სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის სემინარი

29 მაისი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მხარდაჭერით, წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WASH), გამართულ ეროვნულ სემინარში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, დაინტერესებულმა მხარეებმა, საკითხი ადამიანის უფლებათა ჭრილში განიხილეს.

ღონისძიება გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვის დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მონადგილე ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ, ალექსანდრე დარასმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ.

შეხვედრა მიზნად ისახავდა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევების გაცნობას როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეზე და არსებული პერსპექტივების განსაზღვრას.

სემინარი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც,  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი(CENN), პარტნიორ ორგანიზაციებთან — ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და ქალი და სამყაროსთან (WW) ერთად, New World Programme-ის პროექტის WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის ფარგლებში ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქათლის რეგიონის მასშტაბით, CENN-მა, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობის და წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, თემატური აქტივობები 4 მუნიციპალიტეტში, დმანისში, წალკაში, მარნეულსა და თეთრიწყაროში განახორციელა.

  • კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის სემინარი