სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა

19 ივნისი 2020


Ge/Az

მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა

საქართველოში ეკონომიკისა და შიდა ტურიზმის ეტაპობრივი გახსნის ფარგლებში, მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა, მაგალითად რაფტინგი, კაიაკინგი, კანიონინგი - საწყალოსნო, საჰაერო და სახმელეთო სათავგადასავლო სახეობები. ღია ცის ქვეშ სემინარები თუ ტრენინგები, ისევე, როგორც ნებადართული სათავგადასავლო სახეობები უნდა ჩატარდეს ჯანდაცვის სამინისტროს ზოგადი რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

საბჭოს წევრებმა განიხილეს მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ პრიორიტეტულ ჯგუფებში PCR ტესტირებების გაფართოების პროცესის მიმდინარეობა და სიმძლავრეების თანდათან გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ წლის ბოლომდე ქვეყანას დღის განმავლობაში 10 ათასი PCR ტესტის ჩატარება უნდა შეეძლოს.

ამასთან, შიდა ტურიზმის გახსნასთან ერთად, რისკების ეფექტური მართვის მიზნით, აქტიურად გრძელდება დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი, როგორც სასტუმროებში, ასევე რესტორნებსა და კვების სხვა ობიექტებში. მთავრობა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესს, მკაცრად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, რათა კანონით განსაზღვრული ჯარიმების გამოყენების აუცილებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები კვლავაც რჩება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 895 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 741 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 14 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2891 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 256 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 

Hökumətin qərarı ilə açıq səma altında seminar və təlimlərin keçirilməsinə, həmçinin açıq səma altında bütün macəra fəaliyyətlərinin keçirilməsinə icazə verilir

Gürcüstanda iqtisadiyyatın və daxili turizmin mərhələli şəkildə açılması çərçivəsində hökumətin qərarı ilə açıq havada seminar və təlimlərin keçirilməsinə, eyni zamanda raftinq, kayakçılıq, kanyon – su ilə əlaqədar fəaliyyətlər, digər hava və quru sərgüzəştləri kimi açıq havada həyata keçirilən macəralara icazə verilir. Açıq havada seminar və ya təlimlər, həmçinin icazə verilən sərgüzəşt növləri Səhiyyə Nazirliyinin ümumi tövsiyələrinə uyğun olaraq həyata keçirilməlidir. Qeyd olunan qərar Baş nazir Qiorqi Qaxarianın rəhbərliyi ilə videokonfrans formatında keçirilən İdarələrarası Koordinasiya Şurasının bugünkü iclasında qəbul edildi.

Şura üzvləri hökumət sərəncamı ilə müəyyən edilmiş prioritet qruplarda PCR testlərin genişləndirilməsi prosesinin gedişatını və tədricən gücünün artırılması imkanlarını müzakirə etdilər. Qeyd edildi ki, ilin sonunadək ölkə gün ərzində 10 min PCR test həyata keçirə bilməlidir.

Bununla belə, daxili turizmin açılması ilə bərabər risklərin effektiv idarə olunması məqsədilə necə ki mehmanxanalarda, eləcə də restoranlarda və digər iaşə obyektlərində müəyyən olunmuş qaydalara və standartlara nəzarət aktiv şəkildə davam edir. Hökumət qanunla müəyyən edilmiş cərimələrdən istifadə zərurətini minimuma endirmək üçün bir daha bizneslə məşğul olanları tətbiq edilən tənzimləmələrə ciddi qaydada əməl etməyə çağırır.

Mövcud epidemioloji vəziyyət nəzərə alınaraq, Bolnisi munisipalitetinin Muşevani kəndində yenə də ciddi karantin məhdudiyyəti qalmaqdadır.

Bugünkü göstəricilərə görə Gürcüstanda 895 təsdiqlənmiş koronavirusa yoluxma halı var, buradan 741 şəxs artıq sağalmışdır. 3 Gürcüstan vətəndaşı müalicə üçün xaricdən Gürcüstana gətirilmişdir. 14 insan həyatını itirmişdir.

Bu mərhələdə 2891 insan karantində, 256 şəxs isə stasionar müşahidə altındadır.

Parlament sədri Arçil Talakvadzenin rəhbərliyi ilə Gürcüstan Parlamenti və Prezident Administrasiyası Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının işində fəal iştirak edirlər.


  • მთავრობის გადაწყვეტილებით, დასაშვები ხდება ღია სივრცეში სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება, ასევე ღია ცის ქვეშ ჩატარებადი ყველა სათავგადასავლო აქტივობა