სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს

17 აგვისტო 2020


Ge/Az
✅ 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს სპეციალურ პორტალზე http://daxmareba.moh.gov.ge/

დახმარება გაიცემა, ბავშვის ერთ-ერთი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების საფუძველზე.

რეგისტრაცია პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება.

დახმარების გაცემა დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბრიდან.

► იმ შემთხვევაში, თუ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობებს;
„ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

✅ ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი);

მობილური ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება.

► იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება ბავშვის დაბადების მოწმობის ატვირთვა.

► იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ვერ ხდება ბავშვსა და კანონიერ წარმომადგენელს შორის ურთიერთკავშირის დადასტურება, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისას საჭირო გახდება მეურვედ/მზრუნველად დანიშვნის გადაწყვეტილების ატვირთვა.

✅ ელექტრონულ პორტალზე შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.

✅ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1505.

17 წლის ასაკის ჩათვლით თითოეულ ბავშვზე 200-ლარიანი დახმარების გაცემა StopCov ფონდში საქართველოს მოქალაქეებთან, ბიძინა ივანიშვილთან და ბიზნესთან ერთად ფინანსების მობილიზების შედეგად გახდა შესაძლებელი.

რეგისტრაცია 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი და თუკი ბავშვი ამ პერიოდში დაიბადება, მშობელს შესაძლებლობა აქვს, რომ სახელმწიფოსგან 200 ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია გაიაროს.

პროგრამა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათი სოციალური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის III ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.

✅ 0 ilə 17 yaş arası (17 yaş daxil olmaqla) uşaqlar üçün 200 larilik yardım almaq üçün qeydiyyat xüsusi portalda - http://daxmareba.moh.gov.ge/ davam edir.

Yardım uşağın valideynlərindən və ya qanuni nümayəndələrindən biri tərəfindən elektron portalda ərizənin doldurulması əsasında verilir.

Qeydiyyat dekabrın birinədək davam edəcək.
Yardımın verilməsi cari ilin sentyabr ayından başlayacaq.

► Əgər şəxs elektron portalda qeydiyyatdan keçə bilmirsə, bunlardan birinə müraciət eməlidir:
Sosial Xidmət Agentliyinin istənilən ərazi şöbəsinə;
Gürcüstan Ədliyyə Nazirliyinin Ədliyyə Evləri və İctimai Mərkəzlərinə;
Gürcüstan Regional İnkişaf və İnfrastruktur Nazirliyi və yerli özünüidarəetmə orqanlarına;
Liberti Bank filiallarına.

✅ Elektron portalda aşağıdakı məlumatlar yerləşdirilməlidir:
Uşağın adı, soyadı, doğum tarixi, şəxsi nömrəsi;
Valideynin/qanuni nümayəndənin adı, soyadı, şəxsi nömrəsi;
Valideynin/qanuni nümayəndən adına kommersiya bankında açılmış bank hesabının məlumatları (bank hesab nömrəsi);
Qısa mətn mesajlarının (sms) göndəriləcəyi mobil telefon nömrəsi.

► Ədliyyə Nazirliyinin Dövlət Xidmətlərinin İnkişafı Agentliyi tərəfindən uşaq və valideyn arasındakı əlaqənin təsdiqlənməsi mümkün olmadığı təqdirdə elektron portalda qeydiyyatdan keçərkən uşağın doğum şəhadətnaməsinin yüklənməsi lazım olacaq.

► Dövlət qayğısı və İnsan Alveri Qurbanlarına, Zərərçəkmişlərə Yardım Agentliyi tərəfindən uşaqla qanuni nümayəndə arasında əlaqə təsdiqlənə bilmədiyi təqdirdə elektron portalda qeydiyyatdan keçərkən qəyyum/qanuni nümayəndə təyin edilməsi barəsində qərarı yükləmək lazım olacaq.

✅ Elektron portala müvafiq sənədlərin yüklənməsi 24 saat ərzində mümkündür.

✅ Səhiyyə Nazirliyinin qaynar xəttindən – 1505 əlavə məlumat almaq mümkündür.

17 yaş da daxil olmaqla hər bir uşağa 200 larilik yardımın verilməsi Gürcüstan vətəndaşları, Bidzina İvanişvili və biznes sahəsiylə birgə StopCov vəqfinə (fond) maliyyənin toplanması nəticəsində mümkün oldu.

Qeydiyyat avqustun 15-dən dekabrın 1-dək mümkün olacaq və əgər uşaq bu müddət ərzində dünyaya gələrsə, valideynin dövlətdən 200 lari yardım almaq üçün qeydiyyatdan keçmək imkanı olacaq.

Proqram vətəndaşların qayğısına qalmaq və onlara sosial dəstək məqsədilə Gürcüstan Hökumətinin antiböhran planının III mərhələsi çərçivəsində həyata keçirilir.


  • 0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს