სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

09 სექტემბერი 2020


Ge/Az/Am
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

თეატრები და კინოთეატრები, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრები პირველი ნოემბრიდან გაიხსნება; 10 სექტემბრიდან იკრძალება ე.წ. სოციალური თუ სარიტუალო ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და სხვა, მათ შორის ღია სივრცეში; 10 სექტემბრიდან, ღია ცის ქვეშ დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა რაოდენობა 200 ადამიანამდე იზღუდება; თუმცა აღნიშნული შეზღუდვები საარჩევნო აგიტაციასა და პოლიტიკურ პროცესზე არ გავრცელდება; ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭომ სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების რეკომენდაცია გასცა, - აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მიიღო.

დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ისაუბრა.

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი საბჭოს გასულ სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თეატრებსა და კინოთეატრებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება 15 სექტემბრიდან იგეგმებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მათი გახსნა, ისევე, როგორც ბავშვთა გასართობი ცენტრების ფუნქციონირების განახლება, 1-ელ ნოემბრამდე გადაიდო.

გარდა ამისა, სარიტუალო ღონისძიებების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე მოქმედი შეზღუდვა ღია სივრცეებზეც გავრცელდება, კერძოდ, 10 სექტემბრიდან, ე.წ. სოციალური ღონისძიებები, როგორებიცაა იუბილე, ქორწილი, ქელეხი და ა.შ, სრულად აიკრძალება.

„ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ საყურადღებოა, შესაბამისად, უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალკეული შეზღუდვების დაწესების და კონკრეტული რეგულაციების გამკაცრების შესახებ, რაც 10 სექტემბრიდან შევა ძალაში. გვესმის, რომ დისკომფორტი შეიძლება შეექმნათ იმ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული გეგმები გააჩნდათ, მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ მდგომარეობას და ხვალიდან სოციალური ღონისძიებები აიკრძალება - იგულისხმება ქორწილები, ქელეხები, იუბილეები. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში დღეის მდგომარეობითაც მოქმედებს, თუმცა ხვალიდან ღია სივრცეებზეც გავრცელდება “, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

რაც შეეხება ღია ცის ქვეშ დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს, მათზე დამსწრე აუდიტორიის მაქსიმალური რაოდენობა 200 ადამიანით განისაზღვრა.

ასევე, 10 სექტემბრიდან იკრძალება კულტურული და სპორტული ღონისძიებები 200-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით, აღნიშნული რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული სანქციები.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება საარჩევნო პროცესსა და აგიტაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.

საბჭო საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან წესები, რაც გულისხმობს, როგორც 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვას, ისე პირბადის გამოყენებას ყველგან, სადაც ეს, მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სავალდებულოა.

„ვაცნობიერებთ, რომ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და რა თქმა უნდა, ყველა ის შეზღუდვა, რომელიც ეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, საარჩევნო აგიტაციას არ ეხება,“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ წესები, გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადეები და დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, გამკაცრდება დადგენილი რეგულაციების აღსრულების კონტროლი.

„პირბადეების გამოყენება მკაცრად გაკონტროლდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ. კიდევ უფრო აქტიურად იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია. მოგეხსენებათ, პირბადეების ტარება სავალდებულოა მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, დახურულ სივრცეებში, საერთო სარგებლობის ლიფტებში და ა.შ. რისი აღსრულებაც აქტიურად გაკონტროლდება და მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაიცვან დადგენილი წესები“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ამასთან, ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გასცა რეკომენდაცია სკოლებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმების შესახებ.

საბჭომ ასევე მიიღო გადაწყვეტილებები კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით. კერძოდ, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები მკურნალობას საკარანტინო სივრცეში განაგრძობენ. ამ მიზნით შესაბამისი სასტუმროები სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამოიყო. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არასრულწლოვნები, 65 წელს გადაცილებული და სხვა თანმხლები ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სასტუმროებში სამკურნალოდ არ გადავლენ.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1773 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1325 პირი გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაცვლილია 19 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarına əsasən, epidemioloji vəziyyətlə əlaqədar əlavə məhdudiyyətlər tətbiq ediləcək.

Teatr və kinoteatrlar, eləcə də uşaq əyləncə mərkəzləri 1 noyabrdan etibarən açılacaqdır; 10 sentyabrdan etibarən sözdə Açıq havada daxil olmaqla ildönümləri, toylar, toylar və s. Kimi sosial və ya ritual tədbirlər; 10 sentyabrdan etibarən açıq səma altındakı mədəni və idman tədbirlərində iştirak edənlərin sayı 200 nəfərlə məhdudlaşacaq; Lakin bu məhdudiyyətlər seçki təşviqatına və siyasi prosesə şamil edilmir; Sağlamlıq təhlükəsizliyi səbəbindən Koordinasiya Şurası məktəblərdəki mərasim tədbirlərinin ləğv edilməsini tövsiyə etdi, - qərar epidemioloji vəziyyətlə əlaqədar Gürcüstanın Baş naziri Giorgi Qaxariyanın rəhbərlik etdiyi qurumlararası Koordinasiya Şurası tərəfindən qəbul edildi.

Hökumət administrasiyasının rəhbəri, İdarələrarası Koordinasiya Şurasının iclasından sonra keçirilən brifinqdə əlavə məhdudiyyətlərin qoyulması barədə danışdı.

Ayrıca, 10 sentyabrdan etibarən 200-dən çox insanın iştirakı ilə mədəni və idman tədbirləri qadağan ediləcək və bu qaydalara uyğun gəlmədiyi təqdirdə qanunla nəzərdə tutulmuş sanksiyalar tətbiq olunacaq.

Qurumlararası Koordinasiya Şurasının qərarı ilə tətbiq olunan məhdudiyyətlər seçki prosesi və təşviqatla əlaqəli fəaliyyətlərə şamil edilmir.
Şura, seçki subyektlərini yüksək vətəndaş məsuliyyəti göstərməyə və 2 metrlik sosial məsafənin qorunmasına, habelə hökumətin fərmanı ilə məcburi olduğu yerdə pərdənin istifadəsinə dair qaydalara mümkün qədər əməl etməyə çağırır.
“Biz seçki kampaniyasının davam etdiyini başa düşürük və təbii ki, mədəni və idman tədbirlərinə qoyulan məhdudiyyətlərin hamısı seçki təşviqatına şamil edilmir" dedi hökümət rəhbərliyi.

Qurumlararası Koordinasiya Şurası vətəndaşları mümkün qədər qaydalara riayət etməyə, yüksək mülki məsuliyyət göstərməyə, şəxsiyyətləri geyinməyə və məsafələrini saxlamağa çağırır.
Bundan əlavə, müəyyən edilmiş qaydaların icrası üzərində nəzarət gücləndiriləcəkdir.
“Şəxsi əşyaların istifadəsi aidiyyəti dövlət qurumları tərəfindən ciddi nəzarətə alınacaq. Həm polis, həm də əmək müfəttişliyi daha da fəal işləyəcək. Bildiyiniz kimi, ictimai nəqliyyatda, qapalı yerlərdə, ictimai liftlərdə və s. İcrasına fəal nəzarət ediləcək və yanaşma mümkün qədər sərt olacaqdır. Buna görə hər kəsi müəyyən edilmiş qaydalara riayət etməyə çağırırıq "dedi - Natia Mezvrişvili. Bununla birlikdə, sağlamlıq səbəbi ilə İdarələrarası Koordinasiya Şurası məktəblərdə rəsmi tədbirlərin ləğvi üçün bir tövsiyə verdi.

İdarə heyəti, eyni zamanda yoluxmuş xəstələrin sağlamlıq vəziyyətinin idarə olunması ilə bağlı qərarlar da verdi. Xüsusilə, koronavirusa yoluxmuş simptomları olmayan xəstələr karantin bölgəsində müalicəyə davam edirlər. Bu məqsədlə üç böyük şəhərdə - Tbilisi, Batumi və Kutaisidə müvafiq otellər ayrılmışdır.

İşğal olunmuş ərazilərdən Məcburi Köçkünlərin Naziri Ekaterine Tikaradzenin sözlərinə görə, 65 yaşdan yuxarı yetkinlik yaşına çatmayan uşaqlar və digər xroniki xəstəlikləri olan xəstələr otellərdə müalicə almayacaqlar.

Bugünkü məlumatlara görə, Gürcüstanda 1773 laboratoriyada təsdiqlənmiş koronavirus infeksiyası hadisəsi aşkar edildi, onlardan 1325 nəfər sağaldı. 41 Gürcüstan vətəndaşı xaricdən müalicə üçün Gürcüstana köçürüldü. 19 nəfər dünyasını dəyişdi.
Bu mərhələdə 5882 nəfər karantin altındadır və 390 nəfər nəzarət altında xəstəxanadadır.

Archil Talakvadzenin sədrlik etdiyi Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərlik etdiyi İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edir.

Միջգերատեսչական համակարգող խորհրդի որոշման համաձայն `համաճարակաբանական իրավիճակի պատճառով լրացուցիչ սահմանափակումներ կսահմանվեն:

Նոյեմբերի 1-ից կբացվեն թատրոնները և կինոթատրոնները, ինչպես նաև մանկական ժամանցի կենտրոնները;
Սեպտեմբերի 10-ից այսպես կոչված Սոցիալական կամ ծիսական միջոցառումները, ինչպիսիք են հոբելյանները, հարսանիքները, հոգեհաց և այլն, ներառյալ բաց երկնքի տակ.

Սեպտեմբերի 10-ից բացօթյա մարզական և մշակութային իրադարձություններին ներկա գտնվողների առավելագույն թիվը սահմանվել է 200 մարդ։
Առողջության անվտանգության պատճառով Համակարգող խորհուրդը առաջարկեց դպրոցներում վերացնել հանդիսավոր միջոցառումները:
Միջգերատեսչական համակարգող խորհրդի որոշմամբ սահմանված սահմանափակումները չեն տարածվում ընտրությունների գործընթացի և ագիտացիայի հետ կապված գործունեության վրա:

Խորհուրդը կոչ է անում ընտրական սուբյեկտներին ցուցաբերել բարձր քաղաքացիական պատասխանատվություն և հնարավորինս պահպանել կանոնները, որոնք ներառում են 2 մետրանոց սոցիալական հեռավորության պաշտպանություն, ինչպես նաև դիմակի օգտագործումը, որտեղ դա պարտադիր է կառավարության որոշմամբ:

Միջգերատեսչական համակարգող խորհուրդը կոչ է անում քաղաքացիներին հնարավորինս պահպանել կանոնները, ցուցադրել քաղաքացիական բարձր պատասխանատվություն, լրեն դիմակներ և պահպանել սոցիալական հեռավորությունը: Բացի այդ, խստացվելու է սահմանված կանոնակարգերի կատարման նկատմամբ վերահսկողությունը.


  • უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება