სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრა

20 მარტი 2020


Ge/Az

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრაზე განისაზღვრა ის სექტორები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიის შედეგად დაზარალდა და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება სპეციალური პაკეტი ამ სექტორების დასახმარებლად.

ეკონომიკური გუნდი, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეროვნულ ბანკთან კოორდინაციით,აქტიურად მუშაობს, რათა ის ეკონომიკური ზიანი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას კორონავირუსის ეპიდემიის გამო მიადგა, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და შემუშავდეს ეკონომიკის სტიმულირების ის ღონისძიებები, რომელიც დაზარალებულ სექტორებს კრიზისის სწრაფად დაძლევაში დაეხმარება.

კონკრეტული მიზნობრივი ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც მთავრობა კორონავირუსის გავრცელების შედეგად დაზარალებული პრიორიტეტული სექტორების დასახმარებლად განახორციელებს, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

აღინიშნა, რომ ყველა ის ინიციატივა, რომელიც უახლოეს პერიოდში გაჟღერდება, ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაეხმაროს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც, დაკარგეს, ან შესაძლოა, დაკარგონ შემოსავალი შექმნილი ვითარების გამო, ასევე დაეხმაროს ქართულ ბიზნესს, გადალახონ კრიზისი და მოკლე პერიოდში დაიბრუნონ კონკურენტული უპირატესობები.

მთავრობის ეკონომიკური გუნდი ეკონომიკის სექტორების შემდგომი მხარდაჭერის პაკეტის შემუშავების პროცესში აქტიურად თანამშრომლობს უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის დამატებითი მატერიალური რესურსების მობილიზების მიმართულებით.

შეხვედრაზე ასევე განხილული იყო საცალო ვაჭრობის ობიექტების მუშაობის შეწყვეტასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, რომლებიც მაქსიმალური სოციალური დისტანციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და აუცილებელია, როგორც ეპიდემიის გავრცელების შენელების, ისე ქვეყნის ეკონომიკისთვის რისკების შემცირების თვალსაზრისით.

მთავრობა კიდევ ერთხელ მიმართავს საზოგადოებას და ბიზნესსექტორს, მკაცრად დაიცვან უწყებათაშორისი საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად გადალახოს ის კრიზისი, რომელიც მთელს მსოფლიოშია შექმნილი და ქვეყნის ეკონომიკა მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას.

 

Gürcüstanın Baş naziri - Qiorqi Qaxaria və Hökumətin İqtisadi Komandası arasında keçirilmiş görüşdə, Koronavirus epidemiyası səbəbindən zərər görmüş sektorlar müəyyən edildi və yaxın gələcəkdə bu sektorlara kömək etmək üçün xüsusi bir paket təqdim ediləcək.

Baş nazirin tapşırığı ilə, İqtisadi Komanda, Milli Bankla razılaşdırılmış şəkildə, Koronavirus epidemiyası nəticəsində ölkə iqtisadiyyatına vurulmuş iqtisadi ziyanı minimuma endirmək və zərər görmüş sektorların böhranın öhtəsindən qısa bir zamanda gəlməsi üçün  iqtisadiyyatı stimullaşdıran tədbirlər hazırlamaq üzərində səylə çalışır.

Koronavirusun yayılması nəticəsində zərər görmüş prioritet sektorlarına yardım etmək üçün hökumətin həyata keçirəcəyi xüsusi hədəf tədbirləri yaxın gələcəkdə elan ediləcək.

Qeyd edildi ki, yaxın gələcəkdə səsləndiriləcək bütün təşəbbüslər, mövcud vəziyyətə görə gəlirlərini itirən və ya itirə biləcək vətəndaşlara hökumətin maksimal dərəcədə kömək etməsinə, həmçinin gürcü biznesinin böhrandan çıxmasına və qısa bir müddət ərzində rəqabət üstünlüklərini qaytarmasına kömək etməyə yönəldiləcək.

Hökümətin İqtisadi Komandası, iqtisadi sektorların növbəti dəstək paketlərini hazırlamaq prosesində, o cümlədən əlavə maddi mənbələrin mobilizə edilməsi istiqamətində, böyük beynəlxalq maliyyə institutları ilə birgə fəal şəkildə əməkdaşlıq edir.

Görüşdə həmçinin, sosial məsafəni maksimal dərəcədə təmin etmək məqsədi daşıyan, epidemiyanın yayılmasını zəyiflətmək və ölkə iqtisadiyyatı üçün riskləri azaltmaq baxımından tələb olunan pərakəndə satış obyektlərinin fəaliyyətinin dayandırılması müzakirə edildi.

Hökumət, ölkəmizin dünyada yaranmış böhranı mümkün qədər tez aradan qaldırması və ölkə iqtisadiyyatının ən qısa müddətdə normal fəaliyyətə qayıtması üçün bir daha ictimaiyyəti və biznes sektorunu, İdarələrarası Şuranın verdiyi tövsiyələrə ciddi şəkildə riayət etməyə çağırır.

 


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მთავრობის ეკონომიკური გუნდის შეხვედრა