სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მარნეულში

27 ნოემბერი 2019


26 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, უდიდესი ქართველი მწერლის, მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ეხილა პერფომანსი, - "უცნობი თანამოსაკნის მონათხრობი", სადაც მწერლის დღემდე უცნობი ამბები, უცნობი პატიმრის მოგონებებით მონათხრობი ისტორიები გაცოცხლდა. ასევე ქალაქ მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში, მიხეილ ჯავახიშვილთან დაკავშირებით, მარნეულელი ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა.

სალონურ საღამოს, მწერლის ოჯახის წევრები, ნათესავები, საზოგადო მოღვაწეები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის სახელით, მიხეილ ჯავახიშვილის ბიუსტი ყვავილების გვირგვინით შეამკეს ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და მუნიციპალიტეტის მერმა, ზაურ დარგალმა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში, მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ყოველწლიურად იმართება.


  • მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მარნეულში
  • მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მარნეულში
  • მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მარნეულში
  • მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მარნეულში
  • მიხეილ ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო მარნეულში