სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

06 აგვისტო 2020


Ge/Az

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა

როგორც ფაქტი, შეგვიძლია ვთქვათ რომ ჩვენმა ანტიკრიზისულმა გეგმამ ვირუსის მართვის თვალსაზრისით გაამართლა და დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აკონტროლებს ეპიდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ასევე ნათელია, რომ ვირუსი არსად წასულა და ყველას კარგად გვესმის და ვხედავთ უამრავ ქვეყანას, რომელიც მძიმედ ებრძვის ვირუსის გამოწვევებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ დღემდე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავიდანვე ბრძოლა მიმდინარეობდა ორ ფრონტზე - ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის მიმართულებებით.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ბრძოლა და გამარჯვება ამ ბრძოლაში ორ ფრონტზე. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეკონომიკური კრიზისი და ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. ჩვენ თავიდანვე, პირველივე ეტაპზე გამოვაცხადეთ სოციალური დახმარების კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავდა, როგორც გახსოვთ, კომუნალური გადასახადების კომპენსირებას სახელმწიფოს მხრიდან. ამ პროგრამით ისარგებლა საქართველოს 1.2 მლნ-მა მოქალაქემ. შემდგომ, ამასთან ერთად, ჩვენ გადავდგით შემდეგი ნაბიჯი და ეს გახლდათ ჩვენი 600 000 მოქალაქისთვის ვალის გადავადების კომპონენტი. გარდა ამისა, იდენტიფიცირება მოხდა ყველაზე დაზარალებული ეკონომიკური სექტორის - ტურიზმის და ტურიზმის პირდაპირი მხარდაჭერის კონკრეტული ნაბიჯები იყო გადადგმული. ეს იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველი ეტაპი, თუმცა სულ მალე ნათელი გახდა, რომ ეს იყო ზღვაში წვეთი და რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მოქალაქეებს ვერ დააკმაყოფილებდა, არ იყოს საკმარისი. ამის შემდეგ დაიწყო სოციალური მხარდაჭერის ფართო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ყველა იმ ადამიანის მხარდაჭერას, რომელმაც დაკარგა ოფიციალურად სამსახური და მათი მხარდაჭერა, როგორც გახსოვთ, ეს იყო 1200 ლარი 6 თვის განმავლობაში,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა ამ ქვეყანაში არასოდეს განხორციელებულა და არც ერთი კრიზისის დროს საქართველოს არც ერთ მთავრობას თვითდასაქმებული არ გახსენებია.

„ჩვენ, თვითდასაქმებულების მხარდასაჭერად ერთჯერადად გამოვყავით 300 ლარი და გარდა ამისა, იყო დახმარებების კონკრეტული მიმართულებები - შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების 600 ლარით, თვეში 100 ლარის დახმარების ოდენობით. თუმცა, სულ მალე გახდა ასევე ნათელი რომ ესეც საკმარისი არ იყო. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით და ვამბობდით, რომ ეს შეიძლება იყოს მძიმე და ხანგრძლივი კრიზისი და საქართველოს მთავრობა მისი მწირი ეკონომიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით ყველაფერს გააკეთებს, რომ დაეხმაროს თითოეულ ქართულ ოჯახს და ჩვენ დღეს უნდა გავაგრძელოთ ამ ნაბიჯების გადადგმა,“ - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც შედეგი, საქართველოს მთავრობა მეორე ეტაპს ხურავს იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება.

“სანამ გადავალ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ეხება ჩვენი სოციალური ფართომასშტაბიანი მხარდაჭერის, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკურ კრიზისში მესამე ეტაპს, მინდა გარდამავალი ერთი კომპონენტი დავხუროთ დღესვე და ეს პროგრამა დავასრულოთ, ეს გახლავთ თვითდასაქმებულების მხარდაჭერა. ჩვენ ეს პროგრამა დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს მთავრობას მომართა 250 000-მდე მოქალაქემ თხოვნით, ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარების შესახებ - თვითდასაქმებულებისთვის. რა თქმა უნდა, ეს დახმარება მიიღო ყველამ, 170 000-მა მოქალაქემ, რომელთაც სრულად ჰქონდათ დოკუმენტაცია შევსებული და ეს დოკუმენტაცია სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილების მოთხოვნებს, თუმცა სანამ დღეს გადავალთ მეორე ეტაპზე და როდესაც თვითდასაქმებულების პროგრამას ვხურავთ, მივიღეთ გადაწყვეტილება - ყველა იმ დარჩენილ 80 000 მოქალაქეს, რომელმაც სრულად ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტის შეგროვების თვალსაზრისით მოთხოვნები, დაუკმაყოფილდეს ყველა ვარიანტში ეს თხოვნა და დაერიცხოს 300 ლარი, ერთჯერადი დახმარების სახით. ამით თვითდასაქმებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენო მოქალაქეების სოციალურ დახმარებას, ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, ეს ყველაფერი გაგრძელდება და გრძელდება შესაბამისი ვადებით, როგორც შედეგი, ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას, ეს გახლავთ 250 000 ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე, სექტემბრამდე ეს თანხა დაერიცხება,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათთვის სოციალური მხარდაჭერის გასაწევად მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შემდგომ, მე-3 ეტაპზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახების შემოსავლების კლება, ან სამუშაო ადგილების დაკარგვა დააკომპენსიროს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალური გადასახადების მხარდაჭერის თვალსაზრისით გაგრძელდეს ეს პროგრამა ზამთრის 4 თვის განმავლობაში - ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი.

როგორც მთავრობის მეთაურმა განმარტა, პრინციპი იქნება იგივე და 200 კვ საათამდე ელექტროენერგია და 200 მ3-მდე გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. გიორგი გახარიას თქმით, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, პროგრამულად, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი.

„მე-3 ეტაპი გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ ყველა ვხედავთ, რომ ეკონომიკური კრიზისი იქნება გრძელვადიანი. ჩვენ არ ვსაუბრობთ კრიზისზე წლის ბოლომდე, ჩვენ გვესმის, რომ შემდეგი ორი წელიც საკმაოდ რთული იქნება გლობალურად ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, საქართველო, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა რეგიონში და გლობალური ეკონომიკის ნაწილი, ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ამ კრიზისის ზეგავლენა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას.

„ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მთავარი, ეკონომიკურ კრიზისში ჩვენს მოქალაქეებს და პირველ რიგში ბავშვებს 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან ექნებათ დახმარება 200 ლარის ოდენობით. ეს იქნება კრიზისში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება ბავშვებისთვის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყებამდე და სასწავლო წლის პროცესში. საქართველოს ყველა მოქალაქე, ყველა ბავშვი 17 წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარის დახმარებას ერთჯერადად და ეს დახმარება განხორციელდება კრიზისში ჩვენი ბავშვების სოციალური მხარდაჭერის და რა თქმა უნდა, სასწავლო წლის დაწყების პროცესში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას მან ასევე განაცხადა, რომ ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს.

„ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს. ამასთან ერთად 150 000 სოციალურ ქულამდე ყველა სტუდენტი, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 2020-2021 წლის სწავლის საფასურს 2250 ლარს. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ კრიზისის ზეგავლენის გამო ახალგაზრდების განათლების პროცესი რაიმე რისკის ქვეშ არ აღმოჩნდეს.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ განსახორციელებელი სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები გახლავთ ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ ჩვენ გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი განათლების პროცესი კრიზისის ზეგავლენის გამო რაიმე რისკის ან ხარვეზის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ, მათ შეძლონ შვილების ღირსეულად აღზრდა და ღირსეული განათლების მიცემა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ძირითადი პრინციპი ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.

„გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, როგორც ნათელია და ყველა საერთაშორისო კვლევებით ჩანს, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების შესაძლებლობების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს გერმანიაში სწავლისა და მუშაობის ნებართვის მქონე სტუდენტებისთვის 11 აგვისტოს კიდევ ერთი შეღავათიანი ავიარეისის ორგანიზება დაავალა. მისივე თქმით, ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება.

„უახლოეს პერიოდში სასწავლო წელი იწყება და სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება როგორც საქართველო, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. მოგეხსენებათ, ბევრი ქართველი სტუდენტი განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, განათლების მიღებასთან ერთად. მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ასეთმა ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში მუშაობის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი, ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ჯგუფისთვის და ბერლინში რეისი განვახორციელეთ. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს და ახალგაზრდობის სააგენტოს, სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და 11 აგვისტოსთვის განვახორციელოთ კიდევ ერთი რეისი. ასევე რამდენიმე თხოვნა იყო უნგრეთში განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან, ასევე დავაიდენტიფიციროთ რა რაოდენობაა ეს და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომელზე ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

დღევანდელ სხდომაზე მთავრობის მეთაურმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად თეა ახვლედიანი წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობის ძირითადი მიზანი ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციაა, რაც გადის შერიგებაზე, შრომაზე და საქართველოს კიდევ უფრო მაღალი დემოკრატიული ხარისხის ქვეყნების რანგში გადანაცვლებაზე.

„მე მინდა, პირველ რიგში, მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, რომ თეა ახვლედიანი აქამდე შრომობდა ჯანდაცვის სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მანამდე კი, მას აქვს დიდი და სერიოზული გამოცდილება ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში, როგორც ევროპის, ასევე კონფლიქტების მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქვეყნის დეოკუპაცია გადის მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან შერიგებაზე. ამიტომ, ამ სამინისტროს ფუნქცია და თქვენი, პირველ რიგში, მოვალეობა და ყველაზე დიდი მისია გახლავთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების პროცესის წარმატებით წარმართვა და დასრულება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე ისაუბრა და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული.

„მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია.

„გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით იქნა განხილული საკითხი - მდგომარეობა საქართველოში, რომელიც ეხებოდა 12 წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპაციას რუსეთის მიერ და მკაფიო მხარდაჭერა იქნა დაფიქსირებული კიდევ ერთხელ, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის დეოკუპაციის აუცილებლობის. მე მინდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს - აშშ-ს, ბელგიას, ესტონეთს, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას მადლობა გადავუხადო გაეროს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე მკაფიოდ დაფიქსირებული პოზიციისთვის, რომ საქართველო არის ოკუპირებული და ჩვენ ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის. საქართველოს მთავრობა გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ქვეყნის ოკუპაცია იყოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დედაქალაქებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივად აქტუალური საკითხი, ვიდრე არ მოხდება საბოლოო ჯამში, ქვეყნის მშვიდობიანი დეოკუპაცია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Baş nazir hökumət iclasında açıqlamalar verdi


“Bir fakt kimi deyə bilərik ki, bizim antiböhran planımız virusun idarə edilməsi baxımından özünü doğrultdu və bugün Gürcüstan epidemiyanın yayılması risklərini idarə edir, ancaq bununla belə, aydındır ki, virus heç yerə getməyib və bir çox ölkənin virusla necə çətin mübarizə apardığını hamımız yaxşı anlayır və görürük” – bu barədə Gürcüstan Baş naziri Qiorqi Qaxaria hökumət iclasında bəyan etdi.


Qiorqi Qaxaria antiböhran planı çərçivəsində bugünədək görülən tədbirlərdən danışdı və qeyd etdi ki, əvvəldən mübarizə iki cəbhədə - insanların həyatı və sağlamlığı və vətəndaşların sosial vəziyyətləri istiqamətində aparılırdı.


“Biz əvvəldən söyləyir və bəyan edirdik ki, əsas məqsədimiz mübarizə və bu mübarizənin iki cəbhəsində qalib gəlməkdir. İlk növbədə, əlbətə ki, vətəndaşlarımızın sağlamlığı və həyatı və bununla birgə, əlbəttə, iqtisadi böhran və vətəndaşlarımızın sosial vəziyyəti. Biz əvvəlcədən, ilk mərhələdəcə konkret sosial yardım planı elan etdik, hansı ki, özündə xatırladığınız kimi dövlət tərəfindən kommunal xərclərin ödənilməsini cəmləşdirirdi. Bu proqramdan 1.2 milyon Gürcüstan vətəndaşı faydalanmışdır. Daha sonra, bununla birgə növbəti addım atdıq və 600 000 vətəndaşımız üçün borcların təxirə salınması komponenti idi. Bundan əlavə, iqtisadiyyatın ən çox zərər görmüş sektoru – turizm müəyyənləşdirildi və turizmə birbaşa dəstək addımları atıldı. Bu antiböhran planının ilk mərhələsi idi, ancaq tezliklə məlum oldu ki, bu yalnız dənizdə bir damla idi və əlbəttə ki, bu bizim vətəndaşlarımızı qane edə bilməzdi, kifayət qədər deyildi. Bundan sonra geniş sosial yardım proqramı başladı, hansı ki, bütün rəsmi olaraq işini itirmiş insanlara dəstək olmağı nəzərdə tuturdu, xatırladığınız kimi bu 6 ay ərzində 1200 lari idi” – hökumət başçısı bəyan etdi.


Baş nazir qeyd etdi ki, bu ölkədə özünü işlə təmin etmişlərə dəstək heç vaxt həyata keçirilməyib və heç bir böhran zamanı Gürcüstanın heç bir hökuməti özünü işlə təmin etmişlər barəsində danışmayıb.


“Biz özünü işlə təmin etmişlərə dəstək məqsədilə birdəfəlik 300 lari ayırdıq və bundan əlavə, konkret yardım istiqamətləri var idi - əlillər, çox uşaqlı ailələr üçün üçün 600 lari, ayda 100 lari miqdarında olmaqla. Ancaq tezliklə bunun da kifayət etmədiyi məlum oldu. Biz hər zaman bəyan edirdik və deyirdik ki, bu ağır və uzunmüddətli böhran ola bilər və Gürcüstan Hökuməti məhdud iqtisadi imkanlarını nəzərə almaqla hər şeyi edəcək ki, hər bir gürcü ailəsinə yardım etsin və biz bu addımları atmağa davam etməliyik” – Baş nazir bəyan etdi.


Qiorqi Qaxaria özünü işlə təmin etmişlərə birdəfəlik yardımı proqramı haqqında danışdı və qeyd etdi ki, qeyd etdi ki, nəticə olaraq, Gürcüstan Hökuməti ikinci mərhələni onunla bağlayır ki, hökumətə müraciət edən bütün özünü işlə təmin etmişlərə, bu 250 000 insandır, heç bir maneə, əngəl olmadan bu məbləğ sentyabradək köçürüləcəkdir.
“İqtisadi böhranda üçüncü mərhələnin, vətəndaşlarımıza sosial genişmiqyaslı dəstəyimizin konkret addımlarına keçməzdən əvvəl, elə bugün bir keçid komponentini bağlamaq və bu proqramı başa çatdırmaq istəyirəm, bu özünü işlə təmin etmişlərə dəstəkdir. Biz bu proqramı bir neçə ay öncə başlatdıq. Bu dövr ərzində 250 000 - ə qədər vətəndaş özünü işlə təmin etmiş şəxslərə 300 larilik birdəfəlik yardım barəsində Gürcüstan Hökumətinə müraciət etmişdir. Əlbəttə ki, hökumətin müəyyən etdiyi tələbləri ödəyən bütün sənədlərini tam şəkildə doldurmuş bütün şəxslər, yəni 170 000 vətəndaş bu yardımı aldı, ancaq bugün ikinci mərhələyə keçməzdən əvvəl və özünü işlə təmin etmişlərə yardım proqramını bağlayarkən qərar qəbul etdik ki, sənədləri toplamaq baxımından tələblərə tam şəkildə cavab verə bilməyən, geridə qalan 80 000 vətəndaşın istənilən halda tələbi ödənilsin və onlara birdəfəlik yardım olaraq 300 lari məbləğ verilsin. Vətəndaşlarımızın sosial yardımını nəzərdə tutuan bütün digər proqramlar, işlərini itirmişlər, əlillərin, çoxuşaqlı ailələrin yardımı, bütün bunlar müvafiq dövrlər üzrə davam edir, nəticə olaraq, biz ikinci mərhələni onunla bağlayırıq ki, hökumətə müraciət etmiş bütün özünü işlə təmin etmiş şəxslər, yəni 250 000 insan, heç bir maneə olmadan sentyabradək bu məbləği əldə edəcək” – hökumət başçısı qeyd etdi.


Baş nazir vətəndaşlara qayğı göstərmək və onlara sosial dəstək vermək üçün hökumətin antiböhran planının növbəti, 3-cü mərhələsindən danışdı. Onun qeyd etdiyi kimi Gürcüstan vətəndaşlarının ailələrinin gəlirlərinin azalması və ya onların iş yerlərini itirmələrini itirmələrini kompensasiya etmək üçün hökumət bu proqramı kommunal xərclərə dəstək baxımından 4 qış ayında – noyabr, dekabr, yanvar, fevral aylarında davam etdirmək qərarı aldı.


Hökumət başçısının izah etdiyi kimi prinsip eyni olacaq və 200 kVt/saata qədər elektrik enerjisi və 200 m3-ə qədər qaz istehlakı hökumət tərəfindən ödəniləcəkdir. Qiorqi Qaxarianın dediyinə görə nisbətən imkanlı vətəndaşların proqramlı olaraq bu yardımdan imtina etmək imkanı olacaq.


“Üçüncü mərhələ son dərəcə vacibdir, çünki iqtisadi böhranın uzunmüddətli olacağını görürük. Biz ilin sonunadək böhrandan danışmırıq, başa düşürük ki, növbəti iki il də qlobal iqtisadiyyat üçün olduqca çətin olacaq və əlbəttə ki, Gürcüstan bölgənin ən açıq iqtisadiyyatlarından biri və qlobal iqtisadiyyatın bir hissəsi kimi, biz imkan daxilində böhranın vətəndaşlarımıza təsirini yüngülləşdirmək üçün əlimizdən gələni etməliyik” – Baş nazir qeyd etdi.


Qiorqi Qaxaria, həmçinin bəyan etdi ki, 17 yaşlılar da daxil olmaqla bütün uşaqlar dövlət tərəfindən 200 larilik yardım alacaq.
“Yəqin ki, ən vacibi və ən başlıcası, iqtisadi böhranda vətəndaşlarımızın və ilk növbədə 17 yaşa qədər uşaqların dövlət tərəfindən 200 lari məbləğində yardımı olacaq. Bu, böhranda uşaqlar üçün tədris ili başlamazdan əvvəl və tədris ili ərzində ən vacib sosial yardımlardan biri olacaq. Bütün Gürcüstan vətəndaşları, 17 yaşa qədər bütün uşaqlar dövlət tərəfindən 200 lari birdəfəlik yardım alacaqlar və bu yardım böhran vəziyyətində və tədris ilinin başlanması prosesində uşaqlarımıza sosial dəstək  olacaq” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


Antiböhran planı haqqında danışarkən o, eyni zamanda bəyan etdi ki, sosial baxımdn 150 000 baladək olan bütün tələbələr dövlət tərəfindən 2020-2021 tədris ilinin bir semestrinin tam ödənişini alacaqlar.
“Sosial baxımdan 150 000 baladək olan bütün tələbələr dövlət tərəfindən 2020-2021 tədris ilinin bir semestri üçün tam ödəniş alacaqlar. Bununla birgə 150 000 - ə qədər sosial balı olan və statusu təhsil haqqınının ödənilmədiyi üçün dayandırılmış olan tələbələrə dövlət 2020-2021 tədris ilinin təhsil haqqı – 2250 lari ödəyəcək. Nəticədə bu imtiyazlardan Gürcüstanda 33 000 – dən çox tələbə yararlanacaq” – deyə Baş nazir bəyan etdi.
Onun qeyd etdiyi kimi, hökumət hər şeyi etməlidir ki, böhranın təsirlərinə görə gənclərin təhsil prosesi hər hansı risk altında qalmasın.
“Vurğulayaraq qeyd etmək istəyirəm ki, hökumət tərəfindən həyata keçiriləcək olan sosial dəstəyin üçüncü mərhələsinin əsas hədəf qrupu gənclərimizdir, çünki biz biz böhranın təsirlərinə görə təhsil prosesinin hər hansı risk və ya maneə qarşısında qalmaması üçün hər şeyi etməliyik. İqtisadi böhran səbəbindən gəlirləri azalan Gürcüstan vətəndaşlarının ailələrinin övladlarını ləyaqətli böyüdə və onlara layiqli təhsil verə bilməsi üçün hər şeyi edirik” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.
Onun sözlərinə görə əsas prinsip ölkənin məhdud iqtisadi resurslarının ağılla və ədalətli şəkildə bölüşdürülməsi olacaqdır.


“Bundan əlavə demək istəyirəm ki, aydın olduğu kimi və bütün beynəlxalq araşdırmalara görə iqtisadi böhranın uzunmüddətli olacağı görünür. Əlbəttə ki, biz vətəndaşlarımıza qayğı göstərməyə davam edəcəyik və onların yanında olacağıq. Əsas prinsip bugünə qədər də etdiyimiz kimi, ölkənin məhdud iqtisadi resurslarının dərrakəli və ədalətli bölüşdürülməsi olacaq” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


Hökumət iclasında, həmçinin Baş nazir aidiyyəti qurumlara Almaniyada təhsil və iş icazəsi olan tələbələr üçün avqusunda 11-də daha bir güzəştli uçuş təşkil etmək tapşırığı verdi. Onun sözlərinə görə biletin qiyməti 199 avrodan çox olmayacaq.


“Yaxın gələcəkdə dərs ili başlayır və necə ki, Gürcüstan, eləcə də tərəfdaş ölkələrimiz tədris ilini başlamağa hazırlaşırlar. Bildiyiniz kimi, bir çox gürcü tələbə Avropada təhsil alır və ya təhsil almaqla birgə orada işləyir. Bir neçə həftə öncə Almaniyada işləmək icazəsi olan və sadəcə Almaniyaya gedə bilməyən bu cür bir qrup tələbə bizə müraciət etdi. Onda hökumət Gənclər Agentliyinin təşkil etdiyi bir qrup üçün çarter reysi təmin etdi və Berlinə uçuş həyata keçirildi. Yenə də Almaniya istiqamətində daha bir tələbə qrupu toplanmışdır. Xarici İşlər Nazirliyinə, Təhsil Nazirliyinə və Gənclər Agentliyinə bu qrupların təcili olaraq təşkil edilməsi və avqustun 11-i üçün daha bir uçuşun həyata keçirilməsini tapşırmaq istəyirəm. Həmçinin Macarıstanda təhsil alınması prosesində olan gənclərimizdən bir neçə istək var idi, onların da neçə nəfər olduğunu müəyyənləşdirək və lazım olarsa, onlara da biletlərin qiyməti 199 avrodan çox olmayan güzəştli çarter uçuşlarla kömək edək” – Baş nazir qeyd etdi.
Bugünkü iclasda hökumət başçısı Tea Axvledianini Barışıq və Vətəndaş Bərabərliyi Məsələləri üzrə dövlət naziri olaraq təqdim etdi.


Baş nazir vurğuladı ki, Gürcüstan Hökumətinin əsas məqsədi ölkənin sülh yolu ilə işğaldan azad edilməsidir ki, bu yol isə barışıqdan, əməkdən və Gürcüstanın daha da yüksək demokratiya keyfiyyətinə sahib ölkəyə çevrilməsindən keçir.
“Mən, ilk növbədə onu bu məsul vəzifəyə görə təbrik etmək istəyirəm. O, hər zaman bizim komandamızın üzvü idi, amma artıq bu dəyirmi masada oturacaq. Bildiyiniz kimi, Tea Axvlediani indiyə qədər Səhiyyə Nazirliyində nazir müavini olaraq fəaliyyət göstərirdi, ona qədər isə onun diplomatik komandamızın nümayəndəliyində necə ki, Avropa, eləcə də münaqişə istiqamətində böyük və ciddi təcrübəsi vardı. Buna görə də biz əminik ki, ölkənin işğaldan azad edilməsi yalnız və yalnız dinc barışıqdan keçir. Bunun üçün də bu nazirliyin funksiyası və sizin hər şeydən əvvəl öhdəliyiniz və ən böyük missiyanız bizim abxaz və osetin qardaşlarımızla barışıq prosesini uğurla idarə etmək və başa çatdırmaqdır” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


Hökumət başçısı BMT Təhlükəsizlik Şurasının qapalı iclasından danışdı və Gürcüstanın strateji tərəfdaşlarına Gürcüstanın işğal olunması ilə bağlı dəqiq mövqe qeyd etdikləri üçün təşəkkür etdi.
“Strateji tərəfdaşlarımıza, Avropa tərəfdaşlarımıza – ABŞ, Belçika, Estoniya, Fransa, Almaniya, Böyük Britaniya, İrlandiya və Norveçə BMT Təhlükəsizlik Şurasının qapalı iclasında Gürcüstanın işğal olunması barəsində açıq aydın göstərdikləri mövqe üçün təşəkkür etmək istəyirəm və biz hamımız birlikdə ölkənin dinc yolla işğaldan azad olunması üçün əlimizdən gələni etməliyik” – Qiorqi Qaxaria qeyd etdi.


Baş nazirin qeyd etdiyi kimi Gürcüstan Hökuməti fəal şəkildə işləməyi davam edəcək ki, ölkə sülh yolu ilə işğaldan azad olunana qədər işğal mövzusu Gürcüstanın strateji tərəfdaş ölkələrinin paytaxtları və beynəlxalq təşkilatlarda daim aktual məsələ olsun.
“BMT Təhlükəsizlik Şurasının qapalı iclasında Gürcüstanın strateji tərəfdaş ölkələrinin dəstəyi ilə Gürcüstanın Rusiya tərəfindən 12 illik işğalı ilə əlaqədar Gürcüstanda olan vəziyyət müzakirə edildi və bir daha necə ki, Gürcüstanın ərazi bütövlüyünə, eləcə də işğaldan azad olunmasının vacibliyinə açıq dəstək göstərildi. Mən strateji tərəfdarlarımıza, Avropa tərəfdaşlarımıza – ABŞ, Belçika, Estoniya, Fransa, Almaniya, Böyük Britaniya, İrlandiya və Norveçə BMT Təhlükəsizlik Şurasının qapalı iclasında Gürcüstanın işğala məruz qalması mövzusunda açıq və aydın şəkildə tutduqları mövqe üçün təşəkkür etmək istəyirəm və biz biz hamımız birlikdə ölkənin dinc yolla işğaldan azad olunması üçün əlimizdən gələni etməliyik. Gürcüstan Hökuməti yekun nəticədə ölkə sülh yolu ilə işğaldan azad olunana qədər işğal mövzusunun Gürcüstanın strateji tərəfdaş ölkələrinin paytaxtları və beynəlxalq təşkilatlarda daim aktual məsələ olması üçün fəal şəkildə işləməyi davam edəcək” – Qiorqi Qaxaria bəyan etdi.


  • პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განცხადებები გააკეთა