სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დღის ბოლოს, საკარანტინო ზონებში არსებული ვითარება შეაჯამა

26 მარტი 2020


Ge/Az

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დღის ბოლოს, საკარანტინო ზონებში არსებული ვითარება შეაჯამა. შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მობილური ჯგუფების მიერ, მარნეულში 12 400, ხოლო ბოლნისში 7 000-მდე მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. სოფელ ნახიდურში გამოვლინდა ვირუსის დადასტურებული შემთხვევა, თუმცა მსუბუქ ფორმებში და უკავშირდება მარნეულში დაინფიცირებული ქალბატონის კონტაქტებს. პაციენტთან უკვე მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებების გატარება. საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე 5-6 ადამიანი იმყოფება. სახელმწიფო რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა კერძო სექტორის წარმომადგენლებს, კონკრეტულად კი მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ მაღაზიათა ქსელის, „სპარის“ ხელმძღვანელს, რომელიც საველე ჰოსპიტალში მედიკოსებისა და პაციენტთა საკვები პროდუქტებით მომარაგებას უზრუნველყოფს. მისივე განცხადებით, მკაცრად კონტროლდება ყველა სატრანსპორტო და საფეხმავლო გზა, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიისა და გატარებული ღონისძიებების შედეგად კი, მაქსიმალურადაა შემცირებული როგორც კონტაქტები, ასევე მოსახლეობის გადაადგილება.

Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi günün sonunda karantin zonalarında mövcud vəziyyətin icmalından danışdı. Şota Rexviaşvilinin sözlərinə görə səyyar qruplar tərəfindən Marneulidə 12 400, Bolnisidə isə 7000-ə qədər vətəndaşa termoskrininq (hərarət ölçmə) edilmişdir. Naxiduri kəndində virusun təsdiqlənmə halı özünü göstərdi, ancaq yüngül formada idi və bu Marneulidə virusa yoluxmuş qadın ilə təmasla əlaqədardır. Pasiyentlə əlaqədar artıq müvafiq tədbirlər görülür. Sahə hospitalında hazırda 5-6 insan var. Dövlət Səlahiyyətlisi özəl sahənin nümayəndələrinə, xüsusi olaraqsa, Marneuli munisipalitetində mövcud olan “Spar” mağaza şəbəkəsi rəhbərliyinə sahə hospitalı tibb işçilərini və pasiyentləri qida ilə təmin etdikləri üçün təşəkkür etdi. Onun sözlərinə görə bütün nəqliyyat və piyada yollarına ciddi nəzarət olunur, munisipalitetlərdə aparılan məlumatlandırma kampaniyası və həyata keçirilən tədbirlər nəticəsində isə necə ki təmas, eləcə də əhalinin hərəkəti maksimum azaldılmışdır.


  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, დღის ბოლოს, საკარანტინო ზონებში არსებული ვითარება შეაჯამა