სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

,,საპარტნიორო ფონდმა'' რუსთავის მერიას 10 000 პირბადე გადასცა

10 ივნისი 2020


COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ღონისძიებების ფარგლებში, ,,საპარტნიორო ფონდმა“ მორიგი საქველმოქმედო აქცია რუსთავში გამართა - ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძეს და რუსთავის მერს, ირაკლი ტაბაღუას  10 ათასი პირბადე და თერმოსკრინინგის აპარატები გადასცა.

ქველმოქმედება, ამჯერად „საპარტნიორო ფონდმა“ მისი საერთაშორისო პარტნიორების - ,,ჩინეთის ტექნოლოგიური ბაზრების ასოციაციის სამეცნიერო ინდუსტრიების თანამშრომლობის კომიტეტის“, ,,ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიისა“ და ,,სინძიანის ეკონომიკური ინფორმაციის მიმოცვლის ასოციაციიის“ მხარდაჭერით განახორციელა.

რუსთავის მერიისთვის გადაცემული პირბადეები, ქალაქში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს და სხვადასხვა საჭიროების გამო, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მისულ რუსთაველებს დაურიგდებათ.
 


  • ,,საპარტნიორო ფონდმა'' რუსთავის მერიას 10 000 პირბადე გადასცა
  • ,,საპარტნიორო ფონდმა'' რუსთავის მერიას 10 000 პირბადე გადასცა
  • ,,საპარტნიორო ფონდმა'' რუსთავის მერიას 10 000 პირბადე გადასცა