სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - “Feedc Edu”-ს სთავაზობს

31 მარტი 2020


Ge/Az

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - “Feedc Edu”-ს სთავაზობს. https://edu.feedc.com/

პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. მარტივია რეგისტრაციის გავლა.

► დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცე – Feedc Edu ქართული სოციალური პლატფორმის Feedc-ის გუნდმა შექმნა.

► თუ მომხმარებელს შეკითხვები გაუჩნდება, მას პლატფორმის ტექნიკური ჯგუფი “Feedc Edu” -ზე არსებული „ჩათის“ მეშვეობით ონლაინ რეჟიმში გაუწევს დახმარებას. ასევე, მომხმარებელს შეუძლია ვებ-გვერდზე არსებული ვიდეოინსტრუქციის გაცნობა, სოციალურ ქსელ „Facebook”-ზე ჯგუფში - „Feedc Edu” გაწევრიანება, შეკითხვების ელ.ფოსტაზე - edu@feedc.com გაგზავნა ან ტელეფონის ნომერზე: +995 555 458 417 დარეკვა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესის გადავადებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დისტანციური სწავლების მეთოდების გაძლიერება დაევალა. სამინისტრო ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა განათლების სისტემაში შემავალი თითოეული რგოლი, განსაკუთრებით კი სკოლის მოსწავლეები, არ ჩამორჩნენ სასწავლო პროცესს.

30 მარტიდან უკვე დაიწყო განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი, „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებში, მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს უყურებენ. მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს. ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს (სომხური, აზერბაიჯანული). ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

 

Gürcüstan Təhsil, Elm, Mədəniyyət və İdman Nazirliyi məktəblərə onlayn tədris üçün ilk gürcü alternativ platforması  - “Feedc Edu”-nu təklif edir

 

Gürcüstan Təhsil, Elm, Mədəniyyət və İdman Nazirliyi məktəblərə onlayn tədris üçün ilk gürcü alternativ platforması  - “Feedc Edu”-nu təklif edir. https://edu.feedc.com/
 

Platforma tamamilə pulsuzdur, istənilən smartfonda mükəmməl işləyir və yüksək sürətli internet tələb etmir.
 

Platformada tapşırıqları bölüşmək, faylları oraya yükləmək/oradan endirmək və qrup dərsləri keçirmək mümkündür. Onun istifadəsi necə ki, müəllim üçün, eləcə də şagird və valideyn üçün asandır. Qeydiyyatdan keçmək asandır.
 

►Distant təhsil üçün müəyyən olunmuş məkan - Feedc Edu-nu  gürcü sosial platforması Feedc komandası yaratmışdır.
 

►Əgər istifadəçinin sualları olarsa, ona platformanın texniki komandası “Feedc Edu”- da mövcud onlayn çat vasitəsilə kömək edəcək. Həmçinin istifadəçi veb-saytda mövcud video təlimatla tanış ola bilər, sosial şəbəkə “facebook”-da “Feedc Edu” qrupuna üzv ola bilər, suallarını edu@feedc.com el.poçt ünvanına göndərə və ya +995 555 458 417 telefon nömrəsinə zəng edə bilər.
 

Koronavirusun yayılmasının qarşısının alınması məqsədilə, Baş nazirin rəhbərliyi ilə fəaliyyət göstərən İdarələrarası Koordinasiya Şurasının qərarı ilə tədris prosesinin ertələnməsi ilə əlaqədar Gürcüstanın Təhsil, Elm, Mədəniyyət və İdman Nazirliyinə distant tədris metodlarının gücləndirilməsi tapşırıldı. Nazirlik intensiv addımlar atır ki, təhsil sisteminin heç bir bəndi, özəlliklə də məktəb şagirdləri tədris prosesindən geri qalmasınlar.

 

Martın 30-undan artıq Təhsil Nazirliyi və Gürcüstanın Birinci Kanalının ortaq layihəsi, şagirdlərin teledərslərə baxa biləcəyi “Teleməktəb”-ə start verildi. Siniflər üzrə milli təhsil planı ilə nəzərdə tutulan fənləri əhatə edən dərs cədvəli hazırlandı. Teledərslər müxtəlif fənlərin təcrübəli müəllimləri tərəfindən aparılır. Dərslər necə ki, gürcü, eləcə də qeyri-gürcü sektorlarını (erməni, azərbaycan dili) əhatə edir. Teledərslər suro-tərcümə (jest dili) ilə təmin ediləcəklər.

 


  • საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას - “Feedc Edu”-ს სთავაზობს