სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

10 სექტემბერი 2020


Ge/Az
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

ბოლო დღეების განმავლობაში, აშკარად ფიქსირდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ინფიცირების 57 შემთხვევა დღეს და 44 შემთხვევა გუშინ, პირდაპირ მიუთითებს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში ნელ-ნელა იცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ფაქტობრივად, ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა იწყება, თუმცა პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

„მეორე ტალღას ჩვენ ვვარაუდობდით შემოდგომაზე და ეს პროცესი, ფაქტობრივად იწყება. მთავარია, რომ პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, იმიტომ, რომ სიტუაციას სრულად ვმართავთ. ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, საქართველოს მთავრობამ, დროულად და სწრაფად გადადგა ნაბიჯები და ამ ნაბიჯების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო ვირუსის გავრცელების რისკების მართვა, ისევე, როგორც სოციალურ-ეკონომიკური და თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების ადაპტაცია ერთობლივად, ვირუსის მართვის პირობებში. მაგალითისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა დღეში აკეთებდა დაახლოებით 150 PCR ტესტს. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სისტემას შეუძლია, საშუალოდ, გააკეთოს 6-7 ათასი ტესტი და სულ მალე შესაძლებელი იქნება 10 000 ტესტის გაკეთება. იმისთვის, რომ სტრატეგია, რომელიც პირველი დღიდან ავირჩიეთ - სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ინფიცირებული ადამიანის სწრაფად, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება, მისი შესრულებისთვის მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება, რომლებიც ადამიანის საბაზისო მოთხოვნები არ არის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, თეატრების, კინოთეატრებისა და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა, რომელიც დაგეგმილი იყო 1-ელ ოქტომბერს, 1-ელ ნოემბრამდე გადაიდება.

„დღეიდან, 200-ზე მეტი ადამიანის შეკრება ღია ცის ქვეშ, სპორტული თუ კულტურული ღონისძიებებისთვის, იკრძალება. დახურულ შენობებში, დღეის მდგომარეობით, ისედაც აკრძალულია. ასევე იკრძალება რიტუალური ღონისძიებები. გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და შესაძლებელია, ჩვენი მოქალაქეების გაღიზიანებაც მოჰყვეს, მაგრამ საგულისხმო მაგალითია, ერთ-ერთი ქორწილით, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახელებ, რომელ რესტორანში, ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვექმნა, ერთი მზარდი კლასტერი ცაგერში, ერთი - ქუთაისში, ერთი - ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება სამწუხაროდ, იყო ქორწილი. ჩვენ იძულებული გავხდით, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ასევე იკრძალება ღამის კლუბების საქმიანობა ღია სივრცეებშიც.

„დახურულ სივრცეში ასეთი აკრძალვა ისედაც არსებობს. ესეც არის ვირუსის სწრაფი გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ღონისძიებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ამკრძალავი ღონისძიებები ვერანაირად შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

პრემიერ-მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ჰოსპიტალური სისტემის მზადყოფნასა და ხანდაზმულებზე, როგორც მაღალი რისკის ზონაში მყოფ ადამიანებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ იმ გეგმის მიხედვით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით ბოლო თვეების განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო და ჰოსპიტალური სისტემა სრულად არის მზად პაციენტების მისაღებად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხანდაზმულებს ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ავარიდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა მასწავლებლებს და სასწავლო დაწესებულების თანამშრომლებს მოუწოდა, 15 აგვისტოდან აჭარაში, ან სხვა, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მატარებელ რეგიონებში ყოფნის შემთხვევაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან.

„მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან იმყოფებოდნენ აჭარაში, ან ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ სხვა რეგიონებში, საქმის კურსში ჩააყენონ განათლების სამინისტრო, თავიანთი უწყებები და სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში სამსახურში გამოცხადებისგან თავი შეიკავონ,“- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მოუწოდა, გააძლიერონ თვითმონიტორინგის ხარისხი და პირველადი სიმპტომების გამოვლენისთანავე 112-ს მიმართონ.

„როგორც კი პირველად სიმპტომებს ვიგრძნობთ, პირველ რიგში უნდა ავკრიფოთ 112, მივმართოთ ექიმს და გარწმუნებთ, ამის შემდეგ პრობლემა არ იქნება. ჯანდაცვის სისტემა გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, თუმცა ყოველდღიური ელემენტარული წესები, პირბადის ტარება, დისტანცია, ის ნორმებია, რომლებიც სამწუხაროდ, გარკვეული პერიოდი ჩვენთან ერთად იქნება. როგორც ყოველთვის ვამბობდით, ვირუსთან ადაპტაცია, ვირუსის სწორი მართვა არის გასაღები იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს არც ერთ შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების შემოღება, ჩვენი ეკონომიკის გაჩერება და მინიმალური ზიანი მივაყენოთ ეკონომიკას, ისევე როგორც, პოლიტიკურ პროცესს,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ ასევე მოუწოდა დამსაქმებლებს, მაქსიმალურად იზრუნონ თითოეულ თანამშრომელზე, აწარმოონ თერმოსკრინინგი და გამოიყენონ მონიტორინგის სხვა ფორმები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად.

„კონტროლი სახელმწიფოს მხრიდან გამკაცრდება. ჯანდაცვის სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მთავრობის მიერ დაწესებული საკანონმდებლო ნორმები სრულად შესრულდეს. საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე და ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, იმისთვის, რომ არ მოგვიწიოს ეკონომიკისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესება. ეს არის თითოეული ჩვენგანის ძირითადი მიზანი და რა თქმა უნდა, ამ მიზანს უნდა მივაღწიოთ ერთად. როგორც აქამდე, საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ვირუსის მართვის და ვირუსის რისკების შემცირების კუთხით, ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთობლივი მუშაობით - მთავრობის, მოქალაქეების, ბიზნესის ყველა იმ ადამიანის, რომელსაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე ასევე გამოეხმაურა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების უნიკალური შანსს, “რვა ერის” ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ რაგბის მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით.

„რაგბის ეროვნულ ნაკრებს გაუჩნდა უნიკალური შანსი, „რვა ერის“ ყველაზე ცნობილ ჩემპიონატში მიიღოს მონაწილეობა. ეს იქნება ქართული რაგბის უდიდესი წარმატება. ეს არის ყველაზე მაღალი დონის შეჯიბრი მსოფლიოში, სადაც საქართველოს ნაკრებს ექნება შესაძლებლობა, დაუმტკიცოს ყველას, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ შევხვდით მორაგბეებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მიმდინარე ჩემპიონატი არ შეფერხებულიყო და ნორმალურად დაეწყოთ მათ შეჯიბრები, თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ფონდ „ქართუს“ პირდაპირი წვლილი. წლების განმავლობაში რომ არ ყოფილიყო რაგბის ეს მხარდაჭერა, ასეთ შედეგს ვერ მივაღწევდით. ინვესტიციები, რომელიც ფაქტობრივად მოშლილ, არარსებულ ინფრასტრუქტურაში ჩაიდო, დაახლოებით 200 მილიონი, მის შედეგებს ვიღებთ დღეს ჩვენ და გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ქართულმა რაგბიმ მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ რაგბი მართლა ჩვენი თამაშია. საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც რაგბის კავშირი, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შესაძლებლობა ქართველ მორაგბეებს მივცეთ და სულ რამდენიმე საათში შეიძლება ყველამ ერთად, გამარჯვება ვიზეიმოთ და თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდებ, რომ თუ ამას მივაღწიეთ, შემდეგ ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ქართულ რაგბის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Baş nazir hökumət iclasında açıqlamalar Verdi.
Son günlərdə yoluxmuşların sayında ciddi bir artım var. Bu gün 57 və dünən 44 infeksiya hadisəsi, ölkədəki epidemioloji vəziyyətin yavaş-yavaş dəyişdiyini birbaşa göstərir, - Gürcüstan hökumətinin iclasında Baş nazir Giorgi Qaxariya bildirib.

Hökümət başçısı qeyd etdi ki, əslində virusun yayılmasının ikinci dalğası başlayır, baxmayaraq ki, çaxnaşmaya səbəb yoxdur, çünki vəziyyət nəzarət altındadır.

"İkinci dalğanı payızda gözləyirdik və bu proses həqiqətən başlayır. Əsas odur ki, çaxnaşmaya səbəb yoxdur, çünki vəziyyəti tam nəzarətdə saxlayırıq. Epidemiyanın ilk günündən Gürcüstan hökuməti vaxtında və sürətli addımlar atdı və bu addımların ən vacib istiqamətlərindən biri virusun yayılma risklərini idarə etmək, eyni zamanda sosial-iqtisadi və hətta siyasi həyatı virusa uyğunlaşdırmaq idi. Məsələn, epidemiyanın ilk günlərində səhiyyə sistemimiz gündə təxminən 150 PCR testi edirdi.
Bu gündən etibarən səhiyyə sistemi orta hesabla 6-7 min test edə bilər və tezliklə 10.000 test etmək mümkün olacaq. "İlk gündən seçdiyimiz strategiyanın - sürətli aşkarlanması, sürətli müalicəsi və yoluxmuş bir insanın sosial və iqtisadi həyata qayıtması üçün, həyata keçirilməsində əsas insan tələbləri olmayan müəyyən məhdudiyyətlər qoymalıyıq" dedi Baş nazir.

Hökumət başçısının sözlərinə görə, oktyabrın 1-də planlaşdırılan teatrların, kinoteatrların və uşaq əyləncə mərkəzlərinin açılışı 1 noyabr tarixinə qədər təxirə salınacaq.

“Bu gündən etibarən 200-dən çox insanın açıq havada idman və ya mədəni tədbirlər üçün toplanması qadağandır. Ritual tədbirlər də qadağandır. Bunun bir az narahatlığa səbəb olduğunu və vətəndaşlarımızı qıcıqlandıra biləcəyini başa düşürük, ancaq bu, Tbilisidə keçirilən toylardan birində hansının adını çəkməyəcəyəm, həqiqətən beş nəfərdə təstikləndi, biri Tsageri, biri Kutaisi, biri - Zuqdididə və s.
Bu bölgələrdə infeksiyaların artacağını gözləyirik və bunu yayan əsas hadisə, təəssüf ki, toy idi. Bənzər ritualları qadağan etmək üçün sərəncama 10-dan çox adam əlavə etmək məcburiyyətində qaldıq. Bu, vətəndaşlarımızın sağlamlığının qorunmasına yönəlib "dedi Giorgi Qaxaria.
Hökumət başçısının sözlərinə görə, açıq yerlərdə gecə klublarının fəaliyyəti də qadağandır.
“Belə bir qadağa artıq qapalı bir məkanda mövcuddur. "Bunlar həm də virusun sürətli yayılması üçün yüksək riskli tədbirlərdir" dedi Baş Nazir.
Giorgi Qaxaria, məhdudlaşdırmanın seçki təşviqatı və təşviqatını maneə törətməyəcəyi üçün seçki təşviqatı və təşviqat üçün tətbiq olunmadığını vurğuladı.
Baş nazir ayrıca xəstəxana sisteminin və yaşlı insanların yüksək riskli insanlar kimi hazırlığına diqqət yetirdi.

"Son aylarda həyata keçirdiyimiz plana görə, Səhiyyə Nazirliyi və xəstəxana sistemi xəstələri qəbul etməyə tam hazır olsa da, yaşlılarımızın virusa yoluxmaması üçün əlimizdən gələni etməliyik. Bu çox vacibdir "dedi Giorgi Qaxaria.

Hökümət başçısı təhsil müəssisəsinin müəllim və işçilərini 15 avqustdan etibarən Acarıstanda və ya yüksək epidemioloji riski olan digər bölgələrdə iş üçün hesabat verməkdən çəkinməyə çağırdı.
"Son 2 həftədə Acariyada və ya 15 avqustdan bəri və ya epidemioloji riskli digər bölgələrdə olan bütün insanları, ilk növbədə müəllimləri və ya təhsil müəssisələrinin işçilərini Təhsil Nazirliyini, qurumlarını və tədris ilinin ilk iki həftəsini məlumatlandırmağa çağırıram. Baş nazir "Uzun müddət xidmətlərini elan etməkdən çəkinməlidirlər" dedi Baş Nazir.

Giorgi Qaxaria, vətəndaşları özünütəzarət keyfiyyətini gücləndirməyə və ilkin simptomlar ortaya çıxan kimi 112 nömrəsinə zəng etməyə çağırdı.

"İlk dəfə simptomları hiss edən kimi əvvəlcə 112 nömrəsini yığmalı, bir həkimə müraciət etməliyik və bundan sonra heç bir problem olmayacaq. Səhiyyə sistemi vətəndaşlarımızın sağlamlığını qorumaq üçün hər addımı atır, bununla birlikdə gündəlik ibtidai qaydalar, örtük geyinmək, məsafə, təəssüf ki, bir müddət yanımızda olacaq normalardır.
"Hər zaman söylədiyimiz kimi, virusa uyğunlaşmaq, virusu düzgün idarə etmək, hər halda ciddi iqtisadi məhdudiyyətlərdən qaçınmaq, iqtisadiyyatımızı dayandırmaq və iqtisadiyyata, həm də siyasi prosesə minimum ziyan vurmaq üçün açardır" dedi Baş Nazir.
Giorgi Qaxaria, işəgötürənləri hər bir işçiyə maksimum qayğı göstərməyə, termosekrinq keçirməyə və sağlamlıqlarını izləmək üçün digər monitorinq formalarından istifadə etməyə çağırdı.

“Dövlət tərəfindən nəzarət gücləndiriləcək. Səhiyyə Nazirliyi və əlaqədar qurumlar hökumətin təyin etdiyi qanunvericilik normalarına tam riayət etmək üçün əllərindən gələni edəcəklər. Nəticədə, hamımız həmvətənlərimizə qayğı göstərməliyik və iqtisadiyyata ciddi məhdudiyyətlər qoymamağımız üçün birlikdə qayğı göstərməliyik. Bu, hər birimizin əsas məqsədidir və əlbəttə ki, bu hədəfə birlikdə nail olmalıyıq."Əvvəllər olduğu kimi, Gürcüstan virus idarəçiliyi və virus riskinin azaldılması üçün ən yaxşı nümunələrdən biri idi.

Giorgi Qaxaria, Gürcüstan reqbi yığmasının hökumət iclasında "Səkkiz Millət" in ən məşhur çempionatında iştirak etmək üçün misilsiz fürsətinə də cavab verdi.
Hökumət başçısına görə, Bidzina İvanişvilinin və Kartu Fondunun dəstəyi olmadan illərdir belə bir nəticəyə nail ola bilməzdik.

"Milli raqbi komandası" Səkkiz Millət "in ən məşhur çempionatında iştirak etmək üçün misilsiz bir şans qazandı. Bu, Gürcüstan raqbisinin ən böyük uğuru olacaqdır. Bu, Gürcüstan komandasının raqbinin həqiqətən bizim oyunumuz olduğunu hər kəsə sübut etmək fürsəti tapacağı dünyanın ən yüksək səviyyəli yarışmasıdır. Bir neçə gün əvvəl raqbi oyunçuları ilə tanış olduq. Mövcud çempionatı təxirə salmamaq və yarışlarına normal başlamağa əlimizdən gələni etdik, amma burada cənab Bidzina İvanişvilinin və Kartu Fondunun birbaşa töhfəsini qeyd etməliyik.
İllərdir raqbinin dəstəyi olmasaydı, belə bir nəticə əldə etməzdik. Əslində xarab olmuş, mövcud olmayan bir infrastruktura qoyulmuş investisiyalar, təxminən 200 milyon, nəticələrini bu gün əldə edirik və bizə Gürcüstan raqbisinin dünyaya raqbinin həqiqətən oyunumuz olduğunu sübut etməsinə imkan verir.
"Gürcüstan hökuməti, eləcə də Reqbi Birliyi bu fürsəti gürcü reqbi oyunçularına vermək üçün əlindən gələni edir və bir neçə saat içində hamımız birlikdə qeyd edə bilərik və hər birimizi gürcü reqbini birlikdə dəstəkləməyə çağırıram" dedi. Giorgi Qaxaria.
 


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა