სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

80 წლის ლოტბარს ზაქარია ბერაძეს გარდაბანში ვარსკვლავი გაუხსნეს

01 ნოემბერი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი ფოლკლორული ანსამბლი "ბეთანია“-ს" ხელმძღვანელის, ზაქარია ბერაძის ვარსკვლავის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

სახელმწიფო რწმუნებულმა დამსახურებულ და ღვაწლმოსილ ლოტბარს, ქართული კულტურისა და ფოლკლორის განვითარება-პოპულარიზაციის პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

ზაქარია ბერაძე გარდაბნის საპატიო მოქალაქეა, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აქვს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლებში მრავალწლიანი მოღვაწეობის გამოცდილება,
40 წელზე მეტია ხელმძღვანელობს გარდაბნის სახალხო ანსამბლ “ბეთანია“- ს და მისი უცვლელი ლოტბარია.

80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საღამოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლოტბარის მეგობრები დაესწრნენ.

  • 80 წლის ლოტბარს ზაქარია ბერაძეს გარდაბანში ვარსკვლავი გაუხსნეს