სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა რელიგიური კონფესიების ლიდერებისთვის

22 ივლისი 2019

22 ივლისს, მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური კონფესიების ლიდერებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა დაიწყო.

პროგრამის პრეზენტაციას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას, შოთა რეხვიაშვილმა, რეგიონის ეთნიკური მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პროექტის - „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის" წარმომადგენლებს, გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

აღსანიშნავია, რომ რელიგიური კონფესიების ლიდერები, 3 თვის განმავლობაში, აქტიურად ჩაერთვებიან ენის სწავლების პროგრამაში, რომელიც სააგენტოსა და ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. 

  • სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა რელიგიური კონფესიების ლიდერებისთვის