სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

,,თიბისი“ მომხმარებლების მიერ სესხებზე საშეღავათო პერიოდით - 3 თვიანი გადავადებით სარგებლობასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს

14 მარტი 2020


Ge/Az „თიბისის“ მომხმარებლები სესხებზე საშეღავათო პერიოდით - 30 ივნისის ჩათვლით სესხების გადავადებით ისარგებლებენ. საშეღავათო პერიოდი 13 მარტიდან დაიწყო და 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ორშაბათიდან კი მომხმარებლები სესხის გადავადების პირობებთან დაკავშირებით შეტყობინებას თიბისის დისტანციური არხებით მიიღებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი“ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

1. ვის შეეხება საშეღავათო პერიოდი?

ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ვინც თიბისი ბანკში ამჟამად სარგებლობს საკრედიტო პროდუქტებით, ასევე თიბისი სტატუსის ყველა მომხმარებელს;

2. რომელ პროდუქტებს შეეხება?

საშეღავათო პერიოდი შეეხება შემდეგ საკრედიტო პროდუქტებს:

  • იპოთეკური სესხები
  • სამომხმარებლო სესხები
  • სასწრაფო სესხი
  • ავტო სესხები
  • განვადება
  • საკრედიტო ბარათები
  • ოვერდრაფტი
  • ლომბარდი
  • სტანდარტული გრაფიკის მქონე ბიზნეს და აგროსესხები;

3. რამდენ ხანს გაგრძელდება საშეღავათო პერიოდი? ანუ რამდენი გადახდა არ უნდა გადავიხადო ბანკში?

საშეღავათო პერიოდი გაგრძელდება 30 ივნისის ჩათვლით და შეეხება არაუმეტეს სამი გადახდის გადავადებას;

4. როდიდან დაიწყება საშეღავათო პერიოდი?

საშეღავათო პერიოდის ჩართვა 2020 წლის 13 მარტიდან დაიწყო;

5. თუ გადახდა მიწევს დღეს ან მომდევნო კვირაში რა მოხდება?

ყველა იმ მომხმარებელს, ვისაც სესხის გადახდა უწევდა 13 მარტიდან შეეძლება ისარგებლოს საშეღავათო პერიოდით;

6. გამეზრდება თუ არა სესხის პროცენტი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის შემთხვევაში?

არა, სესხის საკონტრაქტო განაკვეთების ცვლილება არ მოხდება;

7. გამეზრდება თუ არა სესხის ვადა?

დიახ, სესხის ვადის გაზრდა მოხდება გრაფიკიანი სესხების შემთხვევაში + საშეღავათო პერიოდი;

8. გამეზრდება თუ არა ყოველთვიურად გადასახდელი თანხა?

ყოველთვიური გადასახდელი თანხა მცირედით გაიზრდება საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, რადგან ბანკი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში გადასახდელი თანხის და დარიცხული პროცენტის გადანაწილებას ახდენს სესხის დარჩენილ ვადაზე;

9. საშეღავათო პერიოდის განმავლობაში მოხდება თუ არა პროცენტის დარიცხვა?

დიახ, საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის ძირითად თანხაზე გაგრძელდება პროცენტის დარიცხვა, რომლის გადანაწილება მოხდება საშეღავათო პერიოდის შემდგომ, სესხის დარჩენილ ვადაზე;

10. პროცენტზე პროცენტი ხომ არ დამერიცხება?

არა, პროცენტზე პროცენტის დარიცხვა არ ხდება;

11. რამდენიმე სესხი თუ მაქვს შემიძლია თუ არა ავირჩიო რომელზე გავრცელდეს საშეღავათო პერიოდი და რომელზე არა?

ფიზიკური პირის სესხების შემთხვევაში არ იქნება შესაძლებელი სესხების არჩევა, საშეღავათო პერიოდი ჩაირთვება ან ყველა საკრედიტო პროდუქტზე ან მომხმარებლის უარის შემთხვევაში - არც ერთზე;

თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, თქვენ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ იმ სასესხო პროდუქტების ჩამონათვალი, რომელზეც გავრცელდება საშეღავათო პერიოდი; ბიზნეს სესხების შემთხვევაში კი მოხდება ინდივიდუალურად განხილვა;

12. არის თუ არა შესაძლებელი არ ვისარგებლო საშეღავათო პერიოდით ?

შესაძლებლობა გექნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ან ბანკის დისტანციური არხებით დააფიქსიროთ უარი საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, მას შემდეგ რაც ბანკისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას; შეტყობინებების გაგზავნა მომხმარებლებთან დაიწყება 16 მარტიდან და მოხდება ეტაპობრივად;

თუ ხართ თიბისი სტატუსის მომხმარებელი, 16 მარტიდან დაგიკავშირდებათ თქვენი პირადი ბანკირი და თქვენი სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა. თუ თქვენ სარგებლობთ თიბისი სტატუსის ციფრული ნაკრებით, დაგიკავშირდებათ სტატუს ცენტრის ოპერატორი და სურვილის შესაბამისად მოხდება საშეღავათო პერიოდის ჩართვა/არ ჩართვა.

13. ვინც უკვე სარგებლობს საშეღავათო პერიოდის აქციითგავრცელდება თუ არა მათზე საშეღავათო პერიოდი?

თუ მიმდანარე სესხზე საშეღავათო პერიოდი გრძელდება ივნისის ჩათვლით, ამ შემთხვევაში დამატებით საშეღავათო პერიოდის ჩართვა არ მოხდება (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020-ის თებერვლის თვეში, რომელზეც ვრცელდებოდა 6 თვიანი საშეღავათო პერიოდი, ანუ პირველი გადახდა სესხზე უნდა გაგეკეთებინათ ივლისის თვეში, ასეთ შემთხვევაში დამატებითი საშეღავათო პერიოდის ჩართვა აღარ მოხდება);

ხოლო თუ მიმდინარე სესხზე საშეღავათო პერიოდი ნაკლებია ვიდრე ბანკის ამჟამად გამოცხადებული პირობა, ასეთ შემთხვევაში საშეღავათო პერიოდის გაგრძელება მოხდება 30 ივნისამდე, არაუმეტეს მომდევნო სამი გადახდის გადავადებისა (მაგ: სესხი აღებული გაქვთ 2020 წლის იანვარში 3 თვიანი საშეღავათო პერიოდით და პირველი გადახდა გიწევდათ აპრილის თვეში, ასეთ შემთხვევაში თქვენს საშეღავათო პერიოდს დაემატება +2 თვე);

14. როგორ გაიგებს მომხმარებელი საშეღავათო პერიოდის ჩართვის შესახებ?

16 მარტიდან ეტაპობრივად მომხმარებლები მიიღებენ შეტყობინებას, საშეღავათო პერიოდის ჩართვასთან დაკავშირებით. 20 მარტამდე მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა უარი თქვან საშეღავათო პერიოდით სარგებლობაზე, ხოლო ვინც უარს არ განაცხადებს ავტომატურად ჩაერთვებათ საშეღავათო პერიოდი;

16 მარტიდან მოხდება, ასევე, დაკავშირება სტატუსის მომხმარებლებთანაც. ცვლილება განხორციელდება დისტანციურად მეილით, ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით და არ იქნება საჭირო ბანკში მოსვლა;

15. ექნება თუ არა მომხმარებელს წინსწრების საკომისიო?

იმ მომხმარებლებს, ვინც ისარგებლებს საშეღავათო პერიოდით, ექნება შესაძლებლობა ყოველთვიური გადასახდელი თანხის ფარგლებში საკომისიოს გარეშე განახორციელოს წინსწრება. საშეღავათო პერიოდის დასრულების შემდეგ, წინსწრების საკომისიოზე აღდგება/გავრცელდება კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები;

16. ვრცელდება თუ არა საშეღავათო პერიოდი 16 მარტიდან გაცემულ ახალ სესხებზე?

დიახ, 16 მარტიდან გაცემულ სესხებზე გავრცელდება საშეღავათო პერიოდი ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე;

 

 

“Tibisi” (TBC) bank müştərilərinin güzəşt dövrü – 3 aylıq ertələmədən yararlanması haqqında ətraflı məlumat yayımlayır

“Tibisi” müştəriləri güzəşt müddətindən – 30 iyun tarixinədək kreditlərin ertələnməsindən yararlanacaqlar. Güzəşt müddəti 13 mart tarixindən etibarən başladı və 30 iyunadək davam edəcək, həftənin birinci günündən etibarən isə bank istifadəçiləri ertələmə şərtləri haqqında bankdan mesajlar qəbul edəcəklər.

  1. Güzəşt müddəti kimlərə şamil olunacaq?

 

TBC Bankın kredit məhsullarından istifadə edən bütün fiziki və hüquqi şəxslər, habelə bütün TBC statuslu müştərilər;

 

  1. Hansı məhsullara aid ediləcək?

Güzəşt müddəti aşağıdakı kredit məhsullarına şamil olunacaq:

  • İpoteka kreditləri
  • İstehlak kreditləri
  • Təcili kreditlər
  • Avto kreditlər
  • Taksitlər
  • Kredit kartları
  • Overdraftlar
  • Lombard
  • Standart cədvələ malik biznes və aqrar kreditlər ;

 

  1. Güzəşt müddəti nə qədər davam edəcək? Yəni neçə dəfə banka ödəniş etməməliyəm?

Güzəşt müddəti 30 iyuna qədər davam edəcək və ən çoxu 3 ödənişin ertələnməsinə şamil olunacaq;

  1. Güzəşt müddəti nə vaxtdan başladı?

Güzəşt müddəti 2020-ci ilin 13 mart tarixindən etibarən başlamışdır ;

  1. Bugün və ya növbəti həftə ödəniş etmə vaxtımdırsa, nə baş verəcək?

13 mart tarixindən etibarən ödənişi olan hər bir müştəri güzəşt müddətindən istifadə edə bilər;

  1. Güzəşt müddətindən istifadə etsəm, kreditimin faizi artacaq ya yox?

Xeyr, kredit müqaviləsi əmsallarında dəyişiklik olmayacaq;

  1. Kreditimin müddəti artacaq, ya yox?

Bəli, qrafikli kreditlərdə müddət artacaq + güzəşt müddəti;

  1. Aylıq ödənişlərim artacaqmı?

Aylıq ödəniləcək məbləğ cüzi şəkildə artacaq, çünki bank güzəşt müddəti dövründə ödənilməli olan məbləğ və faizləri kreditin qalan müddəti üzrə yenidən bölüşdürür;

  1. Güzəşt müddəti üçün faiz hesablanacaq, ya yox?

Bəli, güzəşt müddəti ərzində kreditin ümumi məbləğinə faiz hesablanacaq, güzəşt müddəti bitdikdən sonra qalan

müddət arasında bölüşdürüləcək;
 

 

  1.  Faizlərə faiz hesablanacaq?

Xeyr, faizlərə faiz hesablanmayacaq;

  1.  Bir neçə kreditim varsa, güzəşt müddətinin hansına aid edilib hansına edilməyəcəyini özüm seçə bilərəm ya yox?

Fiziki şəxslər kreditlər arasında seçim edə bilməyəcəklər, güzəşt müddəti ya bütün kreditlərə aid ediləcək, ya imtina etsələr heç bir məhsula aid edilməyəcək.

Tibisi statusuna maliksinizsə, onda siz özünüz güzəşt müddətinin hansı kredit məhsulları siyahısına aid olmasına qərar verə bilərsiniz; Biznes kreditləri halında isə fərdi olaraq müzakirələr aparılacaq;

  1.  Güzəşt müddətindən istifadə etməməyim mümkündürmü?

Qısa mətn mesajları və ya bankın uzaqdan idarə olunan kanalları vasitəsilə güzəşt müddətindən imtina etdiyinizi bildirmək üçün imkanınız olacaq, ondan sonra müvafiq mesaj alacaqsınız;   mesajların göndərilməsi 16 mart tarixindən etibarən başladı və mərhələli şəkildə baş verəcək;

Tibisi statusuna malik müştərisinizsə, 16 mart tarixindən sizin şəxsi bankiriniz sizinlə əlaqə saxlayacaq və sizin istəyinizə uyğun olaraq güzəşt müddəti aktiv ediləcək və ya edilməyəcək;

Əgər siz Tibisi statusu rəqəmsal komplektindən istifadə edirsinizsə, Status Mərkəzi operatoru sizinlə əlaqə saxlayacaq və sizin istəyiniz əsasında güzəşt müddəti aktiv ediləcək və ya edilməyəcək;

  1.  Güzəşt müddətindən hazırda istifadə edənlər də indiki güzəşt müddətindən istifadə edə biləcəkmi?

Hazırki kreditinizin güzəşt müddəti iyun ayını da əhatə edirsə, onda sizin üçün güzəşt müddəti aktiv edilməyəcək (məsələn, 2020-ci ilin fevral ayında kredit götürmüsünüz və 6 aylıq güzəşt müddətiniz var, ilk ödənişi iyul ayında etməlisiniz, belə halda sizin üçün hazırda tətbiq olunan güzəşt müddəti aktiv edilməyəcək);

Yox əgər sizin kreditinizin güzəşt müddəti hazırda elan olunan şərtlərlə müqayisədə daha azdırsa, onda güzəşt müddətiniz ertələnən ödənişlər 3 – dən çox olmamaq şərtilə iyun ayına kimi uzadılacaq  (məsələn, 2020-ci ilin yanvar ayında 3 aylıq güzəşt müddəti olan kredit götürmüsünüz, ilk ödənişi apreldə etməlisiniz, belə halda sizin güzəşt müddətinizə + 2 ay əlavə olunacaq);

  1.  Müştəri güzəşt müddətinin aktiv olunması haqqında məlumatı necə alacaq?

16 mart tarixindən etibarən müştərilər mərhələli şəkildə güzəşt müddətinin aktiv olunması haqqında bildirişlər – mesajlar alacaqlar. Müştərilərin 20 mart tarixinədək güzəşt müddətindən imtina etmək üçün imkanları olacaq, bu müddət ərzində imtina üçün baş vurmayan müştərilər üçün avtomatik şəkildə güzəşt müddəti aktiv ediləcək;

16 mart tarixindən, həmçinin, statusa sahib müştərilərlə də əlaqə saxlanacaq. Dəyişikliklər mail, internet və ya mobil bank vasitəsilə ediləcək və banka gəlməyə ehtiyac olmayacaq;

  1.  Vaxtından əvvəl kredit ödənişi etməyə görə əlavə ödəniş (komisyon) olacaqmı?

Güzəşt müddətindən istifadə edən müştərilən aylıq ödənişlərinin miqdarı çərçivəsində əlavə komisyon ödəmədən vaxtından öncə pul ödəmək imkanları olacaq. Güzəşt müddəti bitdikdən sonra isə müqavilədə yazılan qayda bərpa olunacaq.

  1.  Güzəşt müddəti martın 16-sından sonra alınan kreditlərə də şamil ediləcəkmi?

Güzəşt müddəti fərdi nəzərdən keçirmə əsasında 16 martdan sonra alınan kreditlərə da aid ediləcək.


  • ,,თიბისი“ მომხმარებლების მიერ სესხებზე საშეღავათო პერიოდით - 3 თვიანი გადავადებით სარგებლობასთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს