სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

70 წლის რუსთაველი მხატვრის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა

19 თებერვალი 2020

ნიკო ფიროსმანის სახელობის რუსთავის სამხატვრო სკოლაში, რუსთაველი მხატვრის, კონსტანტინე ქურციკიძის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებას, რომელიც მხატვრის 70 წლის იუბილეს მიეძღვნა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე,რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელმა პირებმა, კონსტანტინე ქურციკიძეს 70 წლის იუბილე მიულოცეს, შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელები გადასცეს.

გამოფენა, სამხატვრო სკოლის ორგანიზებითა და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა.

  • 70 წლის რუსთაველი მხატვრის ნამუშევრების საიუბილეო გამოფენა