სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლის გუბერნატორი - ამჟამად შეზღუდულია გადაადგილება და დღის ბოლომდე ინსტრუქციებს მივიღებთ

23 მარტი 2020


Ge/Az
ქვემო ქართლის გუბერნატორი - ამჟამად შეზღუდულია გადაადგილება და დღის ბოლომდე ინსტრუქციებს მივიღებთ

მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის შემდეგ ავტომატურად, იზოლაციაში მოექცა დმანისის მუნიციპალიტეტი, რომელსაც ერთ მხარეს კარანტინში მყოფი ბოლნისი ესაზღვრება, მეორე მხარეს კი სახელმწიფო საზღვარია. არსებობს მესამე, შემოვლითი გზა, რომელიც წალკაში გადადის თუმცა იქ გავლა მხოლოდ სამხიდიანი ავტომობილებით არის შესაძლებელი.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს მუშაობა და სიტუაციის შესწავლა.

„გარკვეული შეზღუდვები წარმოიშვა, ეს ბუნებრივიც იყო. თუმცა ამ მუშა პროცესში ჩვენ დავალაგებთ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა გამარტივდეს ეს პროცესი. ამ ეტაპზე ვადასტურებ, რომ კომუნიკაციაც მუნიციპალიტეტებსა და დასახლებებს შორის იყო მჭიდრო და აქტიური. ამჟამად შეზღუდულია გადაადგილება და დღის ბოლომდე ინსტრუქციებს მივიღებთ“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში სპეციალური აღჭურვილობით საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფები მუშაობენ.

 

Kvemo Kartli qubernatoru – hal-hazırda hərəkət məhdudlaşdırılmışdır və günün sonuna kimi təlimatları alacağıq

Marneuli və Bolnisidə elan olunan karantindən sonra bir tərəfdən dövlət sərhəddi, digər tərəfdən isə karantində olan Bolnisi rayonu ilə həmsərhəd olan Dmanisi munisipaliteti avtomatik olaraq təcrid olunmuş vəziyyətə düşdü. Üçüncü, dolayı yol mövcuddur, hansı ki, Tsalka ərazisinə gedir, lakin o yolla yalnız tam ötürücülü – diferli avtomobillər hərəkət edə bilərlər.


Kvemo Kartli qubernatoru Şota Rexviaşvilinin dediyin görə çalışmalar və vəziyyətin öyrənilməsi davam edir.


“Müəyyən məhdudiyyətlər ortaya çıxdı, bu təbii idi. Ancaq bu iş prosesində biz hazırki prosesi sadələşdirmək üçün nələr edilə biləcəyini müəyyənləşdirəcəyik. Bu mərhələdə təsdiq edirəm ki, munisipalitetlər və yaşayış məntəqələri arasında ünsiyyət yaxın və aktiv idi. Hazırda hərəkət məhdudlaşdırılıb və günün sonuna kimi təlimatları alacağıq” – deyə Kvemo Kartli qubernatoru, Şota Rexviaşvili qeyd etdi.


Gürcüstan Baş Naziri Qiorqi Qaxaria gecə gec saatlarda keçirdiyi brifinqdə bəyan etdi ki, Marneuli və Bolnisidə karantin elan olundu. Qeyd olunan munisipalitetlərdə Daxili İşlər Nazirliyi ictimai asayişi qoruyacaq və karantin rejimini təmin edəcək. Bununla belə, Daxili İşlər Nazirliyi ilə koordinasiya şəraitində Gürcüstan Müdafiə Qüvvələri də prosesə cəlb olunmuşdur.


Marneuli və Bolnisi munisipalitetlərində xüsusi avadanlıqla Gürcüstanın Birinci Kanalının çəkiliş qrupu işləyir.

 

https://1tv.ge/news/qvemo-qartlis-gubernatori-amdjamad-shezghudulia-gadaadgileba-da-dghis-bolomde-instruqciebs-mivighebt/?fbclid=IwAR38kP0AfKeKX5OyFLxBiRbpp1QrpV7gfsRTPEB9Xwd3O5F_-SOGpxW2_90


  • ქვემო ქართლის გუბერნატორი - ამჟამად შეზღუდულია გადაადგილება და დღის ბოლომდე ინსტრუქციებს მივიღებთ