artımın dünyada olduğu kimi, bizdə də  davam edəcəyini  deyə bilərik və yeni klinik idarəetmə modeli daxil olmaqla idarəetmə prosesini davam etdirəcəyik ",- Natia Mezvrişvili bildirib.

Onun sözlərinə görə, bu gündən etibarən Gürcüstana daxil olan Gürcüstan vətəndaşlarının PCR testindən keçdikləri təqdirdə karantin yerinə özlərini təcrid etməyə keçəcəkləri qayda qüvvəyə minəcək.

Hökumət rəhbərinin sözlərinə görə, bu məsələ ilə bağlı bəzi fərziyyələr var idi və bu qayda istənilən ölkədən olan Gürcüstan vətəndaşlarına aiddir.

"Bu mövzuda bəzi fərziyyələr var idi və həqiqət budur - bir PCR testi ilə gələn insanlar və bu, hər hansı bir ölkədən gələn Gürcüstan vətəndaşlarına aiddir. Bu, yalnız qarşılıqlı əlaqələr qurduğumuz ölkələr demək deyil, hər hansı bir ölkədən gələn keçəcək Gürcüstan vətəndaşları testən keçdikdən sonra karantin əvəzinə özlərini təcrid etməyə gedəcəklər ",- Natia Mezvrişvili bildirib.

Onun sözlərinə görə, son vaxtlar yalan məlumatlar yayılıb, sanki yetərli çarpayı yoxdur, sanki insanlar evlərdə, otellərdədir və heç kim onları müalicə etmir. Hökumət rəhbərinin sözlərinə görə, bu yalandır və çaxnaşma yaratmağa səbəb olur.

“Təəssüf ki, son vaxtlar bəzi yalan məlumatlar yayılır, guya ki, çarpayı miqdarı yetərli deyil , sanki insanlar evlərdə, otellərdədir və heç kim onlarla müalicə etmir, zənglərə kütləvi şəkildə cavab verilmir və bu insanlarla məsləhətləşmədən keçə bilmirlər. Əhaliyi sakitləşdirmək istəyirəm, narahatlıq üçün heç bir səbəb yoxdur, xüsusən bu hissədə,  bütün bular həqiqətə uyğun gəlmir, sadə dillə desək, yalandır və bu məlumatları yayan insanlar, yəqin ki, çaxnaşma yaratmağa səbəb olurlar ",-Natia Mezvrişvili.

Onun sözlərinə görə, bu gün həqiqətən təcrid olunmuş 21 703 nəfər var və bu insanların hər biri ailə həkimi ilə təmasdadır.

Natia Mezvrişvili, konsultasiyanın 1-2 saat gecikdiyi bəzi halların ola biləcəyini, ancaq sistemli olmadığını qeyd etdi .

“Bu gün reallıqda 21 703 nəfər özünü təcridədir və bu insanların hər biri ailə həkimi ilə təmasdadır. Məsləhətləşmənin 1-2 saat gecikdiyi bəzi halların ola biləcəyi başa düşüləndir, bəzi insanlar bu kimi hallar barədə sosial şəbəkədə yazırlar, amma bunlar normal hallardır, bu kimi kallar sistematik xarakter daşımır və xahiş edirəm buna görə, bu  halları səbəbiylə  panika  yaratmayaq. Həkimlər evdə və covid-otellərində olan insanlarla daimi əlaqədədilər, Bu gün 11.033 aktiv xəstə ilə və özünü təcrid edən 21.000-dən çox insan əslində bu insanlarla təmasda olan insanlardır. Yalan məlumatlara gəldikdə, maksimum tələbimiz var, bu məlumatların gündəlik brifinqlər şəklində bu formada yayılmasına imkan verməmək üçün əlimizdən gələni edəcəyik. Bildiyiniz kimi, hökumət ilk gündən bəri görünməmiş dərəcədə şəffaf idi, inanın, bu sözü istifadə etmək istəmirəm, amma bir qiyamət varsa, çıxıb bu kürsüdən danışacağıq və heç bir məclis üzvünün bununla bağlı problem olmayıb. Həqiqət məclis üzvlərinin bu tribunadan söylədikləridir, bu həqiqət nə qədər acı olsa da, bunu söyləməkdən çəkinməyəcəyik, ona görə də xahiş edirəm burada deyilənləri, rəsmi mənbələr tərəfindən yayılanları, stopcov.ge saytını məlumat mənbəyi kimi istifadə edin. Epidemioloqların nədən danışdıqları və idarə heyəti üzvlərinin nədən danışdıqları barədə. Bu,  ilk növbədə doğru məlumat əldə etməyimizə kömək edəcək və ikinci - virusun yayılmasına qarşı birlikdə mübarizə aparaq və birlikdə töhfə verək ",-Natia Mezvrişvili bildirib.


  • მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები მედიას გააცნო