სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება

17 აპრილი 2020


Ge/Az

რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება?

იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა.

 

რომელი სატრანსპორტო საშუალებით შემიძლია გადაადგილება?

არ იკრძალება მოტოციკლით, მოპედით და ველოსიპედით გადაადგილება.

 

ეხება თუ არა შეზღუდვა ტაქსებს?

შეზღუდვა ეხებათ ტაქსით გადაადგილების მომსახურებასაც.

 

როგორ შემიძლია მოვიპოვო საშვი მანქანით გადაადგილებისთვის?

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ეწევით დასაშვებ ეკონომიკურ საქმიანობას, საშვის მოსაპოვებლად უნდა მიმართოთ დარგობრივ სამინისტროს (მაგ.: სოფლის მეურნეობის ან ეკონომიკის სამინისტრო).
თუ თქვენ ეწევით ისეთ საქმიანობას, რომელზე ზედამხედველობასაც არ ეწევა არცერთი დარგობრივი სამინისტრო და თქვენი გადაადგილება, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, წარმოადგენს უკიდურეს აუცილებლობას, უნდა დარეკოთ ცხელ ხაზზე - 144.

 

ვმუშაობ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში. როგორ უნდა მივიდე სამსახურამდე?

თქვენი გადაადგილება საცხოვრებლიდან სამსახურამდე და პირიქით, უნდა უზრუნველყოს თქვენმა დამსაქმებელმა.

 

ვარ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი კომპანია. როგორ უნდა გადაადგილდნენ ჩემი თანამშრომლები სამსახურამდე?

დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტი ვალდებულია, უზრუნველყოს თანამშრომელთა გადაადგილება M2(მიკროავტობუსით) და M3(ავტობუსით) კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებით. აღნიშნული ნებართვის მისაღებად, კომპანიამ უნდა მიმართოს შესაბამის მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის მიზნით მარშუტების განსაზღვრას, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით.

 

როგორ უნდა გადავაადგილდე სამედიცინო მომსახურების მისაღებად?

სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით გადაადგილება დასაშვებია.

▪ თუ თქვენ გაქვთ სამედიცინო მომსახურების მიღების აუცილებლობის აშკარა ნიშნები (მაგ.: დაგეწყოთ მშობიარობა, გაქვთ მოტეხილობა და ა.შ.), ნებადართულია გადაადგილება სამედიცინო მომსახურების მისაღებად (თანხმლებ პირთან ერთად).

▪ თუ გჭირდებათ აუცილებელი გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით (მაგ.: დიალიზი, ონკოლოგიური მკურნალობა და ა.შ.) გადაადგილება, თან უნდა იქონიოთ სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა.

▪ იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვთ მსგავსი ცნობა, უნდა დაუკავშირდეთ მკურნალ ექიმს/სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც, თავის მხრივ, მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს ელექტრონულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას. აღნიშნულის საფუძველზე, თქვენზე გაიცემა მიზნობრივი გადაადგილების ელექტრონული ნებართვა. ელექტრონული ფორმით ცნობის ვერმიღების პირობებში, ცნობის მისამართზე მიტანას უზრუნველყოფს სსიპ - სოციალური მომსახურეობის სააგენტოს რაიონული განყოფილება.

 

შემიძლია თუ არა სასურსათო პროდუქტის ან/და ფარმაცევტული პროდუქტის გამოძახება?

საკვები პროდუქტის, სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის/პროდუქტის მიტანის მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილება დასაშვებია. შესაბამისად, შეგიძლიათ ისარგებლოთ ე.წ. „დელივერი“ სერვისით.

 

შემიძლია თუ არა სასაფლაოზე წასვლა?

იკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას.

 

სასაფლაოზე შესვლა მხოლოდ ქალაქში იზღუდება, თუ ყველგან?

სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით.

 

პირბადის ტარების ვალდებულება რომელ დაწესებულებებში მაქვს?

პირბადის ტარების ვალდებულება გაქვთ ყველა დახურულ საჯარო სივრცეში (მაგ.: აფთიაქში, სასურსათო მაღაზიაში და სხვ.).

 

შემიძლია თუ არა გადაადგილება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად?

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განსახორციელებლად დაშვებულია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანის ან ტექნიკის გადაადგილება (მაგ.: ტრაქტორი, კომბაინი და სხვ.). სხვა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება აკრძალულია.

 

მაქვს სამსახურებრივი მიზნით ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ოჯახის წევრის ან სხვა პირის გადაყვანა?

არა. ავტოსანტრანსპორტო საშუალებით უნდა გადაადგილდეთ მხოლოდ თქვენ, სამსახურებრივი მიზნით.

 

მაქვს სამსახურებრივი მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების უფლება. შემიძლია თუ არა თანამშრომლის გადაყვანა ჩემი სატრანსპორტო საშუალებით?

დიახ, სამსახურებრივი მიზნით, თქვენი სატრანსპორტო საშუალებით, თანამშრომლის სამსახურში გადაყვანის უფლება გაქვთ, ავტომობილში მგზავრთა განთავსების წესების დაცვით.

► იხილეთ N252 დადგენილება - „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/4852403?publication=0

 

 

 

• Hansı nəqliyyat vasitələrinin hərəkəti məhdudlaşdırılıb?
Motosikletlərdən başqa hər növ mexaniki nəqliyyat vasitələrinin hərəkəti qadağandır.

• Hansı nəqliyyat vasitələsilə hərəkət edə bilərəm?
Motosiklet, moped və velosiped vasitəsilə hərəkət etmək qadağan edilmir.

• Məhdudiyyət taksilərə şamil olunurmu?
Məhdudiyyətlər taksi xidmətlərinə də aiddir.

• Sürücülük icazəsini necə əldə edə bilərəm?
İcazəli bir iqtisadi fəaliyyətlə məşğulsunuzsa, icazə üçün Kənd-Təsərrüfatı Nazirliyinə (məsələn, Kənd-Təsərrüfatı və ya İqtisadiyyat Nazirliyi) müraciət etməlisiniz.

Heç bir nazirlik tərəfindən nəzarət olunmayan fəaliyyətlə məşğulsunuzsa və fəaliyyətinizə görə hərəkətiniz həddindən artıq zəruridirsə, 144 nömrəli qaynar xəttə zəng etməlisiniz.

• İqtisadi fəaliyyətlə məşğul olmuram, lakin obyektiv mühit səbəbindən maşınla hərəkət etməliyəm. İcazəni necə ala bilərəm?
Obyektiv mühit səbəbindən hərəkətiniz həddindən artıq zəruridirsə, 144 nömrəli qaynar xəttə zəng etməlisiniz.
• İcazə verilən iqtisadi fəaliyyətlər çərçivəsində işləyirəm. İşə necə gedim?
Mənzildən işə və əksinə hərəkətiniz, işəgötürəniniz tərəfindən təmin edilməlidir.
• İcazəm olan bir iqtisadi fəaliyyət həyata keçirən şirkətəm. İşçilərim işə gəlmək üçün necə hərəkət etməlidirlər?
İcazə verilən iqtisadi fəaliyyətin subyekti M2 (mikroavtobus) və M3 (avtobus) kateqoriyası ilə işçilərin hərəkətini təmin etməlidir. Bu icazəni almaq üçün şirkət, müvafiq Munisipalitetə müraciət etməlidir. Munisipalitet, əməliyyat qərargahının razılığı ilə M2 və M3 kateqoriyalı nəqliyyat vasitələrilə sərnişin daşınması marşrutlarını müəyyənləşdirir.

• Tibbi yardım almaq üçün necə hərəkət etməliyəm?
Tibbi xidmətdən yararlanmaq məqsədilə hərəkət etməyə icazə verilir:
Tibbi xidmətdən yararlanmaq ehtiyacınızın aşkar əlamətləri varsa (məsələn, doğuşa başlamaq, sınığı olmaq və s.), tibbi yardım almaq üçün (müşayiət edən şəxslə birgə) getməyə icazə verilir.
Zəruri, planlaşdırılan tibbi yardım almaq üçün hərəkət etməlisinizsə (məsələn, dializ, onkoloji müalicə və s.), tibb müəssisəsi tərəfindən verilmiş bir arayışınız olmalıdır.
Əgər belə bir arayışınız yoxdursa, həkiminizlə/tibb müəssisənizlə əlaqə saxlamalısınız ki, onlar sizə Səhiyyə Nazirliyindən elektron qaydada müvafiq məlumat versin. Buna əsaslanaraq, məqsədyönlü şəkildə hərəkət etməniz üçün elektron bir icazə veriləcək. Arayış elektron formada alınmadıqda, PHŞ - Sosial Xidmət Agentliyinin rayon şöbəsi xidməti, onun ünvana çatdırılmasını təmin edəcək.
• Qida və/ya əczaçılıq məhsulu üçün zəng edə bilərəmmi?
Qida məhsulu / ərzaq və tibbi ləvazimatların çatdırılması məqsədilə hərəkət etməyə icazə verilir. Buna görə „Deliver“ adlı çatdırılma xidmətindən istifadə edə bilərsiniz.

• Qəbiristanlığa gedə bilərəm?
Qəbiristanlıq ərazisinə girmək qadağandır. Qadağa yalnız mərhumun cənazə mərasimini keçirmək məqsədilə, qəbiristanlıq ərazisinə daxil olmaq və çıxmaq üçün tətbiq olunmur.

• Qəbiristanlığa getmək yalnız şəhərdə məhdudlaşdırılır, yoxsa hər yerdə? Qəbiristanlıq ərazisinə giriş ölkə miqyasında qadağandır.

• Hansı müəssisələrdə tibbi maskanı taxmaq məcburiyyətindəyəm?
Bütün qapalı ictimai məkanlarda (məs.: aptekdə, ərzaq mağazasında və s.) tibbi maska taxmalısınız.

• Kənd-Təsərrüfatı fəaliyyətini həyata keçirmək məqsədilə hərəkət edə bilərəmmi?
Kənd-Təsərrüfatı fəaliyyətini həyata keçirmək məqsədilə, yalnız Kənd-Təsərrüfatı maşınları və/ya avadanlıqları (məsələn, traktorlar, kombaynlar və s.) vasitəsilə hərəkət edilə bilərsiniz.

Digər mexaniki nəqliyyat vasitələrilə hərəkət etmək qadağandır.

• İşgüzar məqsədlər üçün maşınla hərəkət etmək hüququm var. Bu nəqliyyat vasitəsilə ailə üzvünü və ya başqa bir şəxsi daşıya bilərəmmi?

Xeyir. Nəqliyyat vasitəsilə yalnız siz, işgüzar məqsədlər üçün hərəkət etməlisiniz.

• İşgüzar məqsədlər üçün, nəqliyyat vasitəsilə hərəkət etmək hüququm var. Əməkdaşımı nəqliyyat vasitəmlə daşıya bilərəm?
Bəli, işğüzar məqsədlər üçün, sərnişinləri avtomobildə yerləşdirmə qaydalarına əməl etməklə, nəqliyyat vasitənizlə əməkdaşınızı daşımaq hüququnuz var.

 

► „Gürcüstanda Yeni Koronavirusun yayılmasının qarşısını almaq məqsədilə görüləcək tədbirlərin təsdiq edilməsi barədə“ Gürcüstan Hökumətinin 23 mart 2020-ci il tarixli, №181 Qərarında dəyişikliklər edilməsi barədə, N252 nömrəli qətnaməyə baxın:


  • 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს სრული კარანტინის გამოცხადება