სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა

24 მარტი 2020


Ge/Az

ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა

საქართველოში მოქმედმა კომპანიების ნაწილმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოსთან სოლიდარული თანამშრომლობის და შესაბამისი ფინანსური რესურსის გამოყოფის აქტიური სურვილი გამოთქვეს.

კერძო სექტორის ინიციატივის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ბიზნესომბუდსმენის აპარატი კერძო სექტორთან კოორდინაციით ვირუსთან ბრძოლაში საჭიროებების იდენტიფიცირებას და რესურსების სწორად გადანაწილებას ახდენს.

აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, დაარსდა #StopCoV ფონდი, სადაც ყველა კომპანიას, ასევე მოქალაქეს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ვირუსთან ბრძოლაში.

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში #StopCoV ფონდის პრეზენტაცია გამართეს ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ გიორგი სახოკიამ​​.

აღნიშნული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. აღსანიშნავია, რომ დღეს ფონდში უკვე აკუმულირებულია 1 მილიონ 370 ათასი ლარი.

ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია www.stopcov.ge-ს პლატფორმიდან.

 

 

Biznes Ombudsman Aparatında xüsusi platforma – StopCov fondu yaradıldı

Gürcüstanda fəaliyyət göstərən şirkətlərin bir hissəsi ölkədə koronavirusun yayılmasının qarşısının alınması tədbirlərinin həyata keçiriləsində dövlətlə həmrəy əməkdaşlıq və müvafiq maliyə resurslarının ayrılması istəklərini fəal şəkildə ifadə etdilər.

Özəl sektorun təşəbbüsünü səmərəli şəkildə həyata keçirmək məqsədilə, Baş nazirin tapşırığı ilə platforma yaradıldı, bu platforma çərçivəsində Biznes Ombudsman Aparatı özəl sektor ilə koordinasiya şəraitində virusla mübarizədə ehtiyacları müəyyənləşdirəcək və resursların düzgün bölüşdürülməsinə nail olacaq.

Qeyd olunan platforma çərçivəsində hər bir şirkətin, o cümlədən vətəndaşın virusla mübarizədə öz töhfəsini verə biləcəyi #StopCoV fondu yaradıldı.

Bugün Hökumət Administrasiyasında Biznes Ombudsmanı Mixeil Dauşvili və Hökumət Administrasiyasının rəhbər müavini Qiorqi Saxokia #StopCoV fondunun təqdimatını həyata keçirdilər.

Qeyd olunan məbləğ platforma çərçivəsində Biznes Ombudsman Aparatı və özəl sektorun koordinasiyası ilə müəyyən edilmiş ehtiyacların ödənilməsinə yönəldiləcək. Qeyd edək ki, bugün artıq fondda 1 milyon 370 min lari toplanmışdır.

Fonda www.stopcov.ge platformasından məbləğ yatırmaq mümkündür.

 


  • ბიზნესომბუდსმენის აპარატში სპეციალური პლატფორმა - StopCoV ფონდი შეიქმნა