სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

უცხოელი არქიტექტორ-რესტავრატორები სამშვილდეში

24 მაისი 2019


კავკასიის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ქალაქში - სამშვილდეში, იტალიელი არქიტექტორები და რესტავრატორები არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგებს ეცნობიან. 

სტუდენტებს და უცხოელ არქიტექტორ-რესტავრატორებს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ქორიძე, რწმუნებულის ადმინისტრაციის თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლევან ჟვანია შეხვდნენ და არქეოლოგიურ კვლევებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მეთოდებზე მოისმინეს ინფორმაცია.

ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაცია Yococu-ს (ახალგაზრდები კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციისათვის) პრეზიდენტმა ანდრია მაკიამ, ორგანიზაციის წამყვანმა სპეციალისტმა, რესტავრატორმა ლაურა რივალოლმა, სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის კონსულტანტმა, არქეოლოგმა ალვარო იეგუერასმა და ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით ბერიკაშვილმა, საქართველოს უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახალგაზრდა მეცნიერებს, არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთების საექსპოზიციოდ მომზადების პრაქტიკული მეცადინეობის კურსები ჩაუტარეს.

აღსანიშნავია, რომ სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორის და არქეოლოგის დავით ბერიკაშვილის ხელმძღვანელობით 7 წელია მუშაობს სამშვილდის ნაქალაქარის არქეოლოგიურ, პალინოლოგიურ, ანთროპოლოგიურ და სხვა ინტერდისციპლინურ კვლევებზე. ძეგლის მრავალსაუკუნოვანი წარსულიდან გამომდინარე, კვლევებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები, მეთოდები და ისტორიული წყაროები. ექსპედიციაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მკვლევარი-მეცნიერები. ასევე, ევროპისა და კანადის წამყვანი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები. 


  • უცხოელი არქიტექტორ-რესტავრატორები სამშვილდეში
  • უცხოელი არქიტექტორ-რესტავრატორები სამშვილდეში
  • უცხოელი არქიტექტორ-რესტავრატორები სამშვილდეში
  • უცხოელი არქიტექტორ-რესტავრატორები სამშვილდეში
  • უცხოელი არქიტექტორ-რესტავრატორები სამშვილდეში
  • უცხოელი არქიტექტორ-რესტავრატორები სამშვილდეში