სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საპენსიო ასაკის პედაგოგების გაცილება რუსთავის სკოლებიდან

11 ოქტომბერი 2019

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლებიდან 88 დამსახურებული და ღვაწლმოსილი პედაგოგი გააცილეს.

ღონისძიება რუსთავის #4 საჯარო სკოლაში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მასწავლებლებს საგანმანათლებლო სფეროში მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

სპეციალურად პედაგოგებისთვის, რუსთავის სკოლების მოსწავლეების მონაწილეობით, რამდენიმე ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომერი შესრულდა.

განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკს მიღწეულმა მასწავლებლებმა, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადად ფულადი ჯილდო – ორი წლის ჯამური ხელფასი და სიცოცხლის ბოლომდე, ჯანმრთელობის  დაზღვევა მიიღეს.

  • საპენსიო ასაკის პედაგოგების გაცილება რუსთავის სკოლებიდან