სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

გიორგი გახარია - დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, როგორც ვამბობდით, მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ

02 სექტემბერი 2020


Ge/Az

გიორგი გახარია - დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, როგორც ვამბობდით, მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ

დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, ალბათ, რეკორდული მაჩვენებელი. აქედან, ბათუმი არის 22, ერთი დაწესებულებიდან. რეალურად, ისე მიდის, როგორც ვპროგნოზირებდით და ვამბობდით - მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს, მთავარი ამოცანა, ამ პროცესის მინიმალური რისკებით მართვაა.

„ყველაზე მთავარი არის ის, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება სასწავლო წელი. სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, მობილობა კიდევ უფრო გაიზრდება, განსაკუთრებით, მსხვილ ქალაქებში. აქ, სრული მობილიზება მართებს, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მუნიციპალიტეტებს, ეპიდემიოლოგებს, განათლების სამინისტროს, იმისთვის, რომ ეს პროცესი ვმართოთ მინიმალური რისკებით. თუმცა, გასაგებია და ყველა ვხედავთ, რომ ეს ზომები, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესი გახდა - პირბადე, სოციალური დისტანცია და ა.შ. ამას ნელ-ნელა ხალხი ივიწყებს. ამიტომ, ამაზე გვჭირდება, ძლიერი საინფორმაციო ნაბიჯების გადადგმა და ეს, აუცილებლად უნდა მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე, მოქალაქეებამდე, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ჩვენი თანამოქალაქეებისადმი. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია დახურულ სივრცეებში, სამწუხაროდ, არის აუცილებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები, იმისთვის, რომ ეპიდემია ვმართოთ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე ვაკეთებდით და იმისთვის, რომ ეკონომიკას მივცეთ შესაბამისი აღდგენის შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და აქ, სახუმარო არაფერი არ არის. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ერთმანეთის წინაშე, პირველ რიგში, ბავშვების და შემდეგ უკვე ჩვენი ხანდაზმულების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, სპეციალური საკარანტინო ზომები ბათუმში არ ცხადდება და ჩაკეტვაზე საუბარი არ არის.

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია ეპიდემიასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს დანარჩენ საქართველოსთან შედარებით მძიმდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სპეციალურ საკარანტინო ზომებს ბათუმში არ ვაცხადებთ და ბათუმის ჩაკეტვაზე საუბარი არ არის,“ - აღნიშნა პრემიერმა.

მისივ თქმით, დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში.

„მოგეხსენებათ, რომ ბათუმში დაფიქსირებული შემთხვევებიდან ეს 22 ადამიანი გვყავს კვების ობიექტიდან. დღეს ბათუმში კონცენტრირებულია საკმაოდ მაღალი რაოდენობა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც ისვენებენ და აქ ყურადღებაა გასამახვილებელი, გასაძლიერებელია ტესტირება ბულვარში და სხვადასხვა წერტილებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, როგორც მთავრობის მეთაურმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, მესტია-ლენჯერში დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში სიტუაცია შედარებით დამძიმდა, მესტია-ლენჯერის რაიონში ჩვენ მოსალოდნელ ეპიდემიურ აფეთქებას გავართვით თავი და მართვა შევძელით ეფექტურად, ამიტომ, აქ რა თქმა უნდა, დღეიდან ყველანაირი შეზღუდვები უქმდება, იმიტომ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას გვაძლევს. ყველამ უნდა ვიზრუნოთ ახლა იმაზე, რომ ბათუმში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დამძიმება არ გადაეცეს სხვა ქალაქებს, სადაც დამსვენებლები დაიწყებენ დაბრუნებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე, მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის.
მისივე განცხადებით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის. საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა შესაბამის სამსახურებს, უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდა.

„ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, იმიტომ, რომ სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა, აგრეთვე, ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200 ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული და ამ განცხადებების დაკმაყოფილება დღეიდან დაიწყო.

„სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის ნაბიჯებს, განსაკუთრებით, ბავშვების. დღეის მდგომარეობით, 18 წლამდე ბავშვების 200 ლარიან სოციალურ დახმარებაზე 857 000 განაცხადია შემოსული. ამ განცხადებების დაკმაყოფილება დაიწყო დღეიდან,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებს ევალებათ, 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განცხადებებიც ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილდება.

„შესაბამის უწყებებს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროში ევალებათ 1 კვირაში სრულად დასრულდეს მოქალაქეების ანგარიშებზე სოციალური განაცემების გადარიცხვა იმისთვის, რომ სოციალურ ფაქტორთან ერთად, მნიშვნელოვანია, ეს დახმარება ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ სასწავლო წლის დაწყებამდე. მოგეხსენებათ, რეგისტრაცია გაგრძელდება 1 დეკემბრამდე და ახალი განაცხადებიც, რომლებიც ეტაპობრივად შემოვა 1 დეკემბრამდე, რა თქმა უნდა, იქნება უახლოეს პერიოდში დაკმაყოფილებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალშობილებიც პირველ დეკემბრამდე ამ დახმარებას მიიღებენ,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Qiorqi Qaxaria – Bugün 38  virusa yoluxma halı var, dediyimiz kimi hərəkətliliyin artması ilə birgə yoluxanların sayı artır, əsas vəzifəmiz bu prosesi minimal risklərlə idarə etməkdir

“Bugün 38 nəfərin yoluxması halı var, yəqin ki, rekord saydır. Buradan 22-si Batumidən, bir qurumdandır. Əslində proqnozlaşdırdığımız və dediyimiz kimi davam edir – hərəkətliliyin artması ilə bərabər yoluxmuş insanların sayı artır” – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria İdarələrarası Koordinasiya Şurasının bugünkü iclasında bəyan etdi.

Hökumət başçısı bugün əsas vəzifənin bu prosesi minimal risklərlə idarə etmək olduğunu vurğuladı.
“Ən vacibi odur ki, yaxın gələcəkdə tədris ili başlayacaq. Tədris ilinin başlaması ilə hərəkətlilik, xüsusilə də böyük şəhərlərdə daha da artacaq. Burada bu prosesi minimal risklərlə idarə etmək üçün necə ki, Səhiyyə Nazirliyinin, eləcə də Daxili İşlər Nazirliyinin, munisipalitetlərin, epidemioloqların, Təhsil Nazirliyinin tam səfərbər olunması lazımdır. Lakin hamımız görürük ki, gündəlik həyat tərzimizə çevrilmiş tədbirlər – qoruyucu maska və sosial məsafə və s. kimi qaydaları insanlar yavaş-yavaş unudurlar. Buna görə də bununla bağlı güclü məlumatlandırma addımları atmağa ehtiyacımız var və mütləq xalqımıza, vətəndaşlarımıza çatdırmalıyıq ki, bu, hər birimizin vətəndaşlarımız qarşısında məsuliyyətidir. Buna görə də hamımız anlamalıyıq ki, epidemiyanı indiyə qədər etdiyimiz kimi təsirli şəkildə idarə etmək və iqtisadiyyata müvafiq bərpa olunma imkanı vermək üçün qapalı məkanlarda qoruyucu maska, sosial məsafə zəruridi və gündəlik həyatımızın müşayət edən bir qaydadır. Bütün bunlar çox vacibdir və burada zarafatla bağlı heç nə yoxdur. Bunu ciddiyə almalıyıq və hamımız anlamalıyıq ki, bir-birimiz, əvvəlcə uşaqlar və sonra qocalar qarşısında məsuliyyət daşıyırıq” – Baş nazir bəyan etdi.

Hökumət başçısının dediyinə görə bugünə olan vəziyyətə görə 38 yeni yoluxma halının aşkarlanmasına baxmayaraq, məktəb prosesinin təxirə salınması barədə heç bir şey danışıla bilməz.
Onun sözlərinə görə məktəblərdə tədris prosesi sentyabrın 15-də başlamalıdır və bunun üçün Təhsil və Səhiyyə Nazirlikləri tam səfərbər edilməlidirlər.
“Bugün 38 yoluxmuş insanın aşkarlanmasına baxmayaraq, əlbəttə ki, məktəb prosesinin təxirə salınması barədə heç bir söhbət yoxdur. Söhbət məktəblərdə tədris prosesinin sentyabrın 15-də başlamalı olduğundan gedir. Bunun üçün Təhsil Nazirliyi və Səhiyyə Nazirliyi tam səfərbər olmalıdır. Tədris prosesi üçün heç bir riskin yaranmaması üçün biz burada yüksək məsuliyyət daşıyırıq. Bunun üçün təhsil müəssisələrində müvafiq tədbirlərə ciddi riayət etmək lazımdır” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Baş nazir müvafiq xidmətləri təhlükəsizlik tədbirlərini sərtləşdirməyə çağırdı.
“Şəhərin icra hakimiyyətini ictimai nəqliyyatda, ticarət obyektlərində tətbiq olunan normalar, burada olan yanaşmanı sərtləşdirməyə çağırıram, çünki sentyabr ayıdır, tətildə olub dincələnlər şəhərə qayıdır, gündəlik həyata, işləməyə başlayırlar və burada müəyyən müddət, təəssüf ki, müəyyən bənzər məhdudiyyətlər və narahatlıqlarla yaşamalı olduğumuza alışmalıyıq” – Qiorqi Qaxaria dedi.

Baş nazir bugünə qədər 18 yaşa qədər uşaqların 200 larilik sosial yardımı üçün 857 000 müraciətin daxil olduğu və ərizələr əsasında yardımın verilməsinə bugündən başlanıldığı faktına diqqət çəkdi.
“Bildiyiniz kimi tədris ilinin başlanması ilə əlaqədar olaraq vətəndaşlarımızın, xüsusən də uşaqlarımızın sosial dəstək addımlarını davam etdiririk. Bugünə olan vəziyyətə görə 18 yaşa qədər uşaqları 200 larilik sosial yardımı ilə əlaqədar 857 000 ərizə daxil olmuşdur. Bu ərizələrin əsasında yardımın verilməsinə bugündən başlanılmışdır” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.

Onun sözlərinə görə Gürcüstanın İşğal olunmuş ərarizlərdən Məcburi Köçkünlər, Əmək, Səhiyyə və Sosial Müdafiə və Maliyyə Nazirlikləri bir həftə ərzində vətəndaşların hesablarına sosial müavinətlərin köçürülməsini tam başa çatdırmağa borcludurlar.
Bununla birgə hökumət başçısı bir daha qeyd etdi ki, qeydiyyat dekabrın 1-dək davam edəcək və yeni ərizələrə də mərhələli şəkildə, ən qısa müddətdə baxılacaq və yardım köçürüləcək.
“Müvafiq qurumlar, Səhiyyə Nazirliyi və Maliyyə Nazirliyi bir həftə ərzində sosial müavinətlərin vətəndaşların hesabına köçürülməsini tam başa çatdırmaq məcburiyyətindədirlər, belə ki, sosial faktorla yanaşı, vətəndaşlarımızın bu yardımı tədris ili başlayanadək almaqları vacibdir. Bildiyiniz kimi qeydiyyat 1 dekabr tarixinə qədər davam edəcək və o tarixədək mərhələli şəkildə daxil olan yeni ərizələr də ən qısa müddətdə öz tədiqini tapacaq, bu da o mənaya gəlir ki, yeni doğulmuş körpələr də 1 dekabradək bu yardımı alacaqlar” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.


  • გიორგი გახარია - დღეს გვყავს 38 ინფიცირებული, როგორც ვამბობდით, მობილობის ზრდასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს პროცესი მინიმალური რისკებით ვმართოთ