სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა

07 ნოემბერი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ, ნინო ჯავახაძემ და ლევან კაკავამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან ერთად, „სისტემური განახლების" ფარგლებში, რუსთავში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი გახსნეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი ბეგაძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და უწყების წარმომადგენლები.

სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. რუსთავის ერთიანი მომსახურების ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე. შენობაში განთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხეც, რომელიც მოქალაქეებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.

თბილისის შემდეგ, რუსთავი პირველი ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს. მათ შორის: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა. ახალმა ცენტრმა რუსთავის საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა.

  • რუსთავში საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი გაიხსნა